შუა დერეფნის ალტერნატივად, ირან-თურქეთი პრიორიტეტულად მერენდი (ირანი) – ჩემშე სორია (თურქეთი) სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას განიხილავენ

სადღეისოდ რეგიონში ინტენსიურად მიმდინარე ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების პროცესის პარალელურად, შუა დერეფნის კონკურენტები აქტიურად იხილავენ, მათ ტერიტორიებზე, ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს.

აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევაში ახალი ალტერნატიული დერეფნების განვითარებაში ძირითადად ის ქვეყნები არიან ჩართულნი, რომლებიც პარალელურად საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მონაწილე მხარეებს წარმოადგენენ.

ჩვენი გვერდის ანალიტიკა გვინდა დავუთმოთ ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, ირან – თურქეთის ღერძზე ახალი სატრანსპორტო დერეფნის ფორმირების პერსპექტივებს, რომელიც ახლო მომავალში საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის საპირწონედ, მის კონკურენტადაც შესაძლოა იქნეს განხილული.

ახლახანს თეირანში ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის პრიორიტეტულად დამაკავშირებელი სასაზღვრო რკინიგზის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
მერენდი (ირანი) – ჩეშმე სორია (თურქეთ-ირანის საზღვარი)
რკინიგზის პროექტის სიგრძე 200 კილომეტრს შეადგენს. რკინიგზა ჩრდილო-დასავლეთ ირანში მდებარე მერენდის მთავარ სატრანსპორტო კვანძს თურქეთის საზღვარზე მდებარე ჩეშმე სორიას სადგურთან დააკავშირებს.

ირანის ხელისუფლების ცნობით, ახალი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა სამიდან ოთხ წლამდე გაგრძელდება.
თავის მხრივ, თურქეთმა, ირანში 1.6 მილიარდი ევროს ღირებულების სამშენებლო პროექტის ერთობლივ განხორციელებასთან დაკავშირებით მზადყოფნა გამოთქვა.

საბოლოოდ, ხაზი მიურთდება თურქეთში ამჟამად მშენებარე 224 კმ სიგრძის ორლინდაგიან, ელექტროფიცირებულ ყარსი-დილუჯუს რკინიგზას, რომლის ღირებულება 2.4 მილიარდ ევროს შეადგენს და მისი მშენებლობა 2025 წლის მარტიდან დაჩქარებულად მიმდინარეობს.

ირანის ხელისუფლება მერენდი – ჩეშმე სორიას რკინიგზის ხაზის პროექტს ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით უწყვეტი სარკინიგზო დერეფნის შექმნის მნიშვნელოვან რგოლად მიიჩნევს, რითაც ირანი ევრაზიის ძირითადი სატრანზიტო მოთამაშის პოზიციას გაიძლიერებს.

ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მონაკვეთი ირანის სარკინიგზო ქსელს თურქეთთან პირდაპირ დააკავშირებს. სადღეისოდ აღნიშნული მარშრუტი ირანის გავლით „აბრეშუმის გზის“კონცეფციის ტრანსფორმირებულ ვარიანტად განიხილება.

პრაქტიკულად, ახალ ირან – თურქეთზე გამავალ დერეფანს შუა დერეფნის ალტერნატივად ჩამოყალიბების შესაძლებლობა გააჩნია, რომელიც ჩინეთიდან დაიწყება, გაივლის ძირითადი პანთურქული ქვეყნების „რკალს“ – ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ირანისა და თურქეთის ტერიტორიებს და თურქეთის ნავსადგურების გავლით ევროპულ სივრცეში აღმოჩნდება.
პროექტის დაფინანსების წყაროები ჯერ არ არის გაცხადებული. ინვესტიციების მასშტაბები და ირანისა და თურქეთის წინაშე არსებული მკაცრი ეკონომიკური პირობები (ინფლაციური წნეხი, გრძელვადიანი ინვესტიციების განთავსების გარკვეული სირთულეები) ეჭვქვეშ აყენებს, გარე დახმარების გარეშე, პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას და მისი დაჩქარებულ ტემპში განხორციელების შესაძლებლობას.

როგორც წესი, მსხვილი რკინიგზის პროექტები შერეული დაფინანსების შედეგად ხორციელდება – როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ასევე კერძო ინვესტორების მხრიდან (საჯარო – კერძო პარტნიორობის სქემის ფარგლებში).

გამორიცხული არ არის, რომ მერენდი – ჩეშმე სორიას სარკინიგზო ხაზის მშენებლობით ჩინური საინვესტიციო ფონდები დაინტერესდნენ, რომლებიც ევრაზიულ სივრცეში ახალი აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, როგორც წესი, დიდ ინვესტიციებს ახორციელებენ.

პოლიტიკურ დონეზე ჩინეთის დაინტერესება დიდია, რაზეც მეტყველებს 2025 წლის ივნისში პეკინში, ჩინეთ-ევროპის მარშრუტზე სატვირთო გადაზიდვების განვითარების შესახებ გამართული მოლაპარაკებები.

მოგვიანებით, 2025 წლის ნოემბერში, სტამბულში ჩინეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენლების მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ერთიანი კონკურენტუნარიანი ტარიფების შემუშავებაზე, ტვირთების ტრანზიტის დროის შემცირებაზე, საზღვრებზე დამატებითი ბარიერების გაუქმებაზე და რკინიგზის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობაზე.

პანთურქული ქვეყნების მიერ ბოლო პერიოდში გამართული მოლაპარაკებები და მათი ტერიტორიების გამოყენებით ახალი „აბრეშუმის გზის“ კონცეფციის ტრანსფორმირებული ვარიანტის დაჩქარებული წესით განხორციელებისკენ გადადგმული ნაბიჯები გვაფიქრებინებს, რომ საქართველოზე გამავალ შუა დერეფანს შესაძლოა ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფნის განშტოების  ჩინეთი – ყირგიზეთი – უზბეკეთის სარკინიგზო მარშრუტის სასესხო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი

Next Post

ყაზახეთი კურიკის ნავსადგურში ფსკერის დაღრმავებას -დამატებითი ტვირთების გატარებისა და ადგილობრივი გემთსაშენი სიმძლავრეების განვითარებისთვის გამოიყენებს

Related Posts

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” ის შეფასებით საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა რეგიონში ერთ – ერთ დაბალ ნიშნულზეა

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი 2024 წლის ბოლოს „პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, ამასთან რეიტინგი უცვლელად…
მეტის ნახვა

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციას  ალტერნატივა არ გააჩნია

ბოლო პერიოდში, რეგიონის ქვეყნებში საერთაშორისო საავტომობილო  გადაზიდვების სფეროში,  სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესები, რაც პირველ რიგში…
მეტის ნახვა

როდის ამოქმედდება საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა?

ბოლო პერიოდში რეგიონის ქვეყნები ორმხრივ ფორმატში, სულ უფრო ინტენსიურად ნერგავენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემას. ნებართვების…
მეტის ნახვა