საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (UK Good Governance Fund) ხელშეწყობით საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი.

პროექტის მიზანსთანამედროვე ციფრული სისტემებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვით,   საქართველოს ნავსადგურების გამტარუნარიანობის შესაძლებლობების გაზრდა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულად ასათვისება წარმოადგენდს.

საქართველოს საზღვაო დარგის 400 ზე მეტი მონაწილე, სადღეისოდ უკვე იყენებს ინოვაციურ ციფრულ პლატფორმას, რომელიც გამორიცხავს დოკუმენტაციის ხელით მიმოცვლას, ზრდის ოპერაციათა გამჭირვალეობას და აუმჯობესებს აგენტებს შორის ურთიერთამოკიდებულებას, ეს ყოველივე  ერთობლიობაში ზრდის საქართველოს როგორც შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნის ლოგისტიკურ შესაძლებლობებს.   

HPC Hamburg Port Consulting მა Prodevelop და Plisk Consulting ერთობლივად, დაასრულა National Maritime Single Window (MSW) სისტემის შემოწმების პროცესი.

შემოთავაზებული ინოვაციური ციფრული პლატფორმა, სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს (EMSA) მოთხოვნებს.

ნავსადგურებში აღნიშნული Maritime Single Window (MSW) სისტემის გამოყენებით, გაადვილებულია, როგორც საპორტო ოპერატორებს ასევე აგენტებს და სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაცია. სისტემა გამორიცხავს პროცესების დუბლირებას და ზრდის სამუშაოთა ეფექტიანობას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების გაზრდის  რეზერვი არსებობს

Next Post

საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო საზღვარზე ტვირთბრუნვა – შუა დერეფნის ფუნქციონირების საკვანძო ინდიკატორია

Related Posts

ჩადებული თანხების ამოღების თვალსაზრისით, საქართველოზე გამავალ ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზო მიმართულებას თურქეთ – სომხეთის დამაკავშირებელ ყარსი – გიუმრის რკინიგზის სახით მძლავრი კონკურენტი გაუჩნდება

ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის საქართველოს მხარეს რუსთავი – მარაბდის 152 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის და ახალი…
მეტის ნახვა

საზღვაო მარშრუტების ბლოკირების ფონზე, ჩინეთი, შუა დერეფნის გამოყენებით, ცენტრალური აზიის მიმართულებით სახმელეთო მარშრუტებს აფართოვებს

გეოპოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად, რომელიც, პირველ რიგში, საზღვაო – სავაჭრო მარშრუტების სტაბილურობაზე აისახა, თვალშისაცემია, ჩინეთის ქმედება – დივერსიფიკაცია გაუკეთოს…
მეტის ნახვა

სარკინიგზო სექტორში სახიფათო ტვირთების გადაზიდვების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციით, დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლების ახალი ეტაპი იწყება

ლევან  ლომსაძე  – შპს “GeoRail-consulting”-ის  დირექტორი და დაფუძნებელი,  სარკინიგზო  ინჟინერიის   აკადემიური  დოქტორი სახიფათო ტვირთების გადაზიდვების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის…
მეტის ნახვა