დემპინგური ფასებით მხოლოდ შუამავლები ე.წ. დისპეჩერები სარგებლობენ – ქართველი საავტომობილო გადამზიდველების პრობლემები

საქართველოს გადაზიდვების ბაზარზე შედარებით მძლავრი სატრანსპორტო კომპანიები კონკურენციაში შედიან მცირე, ერთი მანქანის მფლობელ მძღოლ – გადამზიდველებთან, რის შედეგად მცირე კომპანიები ხშირად დემპინგურ – დაბალი ტარიფებით გადაზიდვებს მიმართავენ.

ასეთ პროცესს მოსდევს ტარიფების შემცირება და ერთიანი გადაზიდვების ბაზრის სრულფასოვანი ჩამოშლა, რითიც ზარალობს გადაზიდვების ბაზრის ყველა მონაწილე.

ხშირ შემთხვევაში ბაზარზე ტარიფები უკონტრლო ხდება, რითიც ნაყოფიერად სარგებლობენ შუამავალი ე.წ დისპეჩერები, რომლებიც შემცირებულ სატარიფო  მარჟას საკუთარი მოგების გასაზრდელად  იყენებენ.

გადაზიდვების ბაზარზე, რიგ სახელმწიფოებში უკვე მოქმედებს  ექსპედიტორების, ე.წ. შუამავლების რეესტრი, რომელშიც რეგისტრაცია ყველა იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომლებიც სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას უზრუნველყოფენ – სავალდებულოა.

ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და ახლო მომავალში მოუწევს ექსპედიტორების სავალდებოლო ელექტრონული რეესტრის საკანონმდებლო დონეზე დანერგვა.

საქართველოს სატრანსპორტო გადაზიდვების ბაზარზე ხშირია შემთხვევები, როდესაც მძღოლი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამა თუ იმ სატრანსპორტო კომპანიაში იყო დასაქმებული, იღებს გადაწყვეტილებას საბანკო სესხით შეიძინოს მეორადი სატრანსპორტო საშუალება, დარეგისტრირდეს მეწარმე სუბიექტად და  დამოუკიდებლად გააგრძელოს გადაზიდვების განხორციელება.

ხშირ შემთხვევებში ასეთი კატეგორიის მძღოლებს არ გააჩნიათ, ბიზნესის წარმართვის გამოცდილება, განსაკუთრებით გაუცნობიერებელნი არიან გადაზიდვების მარშრუტის შერჩევისას  – საექსპლუატაციო პირობების შესაბამისად ხარჯების, გადასახადების და მოგების კალკულაციიაში.

ხშირად მცდარი, ილუზორული, დიდი შემოსავლების მოლოდინში,  ტრაფარეტული ხედვით ებმევიან საერთაშორისო თუ ადგილობრივ გადაზიდვებში.

იმ გაანგარიშებით რომ  წინა სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობის პერიოდში მათ კომპეტენციაში არ შედიოდა  სატრანსპორტო საშუალების მართვის სირთულეები,  სხვადასხვა სახის იურიდიული და სანებართვო  დოკუმენტაციით უზრუნველოფა, პროცესის სიმარტივის გადმოსახედიდან, მძღოლი – გადამზიდავები ვარაუდობენ ბიზნესის დაუბრკოლებლივ დამოუკიდებლად წარმართვაზე.

რეალურად კი პროცესი საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს, მეორადი სატრანსპორტო საშუალების შეძენის შემდგომ, გადაზიდვების დაწყებისთანავე ასეთი მძღოლი – გადამზიდავები ძალაუნებურად ეჯახებიან ფინანსურ პრობლემებს და თავის გადარჩენის მიზნით იწყებენ დენპინგურ გადაზიდვებს.

ყველაფერს ამას ემეტება, ის გარემოება რომ დიდი სატრანსპორტო კომპანიებისგან განსხვავებით მძღოლი – გადამზიდველი კომპანიები, მხოლოდ  საერთაშორიშო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მისაღებად   ფორმალურად იყენებენ მენეჯერის გამოცდილებას, არადა დიდ კომპანიებში მენეჯერის მიზანმიმართულად გამოყენება, ზოგავს სატრანსპორტო საშუალების – ტაქოხრაფის, საშიში ტვირთების და სხვა ტიპის უსაფრთოების  მოთოვნების დარღვევის შედეგად, ხშირ შემთხვევებში მცირე კომპანიისათვის დამახასიათებელ ხარჯებს.

რის შედეგადაც, საერთაშორისო გადაზიდვების შესრულებისას, მძღოლი – გადამზიდველი ტიპის მცირე კომპანიები უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად გაზრდილი საჯარიმო სანქციების გამო ეთიშებიან გადაზიდვებს.

დიდ კომპანიებთან კონკურენტულ ბრძოლაში ასეთი ინდივიდუალური მძღოლი – გადამზიდველები თავიდანვე დემპინგურ დამოკიდებულებში შედიან, ხშირია შემთხვევები როდესაც მათ მიერ შეძენილ მეორად სატრანსპორტო საშუალებას გადაზიდვების საწყის ეტეპზევე, აღმოაჩნდებათ ძრავის და კოლოფის ძვირადღირებული ნაწილების შეცვლის ან შეკეთების აუცილებლობა, ამასთან დიდ კომპანიებისგან განსხვავებით მათი საბრუნავი ფინანსური სახსრების სიმწირიდან გამომდინარე, თანმდევი საბანკო სესხის და მუდმივი ცვეთის ხარჯების გამო თანხმდებიან ნებისმიერ დემპინგურ გადაზიდვებზე.

ასეთ პროცესს მოზდევს ერთიანი გადაზიდვების ბაზრის სრულფასოვანი ჩამოშლა, რითიც ზარალობს ბაზრის ყველა მონაწილე, ხშირ შემთხვევაში ბაზარი უკონტრლო ხდება, რითიც ნაყოფიერად სარგებლობენ შუამავალი არალიცენზირებული კომპანიები ე.წ დისპეჩერები, რომლებიც შემცირებულ  მარჟას საკუთარ მოგების გასაზრდელად  იყენებენ.

სოცილურ ქსელში მძღოლებს შორის ხშირად შეხვდებით მიმოწერისას უცენზურო დამოკიდებულებას – „რა გრჩება ამ ფასში რომ დადიხარ ? ანდაც  ერთ წელიწადში რული და კარობკა შეგრჩება და შენი საქმის შენ იცი“ და ა.შ.

გადაზიდვების ბაზრის დემპინგური ფასებით ფუნქციონირებისას,  დიდ კომპანიებს მეტი შესაძლებლობა გააჩნიათ, თუნდაც აკუმლირებული ფინანსური სახსრების გამო,  გარკვეული პერიოდით დარჩნენ სატრანსპორტო ბაზარზე, რაც შეეხება დამოუკიდებელ ერთი სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარ მძღოლ – გადამზიდავს,  იგი მომენტალურად  ფინანსურ – დეპრესიული კოლაფსის წინაშე დგება და ხშირ შემთხვევაში გამოდის ბაზრიდან.    

ბუნებრივია კონკურენტულ პირობებში, ნებისმიერი მცირე თუ დიდი სატრანსპორტო კომპანია დამოუკიდებელ საფასო პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ მისაღები ტარიფის დასადგენად უნდა განსაზღვროს ოფიციალური თუ არაოფიციალური გადასახადების, საწვავის და სხვა ფინანსური ხარჯების სავარაოდო ოდენობა.

იმისათვის, რომ სატრანსპორტო საშუალების მფლობელი  მძღოლი – გადამზიდავი, კონკრეტული გადაზიდვების შესრულებისას  10 – 15 % მოგებაზე გავიდეს, აუცილებელია მის მიერ გამოთვლილ ხარჯების ოდენობას  30 – 40 % იანი ფასნამატი დაამატოს და ის ტარიფი შესთავაზოს გადაზიდვის ტარიფად.

ასეთი გაანგარიშების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნებისმიერი მუდმივი ხარჯების დაფარვა და გარკვეული თანხის განვითარებისთვის გადადება.

გადაზიდვების ბაზარზე სატარიფო პოლიტიკა მჭიდროთაა დაკავშირებული შუამავლების ე.წ. დესპეჩერების საქმიანობასთან.

გადაზიდვების ბაზარზე დისპეჩერების საქმიანობა, მძღოლების მხრიდან უკმაყოფილებას იწვევს, რადგანაც, გაუმჭირვალე მაღალი – საშუამავლო ტარიფის გარდა, ხშირად, გადაზიდვის პროცესის დასრულების შემდგომ, ე.წ. დისპეჩერების მხრიდან, კუთვნილი გასამრჯელოს მიღება დაგვიანებით ხდება. ბუნებრივია მძღოლები ამ პრობლემის დარეგულირებითაც არიან დაინტერესებული.

კონკურენტული ბაზრის პირობებში, შუამავლების საქმიანობის შეზღუდვა რთულად წარმოსადგენია, გამორიცხულია, რომ გადაზიდვების ბაზრის მონაწილე ნებისმიერი სუბიექტის სატარიფო სფეროში საქმიანობა იქნეს გარედან შეზღუდული.

გადამზიდველი მძღოლების განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ამ სფეროში ერთვებიან გამოუცდელი შუამავლები, რომლებიც საკუთარი საშუამავლო გასამრჯელოს მაქსიმალიზაციის ხარჯზე, აქვეითებენ გადამზიდავის კონკურენტუნარიანობას.

გადამზიდველები აყენებენ საკითხს ასეთი შუამავლების საქმიანობის რეგლამენტირების, მათი საქმიანობის აღიარების (სერთიფიცირების) და იურიდიულ ჩარჩოებში მოქცევის აუცილებლობლობის საკითხს.

სადღეისოდ გადაზიდვების ბაზარზე მრვალადაა  ე.წ. გამოუცდელი დისპეჩერები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალების დაქირავებისას არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ, ტვირთის დაზიანების, დაგვიანებით დანიშნულ ადგილზე ჩატანაზე, ამასთან, მათი მხრიდან, არანაირი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოთხოვნა არ ხდება. გარდა ამისა, მიუხედავად გადამზიდავსა და შუამავალს შორის ხელშეკრულების არსებობისა ხშირია შემთხვევები როდესაც ირღვევა თანხის ანაზღაურების ვადები.

პრობლემის დასარეგულირებლად აუცილებელია შუამავლების იგივე ექსპედიტორების საქმიანობის სახელმწიფო რეესტრის შექმნა, მათი კომპეტენტურობის დადასტურების შემთხვევაში კი გაიცეს სათანადო დოკუმენტი – თუნდაც სერთიფიკატი.

სერთიფიკატის გამცემმა ორგანომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ასეთი გადამზიდავ – ექსპედიტორის პატიოსნებაზე და ბაზარზე ქცევის წესებზე. საწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, უნდა დადგეს საკითხი საქმიანობის შეწყვეტაზე.

სასურველია სერთიფიცირებული გადამზიდავი – ექსპედიტორების, ე.წ. დისპეჩერების, სია აიტვირთოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ვებგვერდზე. ასეთ შემთხვევაში ასეთი სია ნებისმიერი გადამზიდველი კომპანიისათვსის გახდება ტრანსფარენტული.

ნებისმირი დადებითი თუ უარყოფითი კომენტარის არსებობის შემთხვევაში, მძღოლი – გადამზიდავი მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილილებას, ასეთ შუამავალთან გადაზიდვის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით.

გადაზიდვების ბაზარზე, რიგ სახელმწიფოებში უკვე მოქმედებს  ექსპედიტორების რეესტრი, რომელშიც რეგისტრაცია ყველა იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომლებიც სატვირთო გადაზიდვების მომსახურებას უზრუნველყოფენ – სავალდებულოა.

ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და მოუწევს ექსპედიტორების სავალდებოლო ელექტრონული რეესტრის საკანონმდებლო დონეზე დანერგვა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ევროპაში სატრანსპორტო საშუალების შრომისა და დასვენების რეჟიმების დარღვევის და  ტაქოგრაფის ტექნიკური მანიპულაციისათვის საგრძნობლად გამკაცრდა საჯარიმო სანქციები

Next Post

თურქმენბაშის ნავთობის ახალი ტერმინალი ყულევში ნავთოპროდუქტების მიწოდებაზეა ორიენტირებული – საქართველოზე გამავალ დერეფანს ტვირთნაკადების მოზიდვის პერსპექტივა უჩნდება

Related Posts

სტუ-ს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი – სარკინიგზო დარგის განვითარებისკენაა მიმართული

ცნობილია, რომ ახლო მომავალში სატრანსპორტო სფეროში საკადრო პრობლემა სულ უფრო დიდ აქტუალობას შეიძენს, ამასთან სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ…
მეტის ნახვა

როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი მეორე)

დღევანდელი ანალიტიკის მეორე ნაწილი დაეთმობა ცენტრალური აზიის რეგიონში მიმდინარე მეორე ხუთ მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს. 6. თურქმენეთში აშხაბადი…
მეტის ნახვა
საქართველოს რკინიგზის ფუნქიონირება 20 წლიან ჭრილში

საქართველოს რკინიგზის ფუნქციონირება 20 წლიან ჭრილში

ნებისმიერი სატრანსპორტო რგოლისათვის, რკინიგზა, ნავსადგურები, ტერმინალები, რომლებიც ჩართულია სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაში, მნიშვნელოვანია – სატრანზიტო ნაკადების ზრდის ამოცანის გადაწყვეტა,…
მეტის ნახვა