ბენდარ-აბასის ნავსადგურის გავლით გადაზიდვების 30-40%-ით ზრდის პირობებში, უზბეკეთი საქართველოზე გამავალ დერეფანს მძლავრ ალტერნატივად განიხილავს

ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის ესკალაციის ზრდის ფონზე, შუა დერეფნისა და მისი ტრასეკას განშტოების მიმზიდველობა იზრდება, ცენტრალური აზიის ქვეყნები საექსპორტო პროდუქციის გასაღების ახალ ბაზრებსა და ალტერნატიულ დერეფნებს ეძებენ.

ახლო აღმოსავლეთში არასტაბილურმა მდგომარეობამ ირანის ბენდარ-აბასის ნავსადგურის გავლით საქონლის ტრანსპორტირების ღირებულება საშუალოდ 30-40%-ით გაზარდა.
ბენდარ-აბასის ნავსადგურის პარალელურად, ირანის ჩრდილოეთით, კასპიის ზღვაზე განლაგებული ნავსადგურები, მათ შორის ანზალის ნავსადგური, პრევენციის მიზნით დაიხურა.

სახმელეთო დერეფნები, მათ შორის ირან-თურქმენეთის სარკინიგზო სერახსის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ აქტიურია, ვაგონების მიწოდების სირთულის გამო დაბალი დატვირთვით ფუნქციონირებს.

უსაფრთხოების გამო, უზბეკეთი იძულებულია ტვირთნაკადები შედარებით რთულ და გრძელ მარშრუტებზე გადაამისამართოს.

ლოგისტიკური ხარჯების გაზრდის გამო, უზბეკეთის ხელისუფლება საკუთარი საექსპორტო პროდუქციისთვის ალტერნატიული მარშრუტებით ტრანსპორტირებას განიხილავს.
ერთ-ერთ ალტერნატიულ მარშრუტად თურქმენეთის გავლით საქართველოს ნავსადგურებიდან ევროპის ბაზრებზე ტრანსპორტირება სახელდება.

ჯერ კიდევ ერთი თვის წინ უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტრომ პრობლემური ქვეყნების გვერდის ავლით ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების მარშრუტები დაადგინა. მათ შორის იყო ირანის, ავღანეთისა და პაკისტანის გავლით გამავალი მარშრუტები.

დამატებით, რეგიონში ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აქტიურად განიხილებოდა შუა დერეფნის ერთ-ერთი ალტერნატივა – ტრანსავღანური რკინიგზის დერეფნის განვითარება, რომელსაც ცენტრალური აზიის ქვეყნები, მათ შორის უზბეკეთი, ავღანეთის გავლით პაკისტანთან და ირანთან უნდა დაეკავშირებინა.

თუმცა, სამივე ქვეყნის აქტიურ სამხედრო კონფლიქტებში ერთდროული ჩართულობის გამო, მათ ტერიტორიებზე ტვირთების გადაზიდვა ამჟამად შეჩერებულია.

რაც შეეხება პერსპექტიულ ტრანსავღანურ დერეფანს, მისი პერსპექტივა გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რითაც შუა დერეფნის ერთ-ერთი მძლავრი ალტერნატივის განხორციელება დიდი ხნით გადაიდო.

რაც შეეხება უზბეკეთის ტვირთნაკადებს – 2025 წელს უზბეკეთმა ირანის გავლით 1.2 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდა. ტვირთები ძირითადად თურქეთსა და თურქეთის გავლით ევროპის მიმართულებით გადაიზიდა.

ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების გამო, სწორედ ამ მოცულობის „სამიზნე“ უზბეკური ტვირთის მოზიდვის პერსპექტივა გაუჩნდა საქართველოზე გამავალ სატრანსპორტო დერეფანს.
ასეთ პირობებში აუცილებელია დაჩქარებული ტემპით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მონაკვეთის ექსპლუატაციაში შეყვანა. მიუხედავად საქართველოს მთავრობის მრავალი დაპირებისა, 2017 წელს ოფიციალურად გახსნილი რკინიგზა ჯერ კიდევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და გაზრდილი ტვირთნაკადების მისაღებად მზად არ არის.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

მცირე საავტომობილო კომპანიები გართულებული სანებართვო პირობების გამო საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარზე შეღწევას ვერ ახერხებენ – რა გამოსავალი არსებობს?

Related Posts

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ – უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ დაესწრება თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს

22-23 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის” ფორუმი იმართება. ჩვენი ორგანიზაცია – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“, რომელიც მუდმივად ესწრებოდა და…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე, საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტი დღემდე განუხორციელებელია

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“, გთავაზობთ, შუა დერეფნის საქართველო – აზერბაიჯანის მონაკვეთზე, ინოვაციური – საკონტრეილერო გადაზიდვების პროექტის, დანერგვის შესახებ,…
მეტის ნახვა

ზემო ლარსზე ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ   ელექტრონული დაჯავშნის სისტემა საგზაო მაგისტრალების გადატვირთულობას შეამცირებს

2025 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთ – საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ    ელექტრონულად  დაჯავშნის…
მეტის ნახვა