ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ საწარმოების გახსნაში – შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა

ევროკავშირი ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვებასა და იქ ერთობლივი საწარმოების გახსნაში 12 მლრდ ევროს ჩადებას გეგმავს. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი “ბიზნესპრესნიუსთან” ამბობს, შედეგად, შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა. თუმცა, იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატური სარგებელი მიიღოს, აუცილებელია, პროცესებში სრულფასოვნად ჩაერთოს და ამასთან, ტვირთებს შესაბამისი ინფრასტრუქტურა დაახვედროს.

იქვე, პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ქართული მხარე არ იყო წარმოდგენილი, რაც მისი შეფასებით, პოლიტიკური შინაარსის მატარებელია. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი ამბობს, ამ გზით ევროკავშირმა საქართველოს ახლანდელი პოლიტიკა შეახსენა და თან მოუწოდა, რომ 12 მილიარდიან პროექტში ჩაერთოს.

“ძალიან ბევრი არგუმენტი არსებობს საიმისო, რომ საქართველომ შუა დერეფანში საკუთარი როლი უნდა გაზარდოს. პირველი, რაც ხაზგასასმელია, ახლახან, აპრილის დასაწყისში ევროკომისიის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი შეხვედრა შედგა ტაშკენტში, სადაც ეპოქალური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, ის 12 მლრდ ევროს დებს ცენტრალური აზიის ქვეყნებში წიაღისეულის მოპოვების და იქ ერთობლივი საწარმოების გახსნის მიმართულებით. ამ ყველაფრის დაგვირგვინებაა მათი მოპოვებული და გადამუშავებული ნედლეულის შუა დერეფნით ტრანსპორტირება. ანუ შუა დერეფანზე ახალი ტვირთები წამოვა. სამწუხაროდ, აქ საქართველოს როლზე არ ყოფილა ყურადღება გამახვილებული, მხოლოდ ხუთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი შეხვდა, მაგრამ პარადოქსია, საქართველოს გარეშე შუა დერეფანზე ტრანსპორტირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

ჩემი ვარაუდით, ეს უფრო პოლიტიკურ ინსცენირებას უკავშირდება, ევროკავშირი ჩვენი არდაძახებით ძალიან შეფარულად გვეუბნება, რომ თქვენი დღევანდელი პოლიტიკა, ევროკავშირის ზურგის შექცევით არის ნაკარნახევი, ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენს 12- მილიარდიან პროექტში მოდით და ჩაერთეთ. გარკვეულწილად, ასეთი ქმედებით შანსი მოგვცეს, რომ ჩვენც სრულფასოვანი მონაწილეობა მივიღოთ.

აქ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან იმ საწარმოების, რომელიც ცენტრალურ აზიაში აშენდება, ადეკვატური ინფრასტრუქტურა განვითარდეს. ყველა სახის ტვირთს, თავისი სპეციფიკური ინფრასტრუქტურა სჭირდება მაგალითად პორტში, ეს იქნება ხორბალი, მეტალი თუ სასუქები. ამიტომ ამ საწარმოების შესაბამისი სინქრონიზაცია უნდა მოხდეს ჩვენთანაც.

ამისთვის კი, მე ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამ პროცესში სრულფასოვნად ჩავერთოთ ”, – ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.

www.bpn.ge

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საზღვაო კონტეინერების წარმოების მსოფლიო ტენდენციები

Next Post

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” ის შეფასებით საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა რეგიონში ერთ – ერთ დაბალ ნიშნულზეა

Related Posts

ბაქო – გიუმრი – ყარსის რკინიგზის ამოქმედებით შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი ტვირთების დაკარგვის საფრთხის  ქვეშ აღმოჩნდება

15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი,  გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის…
მეტის ნახვა

ბაქო –  სუფსის მილსადენის ამოქმედების ახალი პერსპექტივები

ევროპულ ბაზრებზე ყაზახურ ნავთობზე მოთხოვნის ზრდა სულ უფრო აქტუალურს ხდის ამჟამად უმოქმედო ბაქო – სუფსის მილსადენის ხელახალი გადატვირთვის…
მეტის ნახვა

რუსეთის ნავსადგურებში ტვირთბრუნვის შენარჩუნება, აზიის მიმართულებით ტვირთების გადართვითაა განპირობებული

რუსეთის საზღვაო აუზების ტვირთბრუნვის 2025 წლის ანალიზიდან ირკვევა, რომ მკაცრი სანქციების პირობებში, რუსეთმა ეტაპობრივად შეძლო გადაერთო საკუთარი ნავსადგურების…
მეტის ნახვა