დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტების  გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე  (ნაწილი II)

ხუთი მიმართულება იკვეთება:

ქვეყნის მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევა;

დონორი ორგანიზაციების მხრიდან შემდგომი პროექტების დაფინანსების სტრატეგიის ცვლილება;

ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრეების განვითარების შეფერხება;

სამშენებლო ღირებულების ზრდა

ეკომომიკური ზრდის ტემპის შენელება;

ქვეყნის მდგრადი განვითარების სინქრონიზაციის დარღვევა  –  ამა თუ იმ მინისტრთა კაბინეტის მიერ სამშენებლო სამუშაოების   დასრულების დაანონსებულ ვადებში –   ნათლად ჩანს, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, რაც საბოლოოდ იწვევდა, ერთიანი მაგისტრალის პროექტის განხორციელებაში სინქრონიზაციის დარღვევას, რაც გამოიხატება იმაში, რომ მინისტრთა ერთი კაბინეტის მეორე კაბინეტით ჩანაცვლების შედეგად, წინა კაბინეტის   მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელების ვადებზე მიღებული გადაწყვეტილებები,  ხშირ შემთხვევებში უგულებელყოფილი და დარღვეული იყო, რაც უარყოფითად აისახებოდა  – ქვეყნის მდგრად განვითარებაზე.

დონორი ორგანიზაციების მხრიდან შემდგომი პროექტების დაფინანსების სტრატეგიის ცვლილება – თანხების დაბალი ათვისების გამო, დროში გაწელილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები, დონორების მხრიდან იწვევს – სესხის პროცენტის გაზრდას და ქვეყნისთვის გამოყოფილი სხვა  პროექტებისათვის დაფინანსების მოცულობის ეტაპობრივად შემცირებას. თბილისი – წითელი ხიდის საავტომობილო გზის მშენებლობაზე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ გამოუოფილი 463 მლნ ლარიდან, ბოლო 5 წლის განმავლობაში  ათვისებულია  მხოლოდ  – 12 მლნ ლარი –  3%;

ქვეყნის სამრეწველო სიმძლავრეების განვითარების შეფერხება – დაუსრულებელი და დროში გაჭიანურებული საგზაო  პროექტები, მუდმივად  მოლოდინის რეჟიმში ამყოფებს ადგილობრივ და უცხოურ ინვესტორებს, რომლებიც  სათანადო საავტომობილო გზების არ ქონის და შედეგად, ინვესტიციების დაბალი ფინანსური უკუგების გამო, თავს იკავებენ  საგზაო ინფრასტრუქტურის მომიჯნავედ, სამრეწველო და ლოგისტიკური სასაწყობე / სამაცივრე  საწარმოების განსავითარებლად; 

სამშენებლო ღირებულების ზრდა – დროში გადავადებული სამშენებლო პროექტები, იწვევს მშენებლობის ღირებულების ზრდას.  2018 წელს პრემიერ  გ. კვირიკაშვილის მიერ   დაანონსებული, კახეთის რეგიონში გზების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება ერთ მილიარდ ლარს შეადგენდა. 2022 წლისათვის – იმავე კახეთის გზების რეაბილიტაციისათვის 2 მილიარდი ლარი დასახელდა.  ანლოგიური მდგომარეობაა სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთზე სადაც 2013 წელს  თავდაპირველად ბიუჯეტით  237 მლნ ლარი იყო განსაზღვრული, 2023 წელს 3.8 ჯერ გაიზარდა და 903 მლნ ლარი შეადგინა; 

ეკომომიკური ზრდის ტემპის შენელება – სავარაუდო ემპირიული გათვლებით – დაანონსებული და განუხორციელებელი  ინფრასტრუქტურული პროექტები,    ქვეყნის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპს –  1.0 –  1.5  % ით ანელებს;

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული საგზაო პროექტების  გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე  (ნაწილი I)

Next Post

უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

Related Posts

შუა დერეფნის ყაზახეთის სარკინიგზო ქსელზე ორიარუსიანი საკონტეინერო გადაზიდვების ტესტირებამ  წარმატებით გაიარა

შუა დერეფნით სარკინიგზო გადაზიდვების ზრდა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დერეფნის გასწვრივ ახალი თანამდროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე. სულ ახლახანსყაზახეთის რკინიგზის შვილობილმა კომპანია…
მეტის ნახვა

ესაჭიროება თუ არა კახეთის რეგიონს რკინიგზის აღდგენა?

კახეთის სარკინიგზო განშტოების აღდგენის და ამოქმედების ერთ-ერთი გამოსავალი ევროპაში ფართოდ აპრობირებული საკონცესიო შეთანხმების მოდელის დანერგვაა, რომლის საფუძველზეც, განშტოებით…
მეტის ნახვა

რა საფრთხეებს შეიცავს ევროპულ  სივრცეში განლაგებული ჩინეთის ნავსადგურები

ჩინეთს მსოფლიოს  50 სახელმწიფოში 100 ზე მეტ მსხვილ ნავსადგურზე  გააჩნია ფინანსური ზეგავლენა, აკონტროლებს ყველა, ძირითად საზღვაო / საკონტეინერო…
მეტის ნახვა