ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში საქართველოს  საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება (კვლევის შედეგები ნაწილი მეორე)

2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ევრაზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციების 22 % ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის.

სადღეისოდ ცენტრალურ აზიაში მიმდინარე  90 სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი ფიქსირდება, რომელთა ჯამური ღირებულება 53 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ცენტრალურ აზიაში – სატრანსპორტო სფეროში მთლიანი ინვესტიციის 44 % (23.3 მილიარდი დოლარი) ყაზახეთში განხორციელებულ პროექტებზე მოდის, 22.7 % – ყირგიზეთზე, უზბეკეთზე – 13.7 %, თურქმენეთზე – 10 %, ტაჯიკეთზე – 9.6 %.

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ინვესტიციების 58 % (30.5 მილიარდი დოლარი) მიმართულია საავტომობილო საგზაო ქსელის განვითარებაზე, რაც ადასტურებს რეგიონში საერთაშორისო ტრანსპორტისა და ვაჭრობის განვითარებაში სავტომობილო ტრანსპორტის მნიშვნელოვან როლზე.

ინვესტიციების მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი 34.5 % (18 მილიარდი დოლარი) ცენტრალურ აზიის სარკინიგზო დერეფნების განვითარებაზეა მიმართულია.

ცენტრალურ აზიაში სატრანსპორტო ქსელის განვითარებისკენ მიმართული  ძირითადი საინვესტიციო რესურსი – 40  მილიარდი დოლარი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის და მისი TRACECA-ს დერეფნის განშტოების  განვითარებისკენ მიმართული.

ცენტრალურ აზიაში ინვესტიციების განთავსების მოცულობით მეორე ადგილზე – ჩინეთი – ყაზახეთი – რუსეთის გავლით გამავალი ევრაზიის დერეფანია, რომლის განვითარებაში ინვესტიცია 11.8 მილიარდ დოლარს შეადგენს. შემდეგ მოდის ავღანეთ – თურქმენეთის ლაზურიტის დერეფნი, რომლის განვითარებაში 4.8 მილიარდი დოლარია მიმართული.

ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე გამავალი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის აღმოსავლეთ განშტოებაზე  3 მილიარდი დოლარია მიმართული.

ცენტრალურ აზიაში სადღეისოდ მიმდინარე რიგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტი შუა დერეფნის უშუალო კონკურენტს წარმოადგენს.  

ცენტრალური აზიის ქვეყნებში ევრაზიის სატრანსპორტო ქსელის განვითარებაში ჩადებული მთლიანი ინვესტიციების 58 %  –  10 მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტზე ნაწილდება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში საქართველოს  საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება (კვლევის შედეგები ნაწილი პირველი)

Next Post

უზბეკეთი და მოლდოვა 2026 წლიდან საავტომობილო გადაზიდვების უნებართვო სისტემაზე გადადიან – ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით რა სტრატეგია გააჩნია საქართველოს?

Related Posts

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში „გადამზიდავ – ექსპედიტორების“ ე.წ შუამავლების – საქმიანობის გამჭირვალეობა

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, ტვირთმფლობელსა და გადამზიდავ კომპანიებს შორის ხშირად, შუამავლების სახით, ე,წ. გამოუცდელი “დისპეჩერები” ერთვებიან, მათი საქმიანობა, ბაზარზე…
მეტის ნახვა

ვოლგა დონის სამდინარო არხიდან ყოველწლიურად  1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა არსებობს

რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, ვოლგა დონის აპრობირებული სამდინარო მარშრუტით, თურქმენულ ნავთოპროდუქტების  გადაზიდვებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ. რესეთის დროშით…
მეტის ნახვა

ბათუმი – სამგზავრო და საკრუიზო ნავსადგურის პერსპექტივა

2011 წელს – აჭარის მთავრობასა და საერთაშორისო საკრუიზო კომპანია Royal Caribbean თან დადებული მემორანდუმით, 2012 წლიდან ბათუმში საკრუიზო…
მეტის ნახვა