საქართველო – აზერბაიჯანის სარკინიგზო საზღვარზე ტვირთბრუნვა – შუა დერეფნის ფუნქციონირების საკვანძო ინდიკატორია

იმისათვის, რომ შეფასდეს სატრანსპოტო დერეფნის, როგორც ერთიანი ორგანიზმის ფუნქციონირება, მნიშვნელოვანია გაანალიზირებული იქნეს, დერეფნის საკვანძო წერტილებში, როგორიცაა ნავსადგურები და სხვადასხვა ქვეყნების რკინიგზების მიერთების პუნქტები – ტვირთბრუნვის  დინამიკის მაჩვენებლები.

შესწავლილი იქნეს, ტვირთნაკადების სტრუაქტურა, მათი შემცირების ფაქტორები და განისაზღვროს რა ფაქტორების ზემოქმედების შედეგად, მოხდა ამა თუ იმ ტვირთის ალტერნატიულ დერეფანში გადამისამართება.

იმისათვის, რომ ტვირთფლობელმა შეირჩიოს ესა თუ ლოგისტიკური მარშრუტი და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, წინმსწრებად უნდა ფლობდეს ინფორმაციას, ხუთი კომპონენტის შესახებ: დრო, დანახარჯი, დაცულობა, მომსახურება და საიმედობა.

ხუთივე ამ კომპონენტის ვარიაციით იღებს ტვირთმფლობეილი გადაწყვეტილებას, მარშრუტის დივერსიფიკაციის შესახებ.

 ამ თვალსაზრისით, საქართველოზე გამავალი დერეფნის ფუნქციონირება, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული – ამ ხუთივე კომპონენტზე. კერძოდ, ტვირთების ჩასახვის წერტილიდან, ჩინეთ – ყაზახეთის საზღვრიდან,  დერეფნის მთელ სიგრძეზე მოწყობილ თანამედროვე სატერმინალო ქსელის მდგომარეობაზე და მასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე.

ამ თვალსაზრით, ,,სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ შუა დერეფნის, ერთ – ერთ საკვანძო, აზერბაიჯან – საქართველოს რკინიგზების მიერთების მონაკვეთზე, ტვირთბრუნვა 2007 წლიდან – 15.4 მლნ ტონიდან,  პერმანენტულად მცირდება  და 2018 წელს მინიმუმს 5.2 მლნ ტონას მიაღწია, ფაქტიურად 10 წელიწადში 3 ჯერ შემცირდა.

2018 წლიდან შუა დერეფნის საქართველო – აზერბაიჯანის მიერთების საზღვარზე, ტვირთბრუნვა იზრდება და რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა დერეფნებიდან გადმომისამართებული ტვირთების ხარჯზე – 2022 წელს 10.2 მლნ ტონა მიაღწია.

 აზერბაიჯანიდან საქართველოსკენ ფორმირებულ ტვირთბრუნვა თითქმის 4 ჯერ აღემატება საქართველოდან აზერბაიჯანისკენ ტვირთბრუნვას.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

საქართველოს ნავსადგურებში, წარმატებით გაიარა ტესტირება და ამოქმედდა  საზღვაო ტრანსპორტის გაციფრულების პროექტი

Next Post

შუა დერეფნის  – პრიორიტეტული ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტები

Related Posts

რამდენს შეადგენს თურქეთის სრუტეებით სარგებლობის გადასახადი 

ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით წელიწადში  საშუალოდ 42 000 მცირე თუ დიდი გემი სარგებლობს, სამჯერ აღემატება სუეცის და ოთხჯერ…
მეტის ნახვა

აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო ფლოტის განვითარება – შუა დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას უკავშირდება

2025 წელს აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო სანაოსნო კომპანიის, ASCO-ს, გემებმა, რომლებიც სტრუქტურულად AZCON Holding-ში არიან გაერთიანებული, საზღვაო მიმართულებებით 9.1…
მეტის ნახვა

სატრანზიტო ფუნქციის მატარებელი ქვეყნიდან – რეგიონის გლობალურ საზღვაო სახელმწიფოდ გადაწყობა – საქართველოს საზღვაო სავაჭრო ფლოტის აღდგენა-განვითარებას უკავშირდება (ნაწილი პირველი)

ალეკო შარაძე – ეკონომიკის დოქტორი, საზღვაო სამართლის ლექტორი, საზღვაო ტრანსპორტის მართვისა და განვითარების მიმართულებით 25-წლიანი გამოცდილებით. 1999-2006 წწ.…
მეტის ნახვა