ირანის მიერ მეზობელ ქვეყნებთან საზღვრების ჩაკეტვამ ტვირთნაკადების შუა დერეფნით გადმორთვა და კასპიის ზღვაზე საბორნე გადაზიდვების პარალიზება გამოიწვია

სულ ახლახან ჩვენი გვერდი უზბეკეთის მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, კერძოდ, ირანის ტერიტორიაზე ლოგისტიკური ხარჯების გაზრდის გამო, საკუთარი საექსპორტო პროდუქციისთვის ალტერნატიული მარშრუტებით, მათ შორის, შუა დერეფნით და მისი ტრასეკას განშტოებით ტრანსპორტირების შესახებ იტყობინებოდა.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივების კვალდაკვალ, მას შემდეგ, რაც ირანმა მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტა, დამატებითმა პრობლემამ იჩინა თავი, კერძოდ, კასპიის ზღვაზე ალიათ (აზერბაიჯანი) – თურქმენბაშის (თურქმენბაში) – საბორნე მარშრუტზე – თურქეთიდან და ევროპიდან, ცენტრალური აზიის რეგიონებში პროდუქციის მიწოდებისას შუა დერეფანი ერთადერთ ხელმისაწვდომ მარშრუტად გადაიქცა.

თუ საომარ კონფლიქტამდე სატვირთო ავტოტრანსპორტი დაუბრკოლებლად თურქეთი – ირანი – თურქმენეთის ე.წ. სამხრეთის დერეფნით მოძრაობდა, სადღეისოდ გადაზიდვებმა შუა დერეფნისკენ და მის ტრასეკას განშტოებისკენ გადმოინაცვლა.
წინასწარი ინფორმაციით, ბაქოს სიახლოვეს ალიათის ნავსადგურის სატვირთო ავტოტრანსპორტის სადგომზე, ალიათი – თურქმენბაშის ბორნის მოლოდინში, თურქეთიდან და ევროპიდან წამოსული 3 500 – 4 000 ერთეული ე.წ. ტრაილერია თავმოყრილი. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ნავსადგურთან მისასვლელ გზებზე სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა ყოველდღიურად ემატება.

ალიათი – თურქმენბაშის საბორნე მარშრუტზე ცალ მხარეს ტრანსპორტირების ხანგრძლივობა 12 საათს შეადგენს, დღეში სამი საავტომობილო და ორი სარკინიგზო ბორანი მოძრაობს, რომლებსაც კასპიის ზღვაზე დღეღამეში ჯამურად 100 – 120 სატვირთო მანქანის გადაყვანა შეუძლიათ.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო  პერიოდში ალიათი – თურქმენბაშის საბორნე გემების, ზღვის დონის ვარდნის გამო სრულად გამოყენება ვერ ხერხდება, შედეგად ერთ ბორანზე, რომელზე ერთჯერადი დატვირთვისას 56 ერთეული სატვირთოს მიღება შეუძლია, რეალურად 40 – 45 ერთეულით იტვირთება.

ფაქტიურად ნავმისადგომთან არასაკმარისი დაღრმავების გამო საბორნე გემები – 75 % ითაა დატვირთული, რაც აძვირებს საბორნე ხაზის მიმზიდველობას და აქვეითებს დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მიუხედავად ამისა, შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, საავტომობილო გადამზიდველები რძელ და ძვირადღირებულ შუა დერეფნის მარშრუტს ირჩევენ.

მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში, შუა დერეფნით დამატებითი საავტომობილო ნაკადის გადმორთვის პროცესი მიმდინარეობს, ალიათის ნავსადგურში ყოველდღიურად 300 – 400-მდე სატვირთო შემოდის. შედეგად წარმოქმნილი დისბალანსის გამო ალიათის წინა საბორნე პარკში სატვირთოების საცობია შექმნილი.

ახალი რეალობის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ალიათსა და თურქმენბაშს შორის ბორნები ყოველდღიურად მოძრაობენ, გაზრდილი ნაკადის მიღებისა და გატარებისთვის შუა დერეფნის კასპიის ზღვის საბორნე მარშრუტი მზად არ აღმოჩნდა გაზრდილი ტვირთნაკადების მისაღებად.

მოკლე ვადაში, ირანზე გამავალი სამხრეთ დერეფნის ნაცვლად, კასპიის ზღვაზე მყისეურად გაზრდილი ტვირთნაკადი უარყოფითად იმოქმედებს, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოდან შუა აზიაში ექსპორტირებულ მათ შოორის ბორჯომისა და ღვინის გადაზიდვების ვადებზე და ლოგისტიკურ ხარჯებზე.

ტაჯიკეთის მიმართულებით სარკინიგზო გადაზიდვების პირობებში, უშუალოდ თურქმენეთის რკინიგზაზე ქართველ გადამზიდველს დამატებითი წინაღობა ხვდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტაჯიკეთში ვაგონის დროულად ვერ დაცლის მოტივით, უზბეკეთი  ბლოკავს ვაგონების გადაყვანას ტაჯიკეთში.

ალიათის ნავსადგურიდან ცენტრალურ აზიაში ქართული პროდუქციის გადაზიდვების ისედაც გართულებული პროცედურები, რომელიც რიგ შემთხვევაში 2 – დან 2.5 თვეს იკავებდა, დიდი ალბათობით გაიზრდება

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საქართველოს რკინიგზის სტრატეგიული განვითარების გრძელვადიანი ხედვის შემუშავება სამეთვალყურეო საბჭოს უმთავრეს ამოცანას უნდა წარმოადგენდეს

Related Posts

ევროკავშირის მიერ პოლონეთის სახმელეთო საზღვრის დაკეტვის შემთხვევაში, შეძლებს შუა დერეფანი გაზრდილი ტვირთნაკადის გატარებას?  

ევროკავშირის მიერ პოლონეთის სახმელეთო საზღვრის ცალმხრივად დაკეტვამ – დამატებითი მძლავრი ბიძგი მისცა, ტვირთნაკადების ახალი დერეფნებით გადანაწილების პროცესის დაჩქარებას.…
მეტის ნახვა

რუსეთის არეალის ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების დინამიკა

საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის განსაზღვრის მიზნით, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების ინფრასტრუქტურის, კერძოდ, კონკურენტ ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების…
მეტის ნახვა

ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი საკუთარ ფლოტს ადგილობრივ გემთსაშენებში  წარმოებული  გემებით ავსებენ, საქართველოში გემთსაშენი საწარმოს შექმნა ჯერ კიდევ  დაპირებად რჩება

კასპიის ზღვაზე სხვადასხვა ტიპის მცირე წყალწყვის გემების დეფიციტი ზღუდავს სატრანსპორტო  დერეფნის გამტარუნარიანობას. ამ სტრატეგიული ამოცანის გადასაწყვეტად კასპიის ზღვის…
მეტის ნახვა