„მიმაჩნია, რომ იმ სახელმწიფო პირებს, რომლებიც მსხვილ პროექტებს ახორციელებენ, ფინანსურად ტევადი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის გამოცდილება არ აქვთ“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა და გაჭიანურებულ საგზაო პროექტებზე ისაუბრა.

„ბიზნესპრესნიუსი“ არაერთხელ წერდა გაჭიანურებულ საგზაო პროექტებზე. მაგალითად, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, E-60-ის (წითელი ხიდი-თბილისი-სენაკი-ფოთის პორტი) მაგისტრალის მშენებლობის დასრულება 2032 წლისთვის იგეგმება.

ამის გარდა, „ბიზნესპრესნიუსი“ მიმდინარე წლის ივნისში წერდა, რომ კიდევ ერთხელ გადაიდო ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია. ესაა მონაკვეთი, რომელმაც ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობა 1.5 სთ-ით უნდა შეამციროს. ამ გზის მშენებლობა 9 წელზე მეტია გრძელდება, ბოლო მონაცემებით, სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლომდე იგეგმება.

რატომ ჭიანურდება გზების მშენებლობა

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა იმ ძირითადი მიზეზებით, რაც ქვეყანაში მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების თავდაპირველად დაგეგმილ ვადებში განხორციელებას აფერხებს და აღნიშნულთან დაკავშირებით სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელს პაატა ცაგარეიშვილს ვესაუბრეთ:

„არ გვაქვს ისეთი ორგანიზაცია ან ორგანიზაციათა ერთობლიობა, რომელსაც ფინანსურად ტევადი პროექტების მართვა შეუძლია. ვერ დამისახელებთ ბოლო 15-20 წლის განმავლობაში განხორციელებულ ისეთ მსხვილ პროექტს, რომელსაც სასწაული ვადაგადაცილება არ აქვს. მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთი დღემდე დაუსრულებელია, 2007 წელს დაიწყო პროექტი და 2016 წლიდან ყოველ წელს უნდა დასრულებულიყო.

ანდაც ავიღო რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რომელიც დღესაც დაუსრულებელია, ეს პროექტი 2010 წელს დაიწყო. საუბარი აღარ არის ანაკლიის პროექტზე, რომელიც უფრო პოლიტიკური ინსინუაციების გამოა, ჩემი აზრით, შეჩერებული.

 მიმაჩნია, რომ იმ პროექტების მართვის გამოცდილება, რომელთა ღირებულება ნახევარ მილიარდს სცილდება, სახელმწიფოს არ გააჩნია.

გამოცდილების ნაკლებობას ემატება ისიც, რომ შემოდის კორუფციული მომენტებიც. კერძოდ, ხშირ შემთხვევაში არაგამჭვირვალედ ჩატარებულ ტენდერებში ასპარეზზე შემოდიან ის ქვეკონტრაქტორები და შემსრულებლები, რომლებიც აქცენტირებული არიან არა პროექტის დროზე დასრულებაზე, არამედ პრივატული მოგების მაქსიმალიზაციაზე. საგზაო პროექტების დასრულების გაჭიანურებაში მე ვხედავ ორ პრობლემას: მართვის პრობლემას და გაუმჭვირვალე ტენდერებს.

გამოწვევების გადაჭრას სჭირდება გამოცდილება, გამჭვირვალობა და სახელმწიფო მხრიდან კონტროლი, რომ პროექტები დროულად განხორციელდეს,“ – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას პაატა ცაგარეიშვილმა.

ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტუტის სივრცითი მოწყობის პროექტები

სქემაზე წარმოდგენელია, საქართველოს საყრდენი საგზაო ინფრასტრუქტურის ღერძები, რომელიც კრავს ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურას.

საგზაო ინფრასტრუქტურის ექვსი ღერძი, ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრემიერ გ. კვირიკაშვილის მიერ 2017 წელს შემუშავებულ ხედვას ესადაგება.

საგზაო ინფრასტრუქტურის ექვსი ღერძში გაერთიანებულია 23 საავტომობილო საგზაო მონაკვეთის მშენებლობა რეაბილიტაციის პროექტი.

სადღეისოდ აღნიშნული ჩამონათვალიდან სრულად მხოლოდ 3 პროექტია დასრულებული, დანარჩენს ჯერ კიდევ მიმდინარე სტატუსი გააჩნია.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ყაზახეთი შუა დერეფნის მონაკვეთზე 600 მლნ დოლარის ინვესტიციის განთავსებით – საქართველოს უბიძგებს საკუთარი ინფრასტრუქტურის სინქრონული განვითარებისკენ

Next Post

ზემო ლარსზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ელექტრონული რიგის დაჯავშნის საპილოტე სისტემის ამოქმედება ე.წ. შუამავლების ჩართულობას და ფინანსურ მაქინაციებს გამოიწვევს

Related Posts

ბათუმის ნავსადგური სანახევროდაა დატვირთული –  ნავთობის ნავმისადგომები – 12 % ით,   საბორნე კომპლექსი – 28 % ით, საკონტეინერო ტერმინალი – 45 % ით, მშრალი ტვირთების ნავმისადგომები – 70 % ით

2024 წლის ბათუმის ნავსადგურის ტვირთების გადამუშავების და ნავთობის გატარების მაჩვენებლების წინა წელთან შედარება, ხშირ შემთხვევაში იძლევა არასწორი დასკვნების…
მეტის ნახვა

რეგიონის ქვეყნებში სარკინიგზო მანქანათმშენებლობა ინტენსიურად ვითარდება,  საქართველოში კი  „შტადლერის“ ქარხნის მშნებლობის პროექტი ჩავარდა    

შუა დერეფნის ქვეყნები ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მისაღწევად ინტენსიურად ავითარებენ სარკინიგზო მანქანათმშენებლობის მიმართულებას. ახლახანს თურქეთმა   საკუთარი წარმოების E5000 ტიპის ელმავლები…
მეტის ნახვა

მძღოლების გლობალური დეფიციტი საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე მტკივნეულად აისახება

საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის IRU ს მიერ, ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების  გლობალურ დეფიციტზე და 2029 წლისთვის,…
მეტის ნახვა