ზემო ლარსზე რიგების მიუხედავად თურქეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად სახმელეთო მარშრუტად საქართველოზე გამავალი დერეფანი რჩება

თურქი საავტომობილო გადამზიდველებისათვის ყაზბეგი / ზემო ლარსის გამშვები პუნქტით ტვირთების რუსეთში ტრანსპორტირება ყველაზე იაფი, მაგრამ საზღვარზე დროის დაყოვნების თვალსაზრისით ყველაზე სარისკოა. მიუხედავად ამისა, თურქი გადამზიდველები საქართველოს სახმელეთო დერეფანს ირჩევს.

რა უბიძგებს თურქ მძღოლს შეირჩიოს საქართველოს სახმელეთო დერეფანი და რას იღებს საქართველო გაზრდილი ტვირთნაკადის სანაცვლოდ?

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს,  2024 წლის მონოცემებით, რუსეთში ყველაზე დატვირთულ საავტომობილო საკონტროლო – გამშვებ პუნქტს არა ჩინეთის საზღვარზე მდებარე ზაბაიკალსკი წარმოადგენს, არამედ საქართველოს საზღვართან განლაგებული ზემო ლარსის /ყაზბეგის საკონტროლო – გამშვები პუნქტი.

ყველა სხვა სახმელეთო გადასასვლელს შორის სწორედ ზემო ლარსმა გაატარა ყველაზე მეტი სატვირთო ავტოტრანსპორტი,  რუსეთის ინფორმაციაზე დაყრდნობით ზემო ლარსი ყველაზე დატვირთული გამშვები პუნქტია.

მიუხედავად იმისა, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელი რთულ გეოგრაფიულ ლოკაციაზე მდებარეობს და რეგულარულად იკეტება, ზოგჯერ რამდენიმე დღითაც კი, თურქი გადამზიდველებისათვის რომლებიც რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებს ახორციელებენ, ბოლო პერიოდში ზემო ლარსი  ეკონომიკურად  ყველაზე მიმზიდველ მიმართულებას წარმოადგენს.

რა განაპირობებს, თურქი მძღოლების მიერ ბოლო პერიოდში საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მარშრუტის  შერჩევას?

 ყაზბეგი / ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელმა დამატებითი აქტუალობა 2022 წლის საომარი დაპირისპირების შედეგად შეიძინა, როდესაც რუსეთმა ინტენსიურად დაიწყო საქონლის თურქეთში შეძენა.

რუსეთის გადამზიდველები აქცენტს თურქეთიდან ზემო ლარსის გავლით მარშრუტის მიმზიდველობაზე და ეკონომიურობაზე ამახვილებენ ყურადღებას, ამასთან ძირითად დამაბრკოლებელ ფაქტორად  ამინდის ცვალებადობის შედეგად საზღვრის გაურკვეველი ვადით დაკეტვას  ასახელებენ.

გარდა ამისა, რუსი გადამზიდველები დამატებით პრობლემად, სანქციების შედეგად ქართული მხარის მიერ, თურქეთის გავლით ევროპული საქონლის ზემო ლარსიდან გატარების შეზღუდვას ასახელენ და ცალსახად აღნიშნავენ, რომ ზემო ლარსის გავლით მხოლოდ თურქული წარმოშობის გარკვეული სახის ტვირთების გატარებაა შესაძლებელი.

„საქართველოს ოფიციალურად სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ ისინი აკვირდებიან, რათა ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანი არ იქნას გამოყენებული სანქციების რეჟიმის გვერდის ავლით და თურქეთის გავლით არ ატარებენ ევროპიდან პირდაპირ იმპორტირებულ საქონელს საკუთარი საზღვრის გადაკვეთით“.

ამიტომ, ზემო ლარსის საზღვრის გამოყენებით, რუსეთში საქონლის მიწოდებისთვის აუცილებელია პროდუქციაზე თურქული წარმოშობის სერტიფიკატის არსებობა.

რუსი გადამზიდველები დამატებით ყურადღებას ამხვილებენ ტვირთის წინასწარ შემოწმების აუცილებლობაზე, კერძოდ აღნიშნავენ, რომ ტრანსპორტირებამდე ტვირთი საგულდაგულოდ უნდა შემოწმდეს, რათა დარწმუნდეთ, რომ მასზე ევროპული მარკირების კვალი არ არსებობდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ საზღვარზე მსგავსი რამ აღმოჩნდება, სატრანსპორტო საშუალებას უბრალოდ უკან დააბრუნებენ.

მთავარია, ტვირთს პირდაპირი ევროპული წარმოშობის კვალი  არ გააჩნდეს, თუ თურქული წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი არსებობს, დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არსებობს.

დამატებითი დოკუმენტებიდან აუცილებელია „ეფრატურა“ (თურქული ინვოისი), რომელიც სტანდარტული თურქული დოკუმენტია და უპრობლემოდ გაიცემა სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

ამ დოკუმენტების გარდა, ქართული მხარე სხვა მოთხოვნებს არ აყენებს.

გარდა ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელისა, თურქულ სატრანსპორტო საშუალებებს რუსეთში  ტვირთების ჩატანის სხვა ალტერნატივები გააჩნიათ, მაგრამ ფინანსურ – ეკონომიკური თვალსაზრისით მათი მიმზიდველობა დაბალია. 

სახმელეთო გადაზიდვების თვალსაზრისით, შესაძლებელია, საქართველოს როგორ ალტერნატივა გამოყენებული იქნეს თურქეთ – ირან – აზერბაიჯანზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანი.

თუმცა, საქართველოს მარშრუტთან შედარებით, ეს დერეფანი უფრო ძვირია, გარდა ამისა, თავად გადამზიდველები ირანში ხშირი შემოწმების, შეფუთვის დაზიანების ან ტვირთის დაკარგვის გამო, ამ მარშრუტს ნაკლებ პრიორიტეტს ანიჭებენ. 

გადაზიდვის ამ ვარიანტის კიდევ ერთი ნაკლი გააჩნია, აუცილებელია დამატებითი საზღვრების გავლა „თურქეთი-ირანი“, „ირანი-აზერბაიჯანი“, „აზერბაიჯანი-რუსეთი“, ამასთან შესაძლოა ყველგან რიგები იყოს და თითოეულ საზღვარზე  ტვირთის გაუთვალიწინებელი შემოწმება იყოს აუცილებელი.

გარდა ამისა, გადამზიდავებს ყველა ამ ქვეყნიდან „ნებართვები“ უნდა გააჩნდეთ, რაც დამატებით ფინანსებს უკავშირდება.

მიუხედავათ ზემო ლარსში უზარმაზარი რიგებისა, თურქი გადამზიდველები თავს იკავებენ ირან – აზერბაიჯანის მარშრუტის არჩევაზე და და საქართველოზე გამავალ მარშრუტს ანიჭებენ უპირატესობას.

თუმცა, გასათვალიწინებელია ის ფაქტორიც, რომ ირანისა და აზერბაიჯანის გავლით  ევროპული წარმოშობის საქონლის უსაფრთხოდ გადაზიდვაა შესაძლებელი.

თურქეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირების კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს, თურქეთის ნავსადგურებიდან რუსეთში საავტომობილო საბორნე გემებით. მაგრამ სახმელეთო საავტომობილოსგან განსხვავებით საბორნე გადაზიდვები 40 – 50 % ძვირია, მაგრამ საზღვრებზე დაყოვნების თვალსაზრით ნაკლებად სარისკოა.

ბუნებრივია საბორნე გადაზიდვების პირობებში არსებობს ამინდზე დამოკიდებულება, მაგრამ სიტუაცია, როგორც წესი, რამდენიმე დღეში სტაბილიზდება.

რუსეთის გადამზიდველების ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთიდან ტუაფსის ნავსადგურში ჩვენი მანქანების განბაჟების მოლოდინში  ხუთი დღის დგომისა, ტრანზიტის განბაჟებაც კი უფრო სწრაფი და ეფექტურია, ვიდრე აზერბაიჯანის და განსაკუთრებით საქართველოს გავლით ტრანსპორტირება.

ნებისმიერ შემთხვევაში, აქ კონსენსუსის პოვნაა საჭირო – როდესაც შერჩევაზეა საუბარი,  ზემო ლარსის საზღვარზე რამდენიმე დღე დაელოდოთ თუ ბორნით განახორციელოთ სატრანსპორტო საშუალების გადაზიდვა.

რადგან ბორნით გადაყვანა მაინც უფრო ძვირია, ვიდრე სახმელეთო ტრანსპორტირება, ამიტომ ტრაილერების ბორანზე გადამისამართება მხოლოდ კლიენტის თანხმობით ხდება.

თურქეთიდან – რუსეთში ტრანსპორტირების პირობებში საბორნე გადაზიდვები მიმზიდველია, ძირითადად გრუპაჟული ტვირთებისათვის, რადგანაც ტვირთის დანაწევრების პირობებში კლიენტი თანახმაა გადაიხადოს მაღალი გადასახადი, რითაც გადამზიდავი მოგებაში რჩება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

აზერბაიჯანის რკინიგზა გადაზიდვით სიმძლავრეებს ავითარებს, საქართველოში მცირდება მოძრავი შემადგენლობა – რა გამოსავლი არსებობს დარგის „ჩიხიდან“ გამოსაყვანად?  

Next Post

ბაქო – გიუმრი – ყარსის რკინიგზის ამოქმედებით შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი ტვირთების დაკარგვის საფრთხის  ქვეშ აღმოჩნდება

Related Posts

დაუსრულებელი და მრავალჯერ გადავადებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ქვეყნის ეკონომიკას ყოველწლიურად 1.0 – 1.5 % ით ანელებს

ბოლო წლებში ქვეყნის საავტომობილო გზების მშენებლობაში, სახეზეა სატრანზიტო დერეფნის პროექტის განხორციელებაში სინქრონიზაციის დარღვევის ტენდენცია, რაც გამოიხატება იმაში, რომ…
მეტის ნახვა

ზემო ლარსზე ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ   ელექტრონული დაჯავშნის სისტემა საგზაო მაგისტრალების გადატვირთულობას შეამცირებს

2025 წლის 1 ოქტომბრიდან რუსეთ – საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტ ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის რიგის წინასწარ    ელექტრონულად  დაჯავშნის…
მეტის ნახვა

ევრაზიის გლობალურ სატრანსპორტო ქსელებში საქართველოს  საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასება (კვლევის შედეგები ნაწილი მეორე)

2025 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ევრაზიის ერთიანი სატრანსპორტო ქსელის განვითარებაზე მიმართული ინვესტიციების 22 % ცენტრალური აზიის ქვეყნებზე მოდის.…
მეტის ნახვა