შუა დერეფანში საქართველოს სტრატეგიული როლის წარმოსაჩენად, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები ამა თუ იმ საერთაშორისო ფორუმებზე ხშირად საქართველოს მსოფლიო გლობალურ ბაზრებთან დაკავშირებადობაზე და მის პოზიციონირებაზე ამახვილებენ ყურადღებას.
რას ნიშნავს დაკავშირებადობა? არსებობს ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის რაიმე სახის დაკავშირებადობის გაზომვის ინდექსი და თუ არსებობს, როგორ პოზიციონირებს საქართველო დაკავშირებადობის კომპონენტით მსოფლიო გლობალურ განზომილებებში?
სატრანსპორტო სფეროში – ქვეყნის მსოფლიო გლობალურ სივრცეში დაკავშირებადობის გაზომვის ერთადერთი ინდექსი არსებობს, რომელიც United Nations Conference on Trade and Development (UNCTAD)-ის მიერაა შემუშავებული და Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ინდექსის სახელითაა ცნობილი.
ინდექსი საზღვაო სფეროს მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომლითაც ფასდება ამა თუ იმ ქვეყნის საზღვაო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ქსელებში ინტეგრირების დონე და მისი ნავსადგურების გლობალურ საკონტეინერო გადაზიდვებში დაკავშირებადობის ადგილი.
საქართველო დაკავშირებადობის ინდექსის Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ის 2026 წლის აპრილის განახლებული მონაცემის მიხედვით, მსოფლიოში 119-ე საფეხურზე პოზიციონირებს, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა და მისი სანავსადგურე ინფრასტრუქტურა ჯერ კიდევ შორსაა რეგიონულ საზღვაო ჰაბად ჩამოყალიბებასთან, ამ კომპონენტით მნიშვნელოვნად ჩამორჩება შავი ზღვის არეალის თურქეთის, რუსეთის და რუმინეთის ნავსადგურებს.

წყარო: https://unctadstat.unctad.org/datacentre/dataviewer/US.LSCI
Liner Shipping Connectivity Index (LSCI) ინდექსი ქვეყნის საერთაშორისო საზღვაო საკონტეინერო ქსელებში ჩართულობას ასახავს. ინდექსი ეფუძნება რამდენიმე ძირითად კომპონენტს:
• ქვეყნის ნავსადგურებში საკონტეინერო გემების მოძრაობის რეგულარულობას;
• ქვეყნის ნავსადგურებში შემავალი უდიდესი საკონტეინერო გემის პარამეტრებს;
• გლობალურ საკონტეინერო ქსელებთან პირდაპირი კავშირების რაოდენობას.
ნებისმიერი ქვეყნისთვის LSCI ინდექსის მაღალ პოზიციონირებას განსაზღვრავს გლობალურ ვაჭრობაში საკონტეინერო ხაზებთან პირდაპირი კავშირები და დაბალი ტრანსპორტირების ხარჯები.
LSCI ინდექსი ქვეყნების საზღვაო ლოგისტიკური ეფექტიანობის შეფასებისთვის და სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების განსაზღვრისთვის გამოიყენება.
გაეროს მონაცემებით 2024 – 2025 წლებში საქართველოს დაკავშირებადობის ინდექსის ზრდა შეჩერდა, რისი მიზეზიც ქვეყნის ნავსადგურებში საკონტეინერო ინფრასტრუქტურის შეზღუდულ გამტარუნარიანობასთან ერთად დიდი მოცულობის კონტეინერმზიდების მიღების სირთულე და პირდაპირი საკონტეინერო ხაზების სიმცირე წარმოადგენს.
საქართველოს 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ნიშნავს, რომ ქვეყანა ჯერ კიდევ შორსაა რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბებასთან – უმთავრესი პრობლემა არა ტვირთის ნაკლებობასთან ერთად, საზღვაო დაკავშირებადობის აუცილებელი სერვისების დონის ჩამორჩენილობაა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ სადღეისოდ ნავსადგურების დაკავშირებადობის კუთხით 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ნიშნავს, რომ ქვეყანამ უკვე ამოწურა არსებული ნავსადგურების ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის შესაძლებლობები და შემდგომი განვითარება ნავსადგურების გაფართოებაზე და ახალი სერვისების დანერგვაზეა დამოკიდებული.
LSCI ინდექსის რადიკალურად გაუმჯობესებისათვის ქვეყნისთვის აუცილებელია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის არსებობა, რომელიც საშუალებას მისცემს გლობალური საკონტეინერო ხაზების კუთვნილი დიდი ტევადობის კონტეინერმზიდი (Post-Panamax) ტიპის გემების შუალედურ ნავსადგურებში გადატვირთვის გარეშე მიღება-დამუშავებას.
მხოლოდ ანაკლიის ნავსადგურის ამოქმედების პირობებში საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს ტრანზიტული ჰაბი შუა დერეფანში და სრულად ინტეგრირდეს გლობალურ ლოგისტიკურ საკონტეინერო ქსელებში.
Liner Shipping Connectivity Index (LSCI)-ის პოზიციონირების გაუმჯობესებისთვის აუცილებელი იქნება ქვეყნის ნავსადგურებში არსებული საკონტეინერო ნაკადის წლიური 0.8 მლნ TEU-დან 1.5–2.0 მლნ TEU-მდე ზრდა.
დაკავშირებადობის ინდექსის მიხედვით 119-ე საფეხურზე პოზიციონირება ვერ ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად და ვერ ასახავს საზღვაო ამბიციების ქვეყნის შესაძლებლობას.