სტუ-ს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი – სარკინიგზო დარგის განვითარებისკენაა მიმართული

ცნობილია, რომ ახლო მომავალში სატრანსპორტო სფეროში საკადრო პრობლემა სულ უფრო დიდ აქტუალობას შეიძენს, ამასთან სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ახალგაზრდა სპეციალისტების, პირველ რიგში საინჟინრო პერსონალის მოთხოვნა ბაზარზე 2030 წლისათვის მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ჩვენი ორგანიზაციის – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრიორიტეტულ ამოცანას იმ სასწავლო დაწესებულებების გაშუქება წარმოადგენს, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამედროვე სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიებით და სადაც ხდება სატრანსპორტო საინჟინრო კადრების მომზადება.

სატრანსპორტო დერეფნების კვლევის ცენტრის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტრანსპორტის სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტში.

ვიზიტის მიზანს აკადემიურ სექტორსა და კვლევით/პრაქტიკულ ინიციატივებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენდა, განსაკუთრებით შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში.

დერეფნის მზარდი როლი რეგიონულ და გლობალურ ლოგისტიკაში კიდევ უფრო ზრდის კვალიფიციური ინჟინრების, სპეციალისტებისა და მკვლევრების მომზადების აუცილებლობას.

ვიზიტის ფარგლებში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა ავთანდილ შარვაშიძემ, ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო დეპარტამენტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, მათ შორის რკინიგზის ექსპლუატაციის სასწავლო – სიმულატორი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ კომპეტენციებად გარდაქმნის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოადგენს ერთადერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფს სარკინიგზო მიმართულებით უმაღლესი განათლების მიღებას, რაც მას სტრატეგიულ პარტნიორად აქცევს საქართველოს სატრანსპორტო სისტემისა და შუა დერეფნის გრძელვადიანი განვითარების პროცესში.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საქართველოში Stadler Rail-ის რეგიონული ქარხნის პროექტის ჩავარდნის შემდეგ, შვეიცარიული მხარე 600 სამგზავრო ვაგონს ყაზახეთში აშენებს

Next Post

სარეიტინგო სააგენტო Fitch ი საქართველოს რკინიგზას დაბალი საინვესტიციო მიმზიდველობის და მაღალი საკრედიტო რისკის შემცველ კომპანიად მიიჩნევს

Related Posts

თურქმენბაშის ნავთობის ახალი ტერმინალი ყულევში ნავთოპროდუქტების მიწოდებაზეა ორიენტირებული – საქართველოზე გამავალ დერეფანს ტვირთნაკადების მოზიდვის პერსპექტივა უჩნდება

ყულევის ტერმინალით ყოველწლიურად – 1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთოპროდუქტების ტრანზიტის რეჟიმში, სტაბილურად გატარების პერსპექტივა არსებობს. თურქმენული ნავთოპროდუქტების მოზიდვას…
მეტის ნახვა

იზრდება თუ არა რეალურად შუა დერეფნით გადაზიდვების მაჩვენებელი? დერეფნის საქართველოს მონაკვეთის ეფექტიანობა გატარებული ტრანზიტის კრიტერიუმით უნდა შეფასდეს

მასმედიაში და სოციალურ ქსელებში, შუა დერეფნის სტრატეგიულ როლზე აქცენტის გაკეთებისას, პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, მთავრობის წარმომადგენლები და რიგი ექსპერტები საქართველოზე…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის კასპიის ზღვის მონაკვეთზე საკონტეინერო ნაკადის ზრდის პარალელურად, ყაზახეთი და აზერბაიჯანი გაზრდილი ტევადობის კონტეინერმზიდ გემებს ამატებენ

კასპიის ზღვის ნავსადგურებში შუა დერეფნის ქვეყნები არსებული საკონტეინერო სიმძლავრეების გაზრდისა და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების პარალელურად, ახალ, მაღალი ტევადობის კონტეინერმზიდ…
მეტის ნახვა