ვოლგა – დონის სამდინარო არხით გადაზიდვების 40 % იანი ვარდნა საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი ტვირთების გადმორთვის პერსპექტივას უჩენს

ვოლგა – დონის სამდინარო არხი შუა დერეფნის ერთერთ მნიშვნელოვან და მძლავრ კონკურენტ მარშრუტს წარმოადგენს.

საომარი დაპირისპირების პირობებში, ცენტრალური აზიის  ტვირთების ევროპულ ბაზრებზე უსაფრთო მიწოდების ბლოკირებამ –  შუა დერეფანს ვოლგა დონის სამდინარო  არხიდან ტვირთების  გადმორთვის დამატებითი პერსპექტივა გაუჩინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვოლგა დონის არხის ნავიგაციის პერიოდი მარტიდანნოემბრამდე –  200 დღე გრძელდება, ზამთრის პერიოდში, ნავიგაციის შეწყვეტის შემდგომ, ცენტრალური აზიის ტვირთებს შუა დერეფნის მარშრუტით გადაიზიდვების გადმორთვის პერსექტივა უჩნდებათ.  

შუა დერეფნის სტრატეგიულ ამოცანას, ვოლგა – დონის სამდინარო არხის მარშრუტიდან, ნავიგაციის პირობებში დამატებითი ტვირთების, მათ შორის თურქმენული ნავთობპროდუქტების გადმორთვა წარმოადგენს.

ვოლგა დონის სამდინარო არხით ტვირთების გადაზიდვა 2025 წლის პირველ ნახევარში 40% ით შემცირდა და 2.46 მილიონ ტონას მიაღწია. 31 % ით შემცირებულია არხით შლუზების ჩაკეტვის  რაოდენობა.

ვოლგა – დონის არხით გადაზიდვების ასეთი მკვეთრი ვარდნა, ქმნის წინაპირობას, რომ ნავიგაციის პერიოდშიც შუა დერეფანმა, ცენტრალური აზიიდან მოიზიდოს დამატებითი ტვირთები.

ვოლგა – დონის სამდინარო არხის  საპროექტო გამტარუნარიანობა, ნავიგაციის 200 დღის ხანგრძლივობის განმავლობაში 10.9 მლნ ტონას შეადგენს. ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო 2024 წელს ნავიგაცია 259 დღე გაგრძელდა.

საომარი დაპირისპირების შედეგად, რესეთის დროშით მცურავი გემები, აზოვის ზღვის არეალში უსაფრთხო ნაოსნობის საშიშროების წინაშე აღმოჩნდენ.

ყოველწლიურად 200 მდე კომპანიის გემი მოძრაობს სამდინარო არხის წყალსატევებში, რომელთაგან ყველაზე მეტი რუსეთის სანაოსნო კომპანიების АО «СК «Волжское пароходство» და ООО «Прайм Шиппинг» ის კუთვნილებაა.

2025 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ვოლგა-დონის სამდინარო აუზში 2 225 გემმა გაიარა, 14 750 ჯერ განხორციელდა შლუზების ჩაკეტვა. არხით 2.46 მლნ ტონა ტვირთი, მათ შორის 1.05 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები იქნა გადაზიდული.

2024 წლის პირველ ნახევარში ვოლგა – დონის არხით 3 080  გემმა გაიარა – 21 500 ათასზე მეტი შლუზების ჩაკეტვა განხორციელდა.   4.14 მლნ ტონა ტვირთი, მათ შორის 1.61 მლნ ტონა ნავთობპროდუქტები იქნა გადაზიდული.

საანგარიშო პერიოდში ვოლგა – დონის არხით ტვირთების გადაზიდვა 40 % ით შემცირდა.

ანალიზით დასტურდება, რომ შუა დერეფანს, უშუალოდ ნავიგაციის პერიოდშიც, იგულისხმება მარტი – ნოემბერი, შეუძლია მძაფრი კონკურენცია გაუწიოს ვოლგა – დონის სამდინარო არხს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ყველანაირად ცდილობს არხის გამტარუნარიანობის გაზრდას, გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს მაღალი ტონაჟის ტანკერების გატარება, რაც აქვეითებს არხით სარგებლობის მიმზიდველობას და კონკურენტუნარიანობას.

ვოლგა – დონის სამდინარო არხის სიგრძე 101 კილომეტრია, აშენებულია 96 ჰიდრავლიკური ნაგებობა, მათ შორის 13 ჩამკეტი შლუზი, 3 სატუმბი სადგური, 2 საავარიო – სარემონტო ჩამკეტი, 22 არხი, 20 კაშხალი და დამხმარე ჯებირები და სხვა.

ვოლგა –  დონის არხი მდინარეზე დონზე მდებარე ციმლიანსკის წყალსაცავზე  დამონტაჟებული 3 სატუმბი სადგურის გამოყენებით ივსება.

ვოლგა – დონის არში გემებს უხდებათ რთული სანაოსნო პროცედურის გავლა, პირველ რიგში შლუზების ეტაპობრივად შევსების საფუძველზე, მდინარე  ვოლგიდან ადიან მდინარე დონზე და შემდეგ ეშვებიან აზოვის ზღვის მიმართულებით, ეს ყოველივე აძვირებს და ართულებს გადაზიდვების ლოგისტიკას.

მდინარე ვოლგიდან  მდინარე დონისკენ მიმავალი გემები ადიან ვოლგის კასკადზე, რომელიც შედგება 9 ერთკამერიანი, ერძაფიანი ჩამკეტებისგან, შემდეგ კი დონის კასკადზე 4 მსგავსი ჩამკეტის გავლით ეშვებიან ციმლიანსკის წყალსაცავის დონემდე.

ბოლო წლებში, ვოლგა – დონის არხის ორივე მიმართულებით ტვირთების გატარება  6:1 თანაფარდობით ხორციელდება, ძირითადად მდინარე ვოლგიდან მდინარე დონის მიმართულებით დიდი ტევადობის გემების რაოდენობის ზრდის საშუალებით.

არხის პერსონალის პრიორიტეტულ ამოცანას – სამდინარო არხზე უსაფრთხო ნავიგაციის და ჰიდრავლიკური ნაგებობების საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, რუსეთის საზღვაო წყლებში ჩაიძირა 5 000 ტონა მაზუთით დატვირთული, 50 წელს გადაცილებული ტანკერი, რაც უარყოფითად აისახა, სანაოსნო კომპანიის იმიჯზე, რუსეთი ცდილობს  ვოლგა დონის არხით ნავთობნაკადის დაბრუნებას, რისთვისაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს დებს არხის, როგორც ტექნიკური პარამეტრების და გამტარუნარიანობის ასევე სამდინარო ფლოტის  გასაუმჯობესებლად.დასკვნის სახით – ვოლგა – დონის სამდინარო არხით გადაზიდვების 40 % იანი შემცირება, ნათლად მიუთითებს, შუა დერეფნის პერსპექტივას, ვოლგა – დონის სამდინარო არხის მარშრუტიდან, ნავიგაციის პირობებშიც უზრუნველყოს დამატებითი ტვირთების, მათ შორის თურქმენული ნავთობპროდუქტების გადმორთვა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ათასობით „მიტოვებული“ ვაგონი, გადაზიდვების რეკორდული ვარდნა, ლოკომოტივების დეფიციტი, ცხრაჯერ შემცირებული წმინდა მოგება –   რა გავლენა იქონია ომმა  რუსეთის ყველაზე დიდ სახელმწიფო კომპანიაზე – რუსეთის რკინიგზაზე

Next Post

ქვეყნის საზღვრებზე და საავტომობილო მაგისტრალებზე დაუსრულებელი რიგები და გაუსაძლისი პირობები ქართველ მძღოლებს უცხოეთში სამუშაოს ძებნისკენ უბიძგებს

Related Posts

მძღოლის ხელფასი – ევროპასა და  საქართველოში

ევროპის ქვეყნებში ეკონომიკური განვითარების,  ცხოვრების დონის და გადასახადო პოლიტიკის განსხვავების გამო საქართველოსთან შედარებით   სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების შრომის ანაზღაურება…
მეტის ნახვა

„თბილისი დრაი პორტი“ – ნავსადგურებში დამუშავებული საკონტეინერო ნაკადის ბლოკმატარებლებით გადაზიდვების სტაბილურ ზრდას უზრუნველყოფს

ნებისმიერი სატრანსპორტო დერეფნის გამართული ფუნქციონირება ნავსადგურებში დამუშავებული კონტეინერების საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით ოპტიმალურ გადანაწილებაზეა დამოკიდებული. უფრო თვალნათელი რომ…
მეტის ნახვა

რამდენს შეადგენს თურქეთის სრუტეებით სარგებლობის გადასახადი 

ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით წელიწადში  საშუალოდ 42 000 მცირე თუ დიდი გემი სარგებლობს, სამჯერ აღემატება სუეცის და ოთხჯერ…
მეტის ნახვა