საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო საზღვარზე ტვირთბრუნვა – შუა დერეფნის ფუნქციონირების საკვანძო ინდიკატორია

იმისათვის, რომ შეფასდეს სატრანსპოტო დერეფნის, როგორც ერთიანი ორგანიზმის ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია გაანალიზირებული იქნეს, დერეფნის საკვანძო წერტილებში, როგორიცაა ნავსადგურები და სხვადასხვა ქვეყნების რკინიგზების მიერთების პუნქტები – ტვირთბრუნვის  დინამიკის მაჩვენებლები.

შესწავლილი იქნეს, ტვირთნაკადების სტრუაქტურა, მათი შემცირების ფაქტორები და განისაზღვროს რა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, მოხდა ამა თუ იმ ტვირთის ალტერნატიულ დერეფანში გადამისამართება.

იმისათვის, რომ ტვირთფლობელმა შეირჩიოს ესა თუ ლოგისტიკური მარშრუტი და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, წინმსწრებად უნდა ფლობდეს ინფორმაციას, ხუთი კომპონენტის შესახებ: დრო, დანახარჯი, დაცულობა, მომსახურება და საიმედობა.

ხუთივე ამ კომპონენტის ვარიაციით იღებს ტვირთმფლობეილი გადაწყვეტილებას, მარშრუტის დივერსიფიკაციის შესახებ.

 ამ თვალსაზრისით, საქართველოზე გამავალი დერეფნის ფუნქციონირება, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული – ამ ხუთივე კომპონენტზე. კერძოდ, ტვირთების ჩასახვის წერტილიდან, ჩინეთ – ყაზახეთის საზღვრიდან,  დერეფნის მთელ სიგრძეზე მოწყობილ თანამედროვე სატერმინალო ქსელის მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.

ამ თვალსაზრით, ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შუა დერეფნის, ერთ – ერთ საკვანძო, აზერბაიჯან – საქართველოს რკინიგზების მიერთების მონაკვეთზე, ტვირთბრუნვა 2007 წლიდან – 15.4 მლნ ტონიდან,  პერმანენტულად მცირდება  და 2018 წელს მინიმუმს 5.2 მლნ ტონას მიაღწია, ფაქტიურად 10 წელიწადში 3 ჯერ შემცირდა.

2018 წლიდან შუა დერეფნის საქართველო – აზერბაიჯანის მიერთების საზღვარზე, ტვირთბრუნვა იზრდება და რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა დერეფნებიდან გადმომისამართებული ტვირთების ხარჯზე – 2022 წელს 10.2 მლნ ტონა მიაღწია.

 აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ ფორმირებულ ტვირთბრუნვა თითქმის 4 ჯერ აღემატება საქართველოდან აზერბაიჯანისკენ ტვირთბრუნვას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი

Next Post

შუა დერეფნის  – პრიორიტეტული ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტები

Related Posts

უზბეკეთი CASCA + ის დერეფნით, ფოთიდან აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით სატრანზიტო გადაზიდვებს აფართოებს

საქართველოზე გამავალი დერეფნით ცენტრალური აზიაში ჩასახული ახალი ტვირთნაკადების მოზიდვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ კონტრიბუციას წარმოადგენს. პარალელურად, ქვეყნის სატრანზიტო პოლიტიკა…
მეტის ნახვა

ბაქო – თბილისი – ყარსის მაგისტრალის ექსპლუატაციაში გაშვებით, ახალქალაქის სადგურში ადგილობრივ ბიზნესს ჩატვირთვა – გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა

შუშან შირინიანი– საინფორმაციო ვებგვერდის Jnews-ის თანადამფუძნებელი, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ჟურნალისტი 19 წლიანი გამოცდილებით. ძირითადი თემები – ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი…
მეტის ნახვა

ჩინეთი – ევროპა – ჩინეთის სარკინიგზო გადაზიდვებში, შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობა მზარდი დინამიკით ხასიათდება

ჩინეთის რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების ბაზარი განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზეა გადასული, რაც გლობალური სარკინიგზო საკონტეინერო გადაზიდვების მონაცემებით დასტურდება. 2025…
მეტის ნახვა