გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს

გაეროს მიერ შემუშავებული Liner Shipping Connectivity Index – საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი საზღვაო სფეროში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომელიც გლობალურ საზღვაო გადაზიდვების ქსელებში ამა თუ იმ ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის მსოფლიო ნავსადგურებთან ინტეგრირების პოზიციონირებაზე მიუთითებს.

საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი იმ ქვეკრიტერიუმების ერთობლიობას მოიცავს, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ნავსადგურების მიერ საკონტეინერო გემებით მსოფლიოს სხვა ნავსადგურებთან კავშირებადობის ინტენსივობას, ხაზების რეგულარობას, ასევე გემების ტევადობას.

Liner Shipping Connectivity Index-ის კომპონენტების საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო 179 სახელმწიფოს შორის, 2025 წლის  სექტემბრის განახლებული მდგომარეობით 114-ე პოზიციაზეა.

წყარო: https://unctadstat.unctad.org/datacentre/dataviewer/US.LSCI

საქართველოსთვის, რომელიც შუა დერეფნის საკვანძო ადგილასაა განლაგებული, მნიშვნელოვანია შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან კავშირებადობის (ინტენსივობის) გაზრდა.

საქართველოს, რომელსაც გააჩნია საზღვაო ქვეყნისათვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი, მათ შორის: საზღვაო დროშა, სახელმწიფო საზღვაო მარეგულირებელი ორგანო, დანერგილია დროშის სახელმწიფო კონტროლი, გააჩნია ნავსადგურები, სამაშველო საკოორდინაციო ცენტრი, ჰიდროგრაფიული სამსახური, მეზღვაურების მომზადების სასწავლო ცენტრები, სახელმწიფო წარმოადგენს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შავი ზღვის მემორანდუმის მხარეს, მეზღვაურთა დასაქმების კუთხით კი გაფორმებული აქვს 70-ზე მეტ სახელმწიფოსთან მემორანდუმი.

მსოფლიოში კავშირებადობის ინდექსის მიხედვით 114-ე საფეხურზე პოზიციონირება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების ქვეყნის შესაძლებლობებს.

დამატებით იბადება კითხვა – ახლო მომავალში ხომ არ წარმოჩინდება საქართველოს სანავსადგურე ინფრასტრუქტურის კავშირებადობის მაჩვენებელი შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის შემზღუდავ ფაქტორად?

შავი ზღვის აუზის და რეგიონის სხვა ქვეყნებში  განახლებული მონაცემებით  შემდეგ ადგილებზე იმყოფებიან:


თურქეთი – 17-ე, რუსეთი – 32-ე, ლიტვა – 60-ე, ირანი – 85-ე, რუმინეთი – 89-ე, ლატვია – 93-ე, საქართველო – 114-ე, ბულგარეთი – 124-ე, უკრაინა – 144-ე (ომამდე 61-ე).

Liner Shipping Connectivity Index – LSCI ინდექსის მიხედვით ლიდერობს ჩინეთი, მეორე ადგილზეა სამხრეთ კორეა, მესამეზე – სინგაპური, მეოთხეზე შეერთებული შტატები, მეხუთეზე – მალაიზია.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

თურქეთი და ყაზახეთი საავტომობილო სატრანზიტო ნებართვების გაუქმებაზე და თურქეთის ნავსადგურებში ყაზახი გადამზიდველების თავისუფალ წვდომაზე შეთანხმდნენ

Next Post

ყაზახეთი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობას ავითარებს, ევროპაში სარკინიგზო თვლების მიწოდებას შუა დერეფნით გეგმავს

Related Posts

უზბეკეთი CASCA + ის დერეფნით, ფოთიდან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვებს აფართოებს

საქართველოზე გამავალი დერეფნით ცენტრალური აზიაში ჩასახული ახალი ტვირთნაკადების მოზიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას წარმოადგენს. პარალელურად, ქვეყნის სატრანზიტო პოლიტიკა…
მეტის ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის ძირითადი მიზეზი – ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI ნაკლებობაა

როდესაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი მიზეზებზე, თუ რომელი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები განსაზღვრავს, დერეფნის საქართველოს…
მეტის ნახვა

ქვეყნის  ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას მსხვილი ინვესტიციების დეფიციტი  აბრკოლებს  

მსოფლიო ბანკის 2023 წლის კვლევის თანახმად, ლოგისტიკის ინდექსში გაერთანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი  ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს  138 სახელმწიფოს…
მეტის ნახვა