ბოლო პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნები სულ უფრო ინტენსიურად ავითარებენ საკუთარ სამრეწველო შესაძლებლობებს. აღნიშნული სტრატეგია ითვალისწინებს მსოფლიო ბაზრებზე ნედლეულის ნაცვლად გადამუშავებული პროდუქციის მიწოდებას.
ხშირად შეხვდებით ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა საპრეზიტენტო პროგრამებში ან ამა თუ იმ დარგის განვითარების სტრატეგიულ ხედვებში, მათ მისწრაფებას – „ნედლეულიდან – მზა პროდუქციამდე“.
ასეთი სტრატეგიული ხედვა, მოითხოვს ამ ქვეყნებიდან გადამუშავებული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრათ ახალი თუ უკვე აპრობირებული დერეფნების შესაძლებლობების გამოვლენას.
ამ ეტაპზე, სახეზეა რეგიონში ახალი ტვირთნაკადების „ჩასახვის“ და მათი სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით გადანაწილების და დამკვიდრების პროცესი.
როდესაც საუბარია ტვირთნაკადების დამკვიდრებაზე, ჩანასახშივე მნიშვნელოვანია, დერეფნის სახელმწიფოთა ერთიანი ხედვა ამა თუ იმ ტვირთის გრძელვადინ ჭრილში მოსაზიდათ.
საქართველო ამ პროცესში არა უბრალოდ ტვირთნაკადების გამტარის ფუნქციით უნდა შემოიფარგლოს, არამედ თვითონ უნდა იყოს ახალი ტვირთნაკადების გასატარებლად ლოგისტიკური შესაძლებლობების შემთავაზებელი, რაც იმაში გამოიხატება, რომ პირველ რიგში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩვენი საელჩოების დახმარებით ფლობდეს ამომწურავ ინფორმაციას ამა თუ იმ სამრეწველო ობიექტის შესაძლებლობების და მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის შესახებ.
სამწუხაროთ, რამდენიმე წლის უკან დაანონსებული ინიციატივა, ცეტრალური აზიის ქვეყნების საქართველოს საელჩოებში, ამ ფუნციის შესასრულებად, ეკონომიკური მრჩევლების ნომინირების შესახებ – კრახით დასრულდა, არადა ქვეყნის სტრატეგიული კურსის, სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების განმტკიცებისათის, სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო საელჩოების საქმიანობის ამ მიმართულებით გაძლიერება.
ამ თვალსაზრისით, ჩვენი ორგანიზაცია – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად ყურადღებას ამახვილებს, რეგიონში ახალი სამრეწველო ობიექტების და მათ მიერ გამოშვებული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად შუა დერეფნის გამოყენების შესაძლებლობებზე.
ჩვენს დღევანდელ ანალიტიკას, ყაზახეთის მთავრობის მიერ, ხუთი ახალი სამრეწველო ობიექტის განვითარებაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირების შესახებ განცხადებას დაუთმობთ.
ყაზახეთის პრემიერმა ქიმიურ და მეტალურგიულ სფეროებში ხუთი მსხვილი სამრეწველო პროექტი განხორციელება დაანონსა, რომელთა საერთო საინვესტიციო მოცულობა 10 მილიარდ დოლარს შეადგენს. აღნიშნული ობიექტების ექსპლუატაციაში გაშვება ეტაპობრივად 2029 წლისთვის იგეგმება.

პირველი ობიექტი – ყაზახეთის აღმოსავლეთით აბაის რეგიონში 300 ათას ტონა წლიური წარმადობის სპილენძის სადნობი საწარმოს KAZ Minerals Selting ის გაფართოება, სადაც 1.5 მილიარდი დოლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული.
მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების შეძენა – ინსატლირება, ქარხანა ორიენტირებულია სამი სხვადასხვა საბადოდან სპილენძის კონცენტრატის გადამუშავებაზე.
ახალი საწარმო დააკმაყოფილებს შიდა და საექსპორტო ბაზრების საჭიროებებს სპილენძის შემცველი ნედლეულისა და კათოდური სპილენძის გადამუშავებაში, რომელიც ელექტროენერგეტიკულ მრეწველობაში და მანქანათმშენებლობაში გამოიყენება.

KAZ Minerals Selting
მეორე ობიექტი – ყაზახეთის ცენტრალურ ყარაგანდის რეგიონშია განთავსებული. მეტალურგიული კომბინატი სს Qarmet ში, სადღეისოდ არსებული სიმძლავრეების ფართომასშტაბიანი მოდერნიზაციის პროგრამა მიმდინარეობს. ინვესტიციის მოცულობა 3.5 მილიარდი დოლარია.
2028 წლისთვის იგეგმება წლიურად ლითონის მადნის კონცენტრატისა და ფოლადის ჯამში 5 მილიონი ტონის წარმოება.

სს Qarmet ი
მესამე ობიექტი – ყაზახეთის ჩრდილოეთით კოსტანაის რეგიონშია, მისი გაფართოება სს ССГПО ს ბაზაზე განხორციელდება. დაგეგმილია სამთო მრეწველობის გიგანტი რკინის მადნის მინერალური რესურსების მოპოვება და გადამამმუსავებელი ქარხნის საწარმოო სიმძლავრეების გაზრდა, რომელიც წელიწადში 2 მლნ ტონა ბრიკეტირებული ლითონის წარმოებისთვისაა განკუთვნილი. ინვესტიციის მოცულობა 1.2 მილიარდი დოლარია.

სს ССГПО
მეოთხე ობიექტი – დასავლეთ ყაზახეთის რეგიონში, სატიმოლის საბადოზე კალიუმის ქლორიდის გამდიდრებისა და წარმოების კომპლექსის გაფართოებაა.
ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება ოთხ ეტაპად იგეგმება, ეტაპობრივი გაზრდით გამომუშავებული პროდუქცია – კალიუმის ქლორიდი წელიწადში – 12 მილიონ ტონას მიაღწევს. ჩადებული ინვესტიციის მოცულობა – 2.4 მილიარდი დოლარია.

მეხუთე ობიექტი – ყაზახეთის დასავლეთით მანგისტაუს რეგიონში შპს KazAzot Prime ი კარბამიდის კომპლექსის გაფართოებაა.
პროდუქცია გათვალისწინებულია მინერალურ სასუქების შიდა და საექსპორტო ბაზრებზე მისაწოდებლად. ექსპლუატაციაში გაშვება 2029 წლისათისაა დაგეგმილი. ინვესტიციის მოცულობა 1.5 მილიარდი დოლარია.

შპს KazAzot Prime
დასკვნის სახით – ცენტრალური აზიის რეგიონში სადღეისოდ მიმდინარეობს ახალი ტვირთნაკადების „ჩასახვის“ და მათი სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით გადანაწილება – დამკვიდრების პროცესი, რისი დადასტურებაცაა, ხუთი სამრეწველო ობიექტის განვითარებაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირების შესახებ ყაზახეთის მთავრობის განცხადება.
საქართველო ამ პროცესში მხოლოდ ტვირთნაკადების გამტარის ფუნქციით არ უნდა შემოიფარგლოს, არამედ თვითონ უნდა იყოს ახალი ტვირთნაკადების გასატარებლად ლოგისტიკური შესაძლებლობების შემთავაზებელი.
რეგიონში მათ შორის, ცენტრალური აზიის ქვეყნების სამრეწველო შესაძლებლობების გამოსავლენად და სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების განმტკიცებისათის, აუცილებელია ცეტრალური აზიის ქვეყნების საქართველოს საელჩოებში, ამ ფუნციის შესასრულებად – ეკონომიკური მრჩევლების ნომინირება.