რუსეთი  ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელ რეშტ – ასტარის   სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის რეანიმაციას აანონსებს

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ირან – აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რეშტ – ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობისთვის აუცილებელი წინა საპროექტო კვლევების დაწყება დაანონსა.

რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა მოგვეჩვენოს, რუსეთი ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის, აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დაწყების შესახებ განცხადებას, ბოლო 20 წელია მუდმივად აკეთებს, მიუხედავად ამისა მშენებლობა ჯერ კიდევ „მკვდარი წერტილიდან“ არ დაძრულა.

რუსეთის გადაწყვეტილება, საკუთარი ფინანსური სახსრებით, 20 წლის განმავლობაში შეჩერებული, ფინანსურად ტევადი პროექტის ხელახალი რეამინირების შესახებ, უდაოდ სანქციების გაფართოების ტალღას უკავშირდება.

აღნიშნული სარკინიგზო მონაკვეთის შესახებ ცნობილია, რომ იგი დააკავშირებს „ჩრდილოეთ – სამხრეთ“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის დასავლეთ განშტოებით ირანს აზერბაიჯანთან და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის უწყვეტ სარკინიგზო კავშირს.

ამჟამად ამ მიმართულებით გადაზიდვები ძირითადად საავტომობილო ტრანსპორტით ხორციელდება, რაც არ იძლევა ტვირთბრუნვის მოცულობის გაზრდის შესაძლებლობას.

სადღეისოდსარკინიგზო ტრანსპორტით, ირანისკენ ტვირთების  მიწოდება, შემოვლით ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით აღმოსავლეთ განშტოებით ხორციელდება, აღნიშნული მარშრუტი რუსეთის ცენტრალური და ჩრდილო – დასავლეთ რეგიონებიდან ტვირთების ტრანსპორტირების დროის და ხარჯების ზრდას იწვევს.

რეშტ – ასტარას სარკინიგზო ხაზის ერთობლივ მშენებლობაზე შეთანხმებას რუსეთმა და ირანმა  ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში მოაწერეს ხელი.

პროექტის დაფინანსებას ძირითადად რუსეთი უზრუნველყოფს, რუსეთის ფედერაციის მიერ გახსნილი სპეციალური საკრედიტო ხაზის საშუალებით, პროექტის მთლიანი ღირებულების 1.6 მილიარდი დოლარიდან, 1.3 მილიარდ დოლარს სესხს რუსეთი გამოყოფს.

მთლიანობაში, აუცილებელი იქნება 162 კმ სარკინიგზო მაგისატრალის გაყვანა, რომელიც მოიცავს 56 ესტაკადას, 73 სახიდე გადასასვლელს, 30 გზაგამტარს და რვა ახალი სადგურის მოწყობას.

ხელოვნური ნაგებობების სიმრავლიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სარკინიგზო მონაკვეთი მშენებლობა რთულ გეოგრაფიულ პირობებში განხორციელდება.

რეშტ-ასტარას სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულება და მოძრაობა 2028 წელს გაიხსნება.

რეშტ-ასტარას სარკინიგზო მონაკვეთი ჩრდილოეთ-სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც რუსეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია, იგი დასავლეთ განშტოებით ირანთან და შემდგომ ინდოეთთან უწყვეტ სარკინიგზო მოძრაობას უზრუნველყოფს.

2024 წლის ბოლოს რუსეთმა და აზერბაიჯანმა შეიმუშავეს შეთანხმების პროექტი, რომლის საფუძველზეც რუსეთი აზერბაიჯანს გარანტირებული ტვირთნაკადით უზრუნველყოფს, ხოლო აზერბაიჯანი გადაზიდვებიდან მიღებულ შემოსავალს საკუთარი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის სამუშაოების შესასრულებლად გამოიყენებს.

ამრიგად, შეთანხმების იმპლემენტაციის შედეგად, რეშტ-ასტარას მონაკვეთის ამოქმედებამდე, ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დასავლეთი მარშრუტი საჭირო ტვირთნაკადით იქნება უზრუნველყოფილი.

 ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედება პრიორიტეტულია აზერბაიჯანისათვის, მაშ შემდეგ რაც აზერბაიჯანმა ირანთან ასტარის სასაზღვრო სადგურის ინფრასტრუქტურის მოწყობა დაასრულა, სარკინიგზო მარშრუტის შესაკრავად მხოლოდ რეშტ – ასტარას სარკინიგზო მონაკვეთია დარჩენილი.

აზერბაიჯან – ირანის დამაკავშირებელი რეშტ – ასტარის მონაკვეთის მშენებლობით, პირველ რიგში მოგებული რჩება მეზობელი აზერბაიჯანი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მასზე შუა  და ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნების გადაკვეთით გაივლის მერიდიანული და განედური მარშრუტები, რაც საშუალებას მისცემს აზერბაიჯანს ესა თუ ის ტვირთნაკადი მისთვის სასურველ დერეფნებში გადართოს, ფაქტიურად აზერბაიჯანი შეიძენს ე.წ. ტვირთნაკადების მართვის „ონკანის“  მოვალეობას, რითაც რეგიონში  ძირითად ლოგისტიკური ჰაბის ფუნციას შეასრულებს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ქართული სანაოსნო კომპანია E 60 Shipping Line შავ ზღვაზე კავშირებადობას აძლიერებს

Next Post

შუა დერეფნის გასწვრივ  საკონტეინერო ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარება დამატებითი ტვირთების მოზიდვის წინაპირობაა

Related Posts

ყაზახეთ – აზერბაიჯანის ერთობლივი სინვესტიციო ფონდი – შუა დერეფნის ინფრასტრუქტურის გაფართოებას მოხმარდება

2023 წელს ყაზახეთსა და აზერბაიჯანს  შორის მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ერთობლივი საინვესტიციო ფონდის დაარსება, რომლის მოცულობა 300 მლნ დოლარით…
მეტის ნახვა

ვოლგა – დონის სამდინარო არხით გადაზიდვების 40 % იანი ვარდნა საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი ტვირთების გადმორთვის პერსპექტივას უჩენს

ვოლგა – დონის სამდინარო არხი შუა დერეფნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან და მძლავრ კონკურენტ მარშრუტს წარმოადგენს. საომარი დაპირისპირების…
მეტის ნახვა

ირანის სამხრეთით სტრატეგიული ჩაბახარის ნავსადგურის სანქცირებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთ – სამხრეთ“დერეფნის ბლოკირება განახორციელა

ახლახან შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხრეთით განლაგებული სტრატეგიული ჩაბაჰარის ნავსადგურის სასანქციო რეჟიმში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 450 ჰექტარზე გადაჭიმული…
მეტის ნახვა