ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის ახალი მოდიფიკაციის საკონტეინერო გემები კასპიის ზღვის არეალის ყველაზე მინიმალური დაღრმავების ნავმისადგომებისთვისაა განკუთვნილი

ახლახანს ბაქოს გემთმშენებელი ქარხანა AD Ports Group-თან გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში ორი კონტეინერმზიდი გემის მშენებლობას შეუდგა.

2025 წლის სექტემბერში ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის (Baku Shipyard) სახელით, აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების ჰოლდინგსა (AZCON Holding) და ემირატების Abu Dhabi Ports Company-ს (AD Ports Group) შორის ხელი მოეწერა კასპიის ზღვაზე სატრანსპორტო დაკავშირებულობის გაუმჯობესების მიზნით ორი – 780 TEU ტევადობის კონტეინერმზიდი გემის წარმოებისა და შემდგომ შესყიდვის შესახებ შეთანხმებას.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის გამართვიდან ოთხ თვეში ბაქოს გემთმშენებელი ქარხანა AD Ports Group-ის H 128 და H 129 დაკვეთით კონტეინერმზიდი გემების მშენებლობას შეუდგა.
აზერბაიჯანის მიერ კასპიის ზღვაზე კონტეინერმზიდი გემების დამატება შუა დერეფნის, როგორც „ვიწრო“ადგილის, დებლოკირებისკენ, ასევე ადგილობრივი სამრეწველო სიმძლავრეების – გემთსაშენი ქარხნის სრული დატვირთვით ამოქმედებისკენაა მიმართული.

აღნიშნული კონტრაქტი ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის მიერ პირველ საერთაშორისო დაკვეთას წარმოადგენს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი.

კონტეინერმზიდი გემები დაპროექტებულია იმ ტექნიკური პარამეტრების გათვალისწინებით, რათა გემები კასპიის ზღვაში მაქსიმალურად ეფექტიანად იქნეს გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ საკონტეინერო გემების დიზაინი შემუშავებულია იმ სპეციფიკაციით, რომ გემზე კონტეინერების ტევადობა 780 ერთეულ TEU-მდე გაიზარდოს, რაც კასპიის ზღვის არსებული მახასიათებლების გათვალისწინებით მაქსიმალურს წარმოადგენს.

დამტკიცებული ტექნიკური სპეციფიკაციების თანახმად, თითოეული გემის საერთო სიგრძე – 149.5 მ, სიგანე – 21 მ, გვერდითი სიმაღლე – 8.6 მ, ხოლო სიღრმე – 4.5 მ იქნება.

აზერბაიჯანის ოფიციალური ინფორმაციით, გაზრდილი ტევადობის საკონტეინერო გემების ექსპლუატაციაში გაშვება კასპიის რეგიონის ძირითად სავაჭრო კვანძებს შორის სატრანსპორტო კავშირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად არის განპირობებული.

გემებისთვის განკუთვნილი ლითონის კონსტრუქციების ჭრის ოფიციალური ცერემონიის ფოტომასალა აზერბაიჯანის მედიაში ახლახანს გავრცელდა, რითაც საკონტეინერო გემების მშენებლობის პროცესის ოფიციალური დაწყება აღინიშნა.

აქტაუ – ბაქო – აქტაუს მიმართულებით კონტეინერმზიდი გემების ტევადობა 350 ერთეულ TEU-ს შეადგენს. კასპიის ზღვის სიმაღლის ინტენსიური ვარდნის პირობებში, სადღეისოდ, საკონტეინერო გემს 280 ერთეულ TEU-ზე მეტი დატვირთვის შესაძლებლობა არ აქვს.

შემცირებული დატვირთვის პირობებში იზრდება ლოგისტიკის ხარჯები, რითაც საზღვაო ხაზების ეკონომიკური ეფექტიანობა მცირდება.

კასპიის ზღვის შესაბამისი გაზომვებით, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის დეკემბრამდე პერიოდში ზღვის დონის ვარდნამ ორმოცდაათი სანტიმეტრი შეადგინა.

2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, კასპიის ზღვის წყლის დონე 2100 წლისთვის შესაძლოა კიდევ 8 – 30 მეტრით დაეცეს.
2008 წლის მონაცემებით, კასპიის ზღვის ყაზახური სექტორის წყლის ზედაპირის ფართობი 114 კვადრატული კილომეტრი იყო, ხოლო 2023 წელს – მხოლოდ 106 კვადრატული კილომეტრი შეადგინა.

სწორედ ამ ფაქტორებითაა განპირობებული ახალი საკონტეინერო გემების დიზაინის შერჩევა, რათა გემის საფუძვლის ბრტყელი ზედაპირის დიზაინის გამო,  მაქსიმალურად გაზრდილი საკონტეინერო გემების ტევადობის შემთხვევაში, მისი ჯდომადობა 4.5 მეტრი – კასპიის არეალში ყველაზე მინიმალური დაღრმავების ნავმისადგომებისათვის იყოს მისადაგებული.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

რუსეთი სომხეთში მარცვლეულის ექსპორტისთვის აზერბაიჯანის სარკინიგზო მარშრუტს ანიჭებს უპირატესობას – ხომ არ დაკარგავს საქართველო სომხეთის სატრანზიტო ტვირთნაკადს?

Next Post

Logistics Expo 2026 – ის სადისკუსიო პანელზე – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე არსებულ გამოწვევებზე გააკეთა აქცენტები

Related Posts

სტუ-ს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი – სარკინიგზო დარგის განვითარებისკენაა მიმართული

ცნობილია, რომ ახლო მომავალში სატრანსპორტო სფეროში საკადრო პრობლემა სულ უფრო დიდ აქტუალობას შეიძენს, ამასთან სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ…
მეტის ნახვა

როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი პირველი)

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება აშშ-ის დღის წესრიგის მთავარი საკითხია და ცენტრალური აზია ამ მხრივ უკიდურესად…
მეტის ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის ძირითადი მიზეზი – ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI ნაკლებობაა

როდესაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი მიზეზებზე, თუ რომელი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები განსაზღვრავს, დერეფნის საქართველოს…
მეტის ნახვა