საქართველოს რკინიგზაზე გადაზიდვების გრძელვადიანი ტენდენციები

საქართველოს რკინიგზაზე გრძელვადიანი დაკვირვების (2003 – 2024 წლები) შედეგად იკვეთება შემდეგი ტენდენციები:

საქართველოს რკინიგზით გადაზიდვების მაქსიმალური მაჩვენებელი 2006 – 2007 – 2008 წლებში ფიქსირდება, პიკი 2007 წელს 22.3 მლნ ტონა. იმავე წელს საქართველოს რკინიგზამ გადაზიდა მაქსიმალური ნავთონის (ნედლი ნავთობი და ნავთოპროდუქტები) მოცულობა 13.5 მლნ ტონა. 2007 წელს დაფიქსირდა მშრალი ტვირთების მაქსიმალური მოცულობა  11.5 მლნ ტონა.

2003 – 2024 წლების გადაზიდვების ანალიზი ნათლად მიუთითებს, რომ რკინიგზა 2003 – 2012 წლებში ძირითადად ორიენტირებული იყო თხევადი ტვირთების გადაზიდვებში, 2012 – 2024 წლებში ეტაპობრივად ხდება თხევადი ტვირთების მშრალი ტვირთებით ჩანაცვლება.

ნავთობნაკადის შემცირების მიზეზი, მისი შემადგენელი  ნედლი ნავთობის რკინიგზის სეგმენტიდან მილსადენში გადამისამართება იყო.

2022 წელს საქართველოს რკინიგზაზე, საომარი მოქმედებების შედეგად მშრალი ტვირთების მოცულობა 10.0 მლნ ტონამდე გაიზარდა, მომდევნო წლებში მშრალი ტვირთების მოცულობების ზრდა ვერ შენარჩუნდა და 2024 წელს მშრალი ტვირთები 8.4 მლნ ტონამდე შემცირდა. რაც უპირველეს ყოვლისა მშრალი ტვირთების ადრინდელ დერეფნებში დაბრუნებით არის განპირობებული.

2015 – 2021 წლებში საქართველოს რკინიგზაზე გამოკვეთილად შეინიშნებოდა გადაზიდვების ვარდნის ტენდენცია. საქართველოს რკინიგზაზე მინიმალური გადაზიდვა 2018 წელს დაფიქსირდა და შეადგინა 10.0 მლნ ტონა.

2016 – 2022 წლებში საქართველოს რკინიგზაზე შესამჩნევად მცირდება ნავთობის გადაზიდვის მოცულობები, 2018 – 2020 წლებში რკინიგზამ მინიმალური მოცულობა 3.1 მლნ ტონა გაატარა.

რკინიგზით გადაზიდვების გრძელვადიანი ტრენდის ანალიზი ნათლად მიუთითებს პიკურ გადაზიდვებს (2006 წელი – 22.3 მლნ ტონა) და მინიმალურს (2018 წელი -10.0 მლნ ტონა) შორის შემცირების 55 % იან მაქსიმალურ ამპლიტუდას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

უკრაინის რკინიგზა სალოკომოტივო პარკს ანახლებს – ფრანგულ ელმავალმშენებელ გიგანტ Alstom-თან სტრატეგიული ხელშეკრულება გაფორმდა

Next Post

ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნები შუა დერეფნის საპირწონედ ტრანსავღანური დერეფნების განვითარების შესაძლებლობას განიხილავენ

Related Posts

საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო საზღვარზე ტვირთბრუნვა – შუა დერეფნის ფუნქციონირების საკვანძო ინდიკატორია

იმისათვის, რომ შეფასდეს სატრანსპოტო დერეფნის, როგორც ერთიანი ორგანიზმის ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია გაანალიზირებული იქნეს, დერეფნის საკვანძო წერტილებში, როგორიცაა ნავსადგურები და…
მეტის ნახვა

ყულევის ტერმინალი ნავთობქიმიური ტვირთების ნომენკლატურის გაფართოების პარალელურად სარეზერვუარო ინფრასტრუქტურას ავითარებს

ყულევის ტერმინალმა, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ი მართავს, 2025 წელს 2.2 მლნ ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ასევე…
მეტის ნახვა

ფოთის ნავსადგურის გაფართოება პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია

სახელმწიფოსა და APM Terminals ს შორის 2018 წელს დაწყებული დავა, ფოთში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აშენების და ჩრდილოეთით განვითარებასთან დაკავშირებით,…
მეტის ნახვა