საქართველო – სომხეთს შორის სატრანსპორტო ნაკადები შუა დერეფნის კავშირებადობის განვითარების კონტექსტში

2025 წლის 18 – 20 ივნისს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პ. ცაგარეიშვილმა მონაწილეობა მიიღო სომხეთში ქ. დილიჯანში გამართულ რეგიონალურ კონფერენციაში.

კონფერენციის თემა: Armenia – Georgia Strategic Partnership – Towards New Horizons of cooperation.

კონფერენციაზე პ. ცაგარეიშვილი წარსდგა მოხსენებით: – Transport flows between Georgia and Armenia in the development of Middle Corridor connectivity.

მოხსენებაში აქცენტი საქართველო – სომხეთს შორის სატრანსპორტო ნაკადების არსებულ ტენდენციებზე გაკეთდა. გაანალიზდა   შუა დერეფნის კავშირებადობის განვითარების კონტექსტში, ორ ქვეყანას შორის სატრანზიტო ტვირთნაკადების ზრდის პერსპექტივები.

გამოსვლაში აღინიშნა, რომ საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის პოტენციური ტვირთნაკადის დამატებითი მოცულობა – მშრალი და გენერალური ტვირთებისათვის 2028 წლისათვის 4 – 5 მლნ ტონას, ხოლო ნავთობნაკადისათვის 2032 წლისათვის 6 – 8 მლნ ტონას შეადგენს.

დერეფნის გასწვრივ ტვირთნაკადების გენერირებაში მნიშვნელოვანი ადგილი საქართველო – სომხეთს შორის სატრანსპორტო ნაკადს უკავია.

შუა დერეფნის კავშირებადობის განვითარების კონტექსტში, პრეზენტაციაში ხაგასმული იყო ევროკავშირის სტრატეგიულ როლზე, კერძოდ ევროპული ინიციატივის Global Gateway პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში  მხოლოდ სატრანსპორტო სფეროშოს მიმართულებით გათვალისწინებულია 3 მილიარდი ევროს ინვესტირება.

წარმოდგენილი იყო შუა დერეფნის “ვიწრო ადგილები”, გამოყოფილი იქნა ოთხი მიმართულება.

საქართველოს სატრანზიტო საავტომობილო დერეფნის მნიშვნელობასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ სანქციების ამოქმედების შემდგომ, სატვირთო ტრანსპორტის სატრანზიტო გადაზიდვები საქართველოს მონაკვეთზე 1.5 ჯერ გაიზარდა, მაგრამ მომდევნო წლებში, მზარდი ტენდენცია ვერ იქნა შენარჩუნებული – რაც დამატებით მიზნობრივ კვლევას მოითხოვს.

დეტალიზირებულად იქნა წარმოდგენილი საქართველო – სომხეთს შორის საავტომობილო და სარკინიგზო ტვირთნაკადების მოძრაობის ტენდენციები.

საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გავლით სომხეთ – რუსეთის და უკუ რუსეთ – სომხეთის მიმართულებებით 2018 – 2024 წწ სახეზეა სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაზიდვების 65 % ანი ზრდის დინამიკა.

საგულისხმოა, რომ ამ პერიოდში, ძირითადად რუსეთიდან საქართველოს საავტომობილო ქსელით ტრანზიტად სომხეთის დანიშნულებით გადაზიდვები იზრდება. კერძოდ 2018 – 2014 წლებში რუსეთიდან – სომხეთში 74 % გაიზარდა სატვირთო ტრანსპორტის გადაზიდვები – 2024 წელს მიაღწია მაქსიმუმს 85 400 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას.

საავტომობილო სატრანზიტო გადაზიდვების ზრდის საწინააღმდეგოდ, დრამატული შემცირება ფიქსირდება ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში.

კერძოდ, საქართველოდან სომხეთის მიმართულებით გაგზავნილი ტვირთების მოცულობა 2011 – 2024 წწ თითქმის განახევრებულია. ანალოგიურად 37 % ით შემცირებულია 2019 – 2024 წლებში სარკინიგზო გადაზიდვები სომხეთიდან – საქართველოს მიმართულებით.

სარკინიგზო სტრანსპორტით გადაზიდვების ასეთი შემცირების მიზეზები, ძირითადად სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის მგომარეობითაა განპირობებული, რომელზეც მოძრაობის სიჩქარეები 35 კმ სთ შეადგენს.

სარკინიგზო ტვირთბრუნვის შემცირების ტენდენციები დამატებით კვლევას მოითხოვს, რადგანაც ასეთი შემცირების პირობებში, პირველ რიგში შუა დერეფანი, კერძოდ საქართველოს რკინიგზა და ნავსადგურები  ზარალდებიან.

სატრანსპორტო დერეფნის კველევის ცენტრის ხელმძღვანელის გამოსვლისას, ყურადღება გამახვილებული იქნა ბაქო –  თბილისი – ყარსის რკინიგზის საქართველოს მარაბდა – კარწახის   მონაკვეთის  დაბალი დატვირთვით ფუნქციონირებაზე.

აღინიშნა, რომ მარაბდა – კარწახის რკინიგზის რეკონსტრუქცია – მშენებლობაში აზერბაიჯანის მთავრობის მიერ 900 მლნ დოლარის გამოყოფილი კრედიტი, დაბალი უკუგებით და გრძელ ვადაში იქნება დაბრუნებული. რის წინაპირობას რკინიგზის დაბალი დატვირთულობა წარმოადგენს.

ცნობისათვის 2021 წელს, ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გამტარუნარიანობა მაქსიმალურად მხოლოდ 7.6 % იქნა ათვისებული.

განხილული იქნა ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის დაბალი დატვირთვით ფუნქციონირების მიზეზები.

საპრეზანტაციო მასალის სრული ვერსია ხელმისაწვდომია:

transcor.ge

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რეგიონის ქვეყნებში სარკინიგზო მანქანათმშენებლობა ინტენსიურად ვითარდება,  საქართველოში კი  „შტადლერის“ ქარხნის მშნებლობის პროექტი ჩავარდა    

Next Post

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად შეინიშნება რუსეთის ნავსადგურების ჯამური ტვირთბრუნვის  შემცირების ტენდენცია

Related Posts

თურქმენეთში დამატებითი სატარიფო შეღავათების ამოქმედება  საქართველოს დერეფნის მიმზიდველობაზე დადებითად აისახება  

სადღეისოდ რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ტვირთნაკადების ახლებურად გადანაწილების შეუქცევადი პროცესი. ცალკეული ქვეყნები ტვირთების მოსაზიდად, თავიანთ ტერიტორიაზე ინდივიდუალურად  სატარიფო შეღავათებს…
მეტის ნახვა

რუსეთის ნავსადგურებისთვის დაწესებული სანქციები შეაჩერებს ნავთობის „ჩრდილოვან“ გადაზიდვებს?

ახლახანს ევროკავშირმა მე 16 პაკეტის ფარგლებში სანქციები დაუწესა რუსეთის ხუთ საზღვაო სავაჭრო ნავსადგურს, მათ შორის რუსეთის ყველაზე მსხვილ…
მეტის ნახვა

აზერბაიჯანის რკინიგზა გადაზიდვით სიმძლავრეებს ავითარებს, საქართველოში მცირდება მოძრავი შემადგენლობა – რა გამოსავლი არსებობს დარგის „ჩიხიდან“ გამოსაყვანად?  

აზერბაიჯანის რკინიგზა მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის სისტემურ ნაბიჯებს დგავს, საქართველოს რკინიგზაზე ბოლო 10 წელიწადში სატვირთო ვაგონები…
მეტის ნახვა