კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა შუა დერეფნის და მისი ტრასეკას განშტოების კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება

ბოლო პერიოდში თვალნათლივ შეინიშნება კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის შეუქცევადი პროცესი, რაც შუა დერეფნის და მისი ტრასეკას განშტოების გამტარუნარიანობაზე, საზღვაო ფლოტის სრული დატვირთვით გამოყენებაზე და ერთობლიობაში ლოგისტიკურ ხარჯებზე უარყოფითად აისახება.

კასპიის ზღვის დონის შემცირება ინტენსიურად შეიმჩნევა ყაზახეთის და თურქმენეთის ტერიტორიებზე – სქემაზე ყვითელი ფონით გამოყოფილია კასპიის ზღვაში ინტენსიური შემცირების არეალები.

პირველ რიგში, ეს პროცესი ნეგატიურად იმოქმედებს ისეთი ძირითადი ნავსადგურების ფუნქციონირებაზე, როგორიცაა კურიკი და აქტაუ ყაზახეთში და თურქმენბაში თურქმენეთში, გამომდინარე იქიდან, რომ სამივე ნავსადგური აზერბაიჯანის მხარესთანაა დაკავშირებული გადაზიდვებით შემცირებით გამოწვეული მნიშვნელოვანი დანაკარგები შუა დერეფნის და მისი ტრასეკას განშტოების მთელ სიგრძეზე აისახება.

წინასწარი მონაცემებით, პირველ რიგში ეს პროცესი ბაქოს და კურიკის ნავსადგურებს შორის საბორნე გადაზიდვების შემცირებას იწვევს.

ექსპერტთა შეფასებით, ბოლო პერიოდში ამ მარშრუტზე საბორნე გემების სრულად დაუტვირთაობის გამო, სარკინიგზო ცისტერნებით ბორნით გადაზიდვის მოცულობა 22%-ით, ხოლო ვაგონების – 10%-ით შემცირდა.

აზერბაიჯანის სანაოსნო კომპანიის ASCO-ს წარმომადგენლების განცხადებით, ბაქოს და თურქმენბაშის ნავსადგურებს შორის მარშრუტზე უფრო მწვავედ აისახა გადაზიდვების შემცირების პროცესი. ანალოგიურად, საბორნე გემების სრულად დაუტვირთაობის გამო, სარკინიგზო ცისტერნებით ბორნით გადაზიდვის მოცულობა 37%-ით, ხოლო ვაგონების – 19%-ით შემცირდა.
ზღვიის დონის კლება აქტაუს ნავსადგურის ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. 2024 წელს აქტაუდანმახაჩკალაში გადაზიდვების განხორციელებისას, 12 000 ტონა ტევადობის ნავთობტანკერებს მხოლოდ 7 000 ტონამდე, ანუ მათი ტევადობის მხოლოდ 60%-ის ათვისება შეუძლიათ. ბაქოს მიმართულებით ჩატვირთვისას 12 000 ტონიან ტანკერს 10 000 ტონამდე, ანუ მისი ტევადობის დაახლოებით 80%-ის ათვისება შეუძლია.

კასპიის ზღვაზე სიღრმის შემცირება ზღუდავს Ro-Pax-ის ბორნების, რომლებიც განკუთვნილია როგორც მგზავრების, ასევე სხვადასხვა სახის ტვირთის გადასაყვანად, უსაფრთხო ფუნქციონირებას.
ნეგატიურად აისახა გადაზიდვების ფინანსურად ყველაზე მომგებიან  საკონტეინერო გადაზიდვების  სეგმენტზე.

მაგალითად, თუ აქტაუბაქოს მიმართულებით კონტეინერმზიდ გემს შეეძლო 350 ერთეული TEU-ის გადაზიდვა, დღეს მაქსიმუმ 280 ერთეული TEU-ის გადაზიდვაა შესაძლებელი. მსგავსი სიტუაციაა მშრალი ტვირთების გადამზიდ გემებთან დაკავშირებითაც.
აქტაუს და კურიკის ნავსადგურებში ზღვის დონის ყოველი 10 სანტიმეტრით ვარდნა 5 000 ტონიანი გემებისთვის დაახლოებით 200 – 300 ტონის, ხოლო 3 000 ტონიანი გემებისთვის 100–150 ტონით დაუტვირთაობას უტოლდება.

შესაბამისი გაზომვებით, 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის დეკემბრამდე პერიოდში ზღვის დონის ვარდნა ორმოცდაათ სანტიმეტრს შეადგენდა.

2021 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, კასპიის ზღვის წყლის დონე 2100 წლისთვის შესაძლოა კიდევ 8 – 30 მეტრით დაეცეს.
2008 წლის ანათვლების მიხედვით, კასპიის ზღვის ყაზახური სექტორის წყლის ზედაპირის ფართობი 114 კვადრატული კილომეტრი იყო, ხოლო 2023 წელს – მხოლოდ 106 კვადრატული კილომეტრი შეადგინა.

კასპიის ზღვის დონის ვარდნის მთავარ მიზეზად ევროპის უდიდეს, კასპიის ზღვის მკვებავ მდინარე ვოლგაში წყლის ვარდნა სახელდება. ამჟამად წლიდან წლამდე მდინარე იკლებს და მის გასწვრივ მრავალი კუნძული ჩნდება.

ცალკე საკითხია გადაზიდვების რენტაბელობის შემცირება – კასპიის ზღვის ვარდნა ხომ არ უბიძგებს გადამზიდავებს სხვა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადართონ საკუთარი ტვირთები?
კასპიის ზღვის დონის შემცირება, საზღვაო გადაზიდვების გაძვირებასთან ერთად, იწვევს ტვირთნაკადების კასპიის ზღვის შემოვლითი სახმელეთო მარშრუტებით რუსეთის ტერიტორიაზე გადანაცვლებას, რაც აქვეითებს შუა დერეფნის და მისი ტრასეკას განშტოების მიმზიდველობას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ყაზახეთი – საზღვრისპირა ჰაბების ექსპლუატაციაში დაჩქარებულ გაშვებას აანონსებს, საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო – ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევა დღემდე დაპირებად რჩება

Next Post

ნოვოროსიისკის ნავსადგურის პარალიზების შემთხვევაში -ყაზახური ნავთობის საქართველოზე გადმორთვის პერსპექტივები

Related Posts

ქვეყნის  ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას მსხვილი ინვესტიციების დეფიციტი  აბრკოლებს  

მსოფლიო ბანკის 2023 წლის კვლევის თანახმად, ლოგისტიკის ინდექსში გაერთანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი  ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს  138 სახელმწიფოს…
მეტის ნახვა

ზემო ლარსზე რიგების მიუხედავად თურქეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად სახმელეთო მარშრუტად საქართველოზე გამავალი დერეფანი რჩება

თურქი საავტომობილო გადამზიდველებისათვის ყაზბეგი / ზემო ლარსის გამშვები პუნქტით ტვირთების რუსეთში ტრანსპორტირება ყველაზე იაფი, მაგრამ საზღვარზე დროის დაყოვნების…
მეტის ნახვა

რეგიონის ქვეყნებში სარკინიგზო მანქანათმშენებლობა ინტენსიურად ვითარდება,  საქართველოში კი  „შტადლერის“ ქარხნის მშნებლობის პროექტი ჩავარდა    

შუა დერეფნის ქვეყნები ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მისაღწევად ინტენსიურად ავითარებენ სარკინიგზო მანქანათმშენებლობის მიმართულებას. ახლახანს თურქეთმა   საკუთარი წარმოების E5000 ტიპის ელმავლები…
მეტის ნახვა