სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებიან ქართველი საავტომობილო მძღოლი გადამზიდველები

ქართველ გადამზიდველ მძღოლებს ევროკავშირის ვიზის მისაღებად  ექვსი  დამატებითი ბარიერის გადალახვა მოუწევთ:

ბარიერი პირველი – სახელმწიფო სტრუქტურებში დაემატება დამატებითი რგოლი, რომელსაც სათანადო ფინანსური მომსახურების საფუძველზე დაევალება უცხოეთის საელჩოებში მძღოლების დოკუმენტაციის წარდგენა.

ბარიერი მეორე – ქართველ მძღოლ – გადამზიდველს დამატებით მოუწევს საელჩოში ბეჭდით დამოწმებული, ევროპელ ტვირთმფლობელთან გადაზიდვის ხელშეკრულების ასლის წარდგენა.  

ბარიერი მესამე – ქართველ მძღოლ – გადამზიდველს წარმოექმნება ვალდებულება გადაზიდვების მესამედი განახორციელოს ვიზის გამცემ სახელმწიფოში.

ბარიერი მეოთხე – ყველა სახელმწიფოს საელჩო თხოულობს განსხვავებულ დოკუმენტების პაკეტს, ქართველ მძღოლ – გადამზიდველს შესაძლოა ნებისმიერ დროს უარი განუცხადონ ვიზის გაცემაზე და მოსთხოვონ დამატებითი დოკუმენტები.

ბარიერი მეხუთე – რიგ ქვეყნების საელჩოებში ვიზის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართველი მძღოლი – გადამზიდველი ვალდებული იქნება საელჩოში წარადგინოს გადაზიდვებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის ტახოგრაფის მონაცემების ჩათვლით.

ბარიერი მეექვსე – ქართველი მძღოლი – გადამზიდველის ვიზის ხანგრძლვობა იქნება, არა უვადო არამედ  შეზღუდული ექვსი თვიდან ერთი წლის პერიოდით.

პოლონეთის საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა  ასოციაცია ZMPD სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს ბელორუსიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების მიღების სირთულეებთან დაკავშირებით.

გადამზიდავთა ასოციაციის ZMPD ის პრეზიდენტმა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა და  შექმნილ სიტუაციაში დაუყოვნებლივ ჩარევა მოთხოვა.

წერილში აღნიშნულია, რომ ვიზებთან დაკავშირებული სირთულეების გამო, სულ უფრო მეტი პოლონური სატრანსპორტო კომპანია მძღოლების დასაქმების პრობლემას აწყდება.

კერძოდ, ბელორუსში ვიზის მისაღებად ელექტრონული განაცხადის წარდგენა უკიდურესად გართულდა, რაც პრაქტიკულად ბლოკავს მძღოლების დაქირავებას.

მსგავსი პრეტენზიები ისმის ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით უზბეკეთიდან, სადაც მძღოლების ჩაწერის სისტემის სირთულე ვიზის გაცემის პროცესს თვეების განმავლობაში აჭიანურებს.

წერილში დამატებით აღნიშნულია, რომ „სამუშაო ვიზის პროცედურის ნებისმიერი გამარტივება კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლონელი გადამზიდავებისთვის.  დღევანდელ სიტუაციაში სატვირთო ავტოტრანსპორტი გაჩერებულია და კომპანიები მძღოლების დეფიციტის გამო შეკვეთების შესრულებას ვერ ახერხებენ“.

არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში ხომ არ აღმოჩნდება ქართველი გადამზიდავი ანალოგიურ მდგომარეობაში?

იმისათვის, რომ ასე თუ ისე წარმოვიდგინოთ რა სირთულეების წინაშე დადგებიან, ევროკავშირის ვიზის მისაღებად ქართველი საერთაშორისო გადამზიდავი მძღოლები, გვინდა ბელორუსი მძღოლების მაგალითზე, ავღწეროთ ის დამატებითი პრობლემები, რასაც ევროკავშირის ვიზის მისაღებად ამ ქვეყნის გადამზიდველები აწყდებიან.

ბელორუსი  მძღოლების მაგალითის განზოგადებით, ადვილად წარმოვიდგენთ იმ სირთულებს, რომლის გავლა მოუწევთ სავიზო რეჟიმის გაუქმების შედეგად ქართველ მძღოლებს.

ბელორუსში ევროკავშირის ვიზების გაცემას სახელმწიფო ორგანიზაცია –  ბელორუსის საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია – БАМАП ი ახორციელებს, თავის მხრივ მას მძღოლების სავიზო მიმართულება, შვილობილ საწარმოსათვის БАМАП – Сервис ისთვის აქვს დელეგირებული.

შვილობილი საწარმო БАМАП – Сервис ი ემსახურება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც ბელორუსის საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციაში არიან გაერთიანებული ანუ მის წევრებს.

შესაბამისად საქართველოშიც უნდა გაჩნდეს დამატებითი რგოლი, სავარაუდოდ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ან საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის GIRCA ს სახით, რომელსაც საელჩოებთან მძღოლებისათვის საერთაშორისო ვიზების მიღების კომუნიკაცია დაეკისრება.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური პროცედურა საქართველოში რუსეთთან სავიზო რეჟიმის პირობებში მოქმედებდა და დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან ერთად, ქართველ მძღოლს შვეიცარიის საელჩოს ჩართულობით ვიზის მისაღებად სამთვიანი პერიოდი ესაჭიროებოდა.

ბარიერი პირველი – სახელმწიფო სტრუქტურებში დაემატება დამატებითი რგოლი, რომელსაც სათანადო ფინანსური მომსახურების საფუძველზე დაევალება უცხოეთის საელჩოებში მძღოლების დოკუმენტაციის წარდგენა.

ბელორუსის გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, უცხოური ვიზის მიღება გარკვეულწილად ლატარიას წარმოადგენს, რადგანაც  ნებისმიერ საელჩოს ახსნა – განმარტების გარეშე შეუძლია უარი განაცხადოს ვიზის გაცემაზე. იმ გადამზიდავებისთვის, რომლებიც ასოციაციის გარეშე  საელჩოსთან პირდაპირ დაკავშირებას განახორციელებენ, ეს ალბათობა უფრო მაღალია.

მძღოლის ვიზების მიღების პროცესი უფრო წარმატებულია მათთვის, ვინც შვილობილი БАМАП – Сервис ის მომსახურებით სარგებლობს.

ამას ხელს უწყობს გადამზიდველების მიერ საელჩოში წარდგენამდე მომზადებული დოკუმენტების შემოწმების მრავალსაფეხურიანი სისტემა – თავდაპირველად, ჩაბარებული დოკუმენტაცია ყურადღებით განიხილება ასოციაციის ადგილობრივ ფილიალში, შემდეგ კი საჭიროების შემთხვევაში – ცენტრალურ ოფისში – მინსკში.

ქართველ გადამზიდავს მოუწევს სათანადო დოკუმენტაციის ნაკრების მომზადება და ადგილობრივ სახელმწიფო უწყებაში ჩაბარება, რაც უდაოდ ახალ ბარიერს წარმოადგენს.

კონკრეტული საელჩოს მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების პაკეტს შესაძლოა დაემატოს ევროპაში გადაზიდვების დამკვეთთან – პარტნიორთან დადებული ხელშეკრულების ასლი.

საქართველოს რეალობისათვის, შესაძლებელია ევროპელ ტვირთმფლობელთან იგივე პარტნიორთან ბეჭდით დამოწმებული გადაზიდვის ხელშეკრულების ასლის წარდგენა იყოს აუცილებელი.

ბარიერი მეორე – ქართველ მძღოლ – გადამზიდველს დამატებით მოუწევს საელჩოში ბეჭდით დამოწმებული, ევროპელ ტვირთმფლობელთან გადაზიდვის ხელშეკრულების ასლის წარდგენა.  

ისევ ბელორუსის მაგალითს, რომ დაუბრუნდეთ, ბელორუსის მძღოლისთვის პოლონური ვიზის მისაღებად საჭიროა დადასტურება იმისა, რომ ვიზის მოქმედების პერიოდში ჩატვირთვა – გადმოტვირთვის და გადაზიდვის ოპერაციების სულ მცირე ერთი მესამედი პოლონეთში აწარმოებდა.

ფაქტიურად ბელორუსი მძღოლი ახალი ვიზის მისაღებად ვალდებულია დოკუმენტალურად დაადასტუროს, რომ წინა ვიზით სარგებლობისას გადაზიდვების მესამედს პოლონეთის ტერიტორიაზე ახორციელებდა.

ამ შემთხვევაში, საელჩოს თანამშრომლები აანალიზებენ ვიზის გაცემამდე პერიოდს. ისინი გამომდინარეობენ იქიდან, რომ პოლონეთის საელჩოში მიღებული ვიზა ძირითადად პოლონეთში გადაზიდვებისთვის უნდა იქნას გამოყენებული და თუ მძღოლი ლიეტუვაში გეგმავს გადაზიდვებს, მაშინ ვიზისთვის ლიეტუვის საელჩოს უნდა მიმართოთ.

სავარაუდოდ, ასეთი მიდგომა ყველა საელჩოს ექნება, რაც დამატებით სიძნელეებს შეუქმნის ქართველ გადამზიდველს, რომელიც დადგება ვალდებულების წინაშე – გადაზიდვის გარკვეული მოცულობა, განახორციელოს ვიზის გამცემ სახელმწიფოში.

ბარიერი მესამე – ქართველ მძღოლ – გადამზიდველს წარმოექმნება ვალდებულება გადაზიდვების მესამედი განახორციელოს ვიზის გამცემ სახელმწიფოში.

სადღეისოდ, ბელორუსელ საერთაშორისო მძღოლებს შორის პოლონური ვიზა ყველაზე მოთხოვნადია. რაც აიხსნება იმით, რომ თუ მანამდე ევროკავშირის რომელიმე ქვეყნიდან აღებული ვიზა გააჩნიათ, პოლონეთის საელჩოში  შეუძლიათ, მარტივად გახსნან წლიური ვიზა. 

პოლონეთის საელჩოში ვიზების გამარტივებულმა მიღებამ,  განმცხადებლების დიდი შემოდინება გამოიწვია და გრძელი რიგების გამო ახალი სირთულეები წარმოშვა. ვიზის გახსნის ლოდინმა შესაძლოა სამი კვირიდან ერთ თვემდე (სხვა საელჩოებში – 10 დან14 დღემდეა) გასტანოს.

ბოლო პერიოდში პოლონეთმა ვიზების მიღების პროცესის გამარტივებით, შეძლო თავიანთ ტერიტორიაზე მძღოლების უფრო დიდი რაოდენობის მოზიდვა.

თუ წინა წლებში გადამზიდავი კომპანიები БАМАП-Сервис ში ძირითადად ლიტვის ან გერმანიის ვიზის დოკუმენტებით მოდიოდნენ, სადღეისოდ სურათი მკვეთრად შეიცვალა. ახლა გადამზიდავებს შორის ყველაზე მოთხოვნადი პოლონური ვიზაა.

თუ თვის განმავლობაში გადამზიდავები БАМАП-Сервис ში  დაახლოებით ორმოც სავიზო დოკუმენტის პაკეტს აბარებენ,  ხუთი იგზავნება გერმანიის საელჩოში, ოთხი – ლიტვის საელჩოში, ხოლო დანარჩენი – პოლონეთის საელჩოში.

გასათვალისწინებულია ის გარემოება, რომ ყველა საელჩო თხოულობს სხვადასხვა დოკუმენტების პაკეტს, აქ ცალკე გამოსაყოფია გერმანიის საელჩო.

ბარიერი მეოთხე – ყველა სახელმწიფოს საელჩო თხოულობს განსხვავებულ დოკუმენტების პაკეტს, ქართველ მძღოლ – გადამზიდველს შესაძლოა ნებისმიერ დროს უარი განუცხადონ ვიზის გაცემაზე და მოსთხოვონ დამატებითი დოკუმენტები.

გერმანიის საელჩოს დოკუმენტების ყველაზე ვრცელი პაკეტი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლისთვის პირველ ვიზას ერთდროულად ოთხი თვით ხანგრძლივობით ხსნიან (სხვა საელჩოებში – მხოლოდ ერთი თვის ან 15 დღის ყოფნისთვის, ანუ ერთი გადაზიდვების ციკლისთვის).

შემდგომ ჯერზე, მეორე და ყველა შემდგომი ვიზის მისაღებად, აუცილებელია საელჩოში წინა გადაზიდვების შესახებ დამადასტურებელი სრული ინფორმაციის წარდგენა – სად  განხორციელდა გადაზიდვა, სად და როდის დაიტვირთა და დაისალა.

მომდევნო ვიზის მისაღებად აუცილებელი იქნება  დეტალური ინფორმაცია თანმხლები დოკუმენტების წარდგენით, თუნდაც  ტაქოგრაფის მონაცემები და წერილობითი ახსნა -განმარტებები გერმანულ ენაზე.

ბარიერი მეხუთე – რიგ ქვეყნების საელჩოებში ვიზის ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში, ქართველი მძღოლი – გადამზიდველი ვალდებული იქნება საელჩოში წარადგინოს გადაზიდვებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია, მათ შორის ტახოგრაფის მონაცემების ჩათვლით.

გერმანიის ვიზის მისაღებად სავალდებულო ნაკრები საბუთები არ განსხვავდება სხვა საელჩოებში წარსადგენი დოკუმენტებისგან, მაგრამ სირთულეს წარმოადგენს წინა ვიზის შესახებ მრავალგვერდიანი ანგარიშის ჩაბარება, რომელიც შეიცავს რუტინულ მრავალ შესავსებ ცხრილს.

უფრო მეტიც სავიზო დოკუმენტაცია, უნდა შეივსოს რაც შეიძლება ზუსტად, ცნობილი გერმანული პედანტიზმის გათვალისწინებით. რაც მძღოლების შეფასებით ვიზის აღებისას ძირითად სირთულეს წარმოადგენს.

თუ რომელიმე მონაცემი საელჩოს თანამშრომლებში ეჭვს გააჩენს, მათ შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი დოკუმენტები – ორიგინალი სამგზავრო დოკუმენტები ან ინვოისები.

თითოეული გადაზიდვისთვის დგება ანგარიში, მაშინაც კი, თუ ვიზის მოქმედების პერიოდში ასეთი ათი ან მეტი გადაზიდვა იყო. ცხადია, ასეთი ანგარიშის შესადგენად აუცილებელია ყველა დოკუმენტაციის მოძიება და თავად მძღოლები იძულებულნი არიან მუდმივად აწარმოონ რაღაც დღიურის მსგავსი, სადაც აღირიცხება მომავალი ანგარიშისთვის საჭირო მონაცემები.

გერმანიის საელჩოს მიერ საერთაშორისო მძღოლისთვის ვიზის გაცემის მაქსიმალური ხანგრძლივობა ექვსი თვეა, ლიეტუვას და პოლონეთისთვის  ერთი წელიწადი.

ცხადია, რომ ზემოთ აღწერილი ყველა სირთულის გათვალისწინებით, გერმანიის ვიზაზე მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობის გადამზიდავი მიმართავს, მათ შორის არიან ისინი, ვინც ექსკლუზიურად გერმანიასთან მუშაობს და რომლებსაც გერმანიის ვიზის გარეშე არ შეუძლიათ.

ბარიერი მეექვსე – ქართველი მძღოლი – გადამზიდველის ვიზის ხანგრძლვობა იქნება, არა უვადო არამედ  შეზღუდული ექვსი თვიდან ერთი წლის პერიოდით.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სახელმწიფოს მხრიდან „გარანტირებული ტვირთების“ ხისტი მოთხოვნის დაყენებამ ანაკლიის ნავსადგურის პროექტის ჩაძირვა გამოიწვია

Next Post

ყაზახეთი სატვირთო ავტოტრანსპორტის წონისა და გაბარიტული ზომების ავტომატურ კონტროლზე გადადის – საჭიროა თუ არა საქართველოში ამ სისტემის დანერგვა?

Related Posts

ქვეყანაში სატვირთო ტრანსპორტის უსაფრთხო პარკირების ადგილების დეფიციტი შეინიშნება

საქართველოს საავტომობილო გზაზე, სადაც მრავალი  ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გადაადგილდება, ხშირად წააწყდებით, გვერდულაზე გაჩერებულ სატვირთო მანქანების რიგს. ასეთი…
მეტის ნახვა

მსოფლიოს ტოპ 10  ტრანსკონტინენტური საკონტეინერო საზღვაო გადამზიდავი  კომპანია

პანდემიის შემდეგ კონტინენტთაშორისი საზღვაო გადაზიდვები ჩვეულ რითმს და  სატაბილურ ზრდას დაუბრუნდა. 2024 წელს კონტინენტთაშორისი გადაზიდვების მსოფლიო ბაზრის ზომამ…
მეტის ნახვა

ირანის საზღვარზე ასტარის ტერმინალის გახსნით აზერბაიჯანი ლოგისტუკურ შესაძლებლობებს ზრდის

აზერბაიჯანი სატრანსპორტო სფეროში საკუთარი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, ინტენსიურად ავითარებს ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკურ შესაძლებლობებს. ალიათის ნავსადგურში…
მეტის ნახვა