დივრიგი – ყარსი – საქართველოს საზღვარი –  სარკინიგზო პროექტის პერსპექტივა

დ. გოჩავა – რკინიგზის ექსპერტი მოსაზრება

თურქეთის მთავრობამ თავისი საქმიანობის პრიორიტეტად გაიხადა „შუა დერეფნის“ სარკინიგზო მდგენელის განვითარება თავის ტერიტორიაზე.

 მთავრობამ მიიღო „ტრანსპორტის და ლოგისტიკის განვითარების გენერალური გეგმა 2053 წლამდე“ (Transport and Logistics Master Plan 2053 – U2053), რომელიც ითვალისწინებს თურქეთის «გადაქცევას „შუა დერეფნის“ ლოგისტიკურ ბაზად» (“become a logistics base in the Middle Corridor”).

  თურქეთის მთავრობა განიხილავს „შუა დერეფნის“ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე ორიენტირებულ რამდენიმე საინვესტიციო პროექტს, რომელიც, როგორც მოელიან, გარდაქმნის დერეფანს გრძელვადიან პერსპექტივაში მიმზიდველ სატრანსპორტო არტერიად. მათ შორის იგულისხმება სარკინიგზო ხაზის „დივრიგი – ყარსი – საქართველოს საზღვარი“ და სტამბოლში „სულთან სელიმ იავუზის ხიდზე“ სარკინიგზო მიმოსვლის რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია. აღნიშნული ამბიციური საინვესტიციო პროგრამის მთავარი მხარდამჭერია “მსოფლიო ბანკი”.

რკინიგზის ექსპერტის მოსაზრებით, 660 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის „დივრიგი – ყარსი – საქართველოს საზღვარი“ მოდერნიზაციის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ მახასიათებლების და ერთობლიობაში  პროექტის რეალიზაციის შემდეგ თურქეთის და საქართველოს რკინიგზებს შორის სხვაობა დაახლოებით იქნება ისეთი, როგორიცაა სხვაობა “სქური წალენჯიხასა” და “ბარსელონას” შორის… და ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება დროთა განმავლობაში, თუ რამე არ ვიღონეთ…

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ბათუმის ნავსადგური სანახევროდაა დატვირთული –  ნავთობის ნავმისადგომები – 12 % ით,   საბორნე კომპლექსი – 28 % ით, საკონტეინერო ტერმინალი – 45 % ით, მშრალი ტვირთების ნავმისადგომები – 70 % ით

Next Post

შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების გაზრდის  რეზერვი არსებობს

Related Posts

რკინიგზის შემოსავლები 10 წლის წინანდელ მაქსიმუმს უახლოვდება

2024 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 686 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბუნებრივია სარეკორდო მაჩვენებლად შეფასდა. რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის მიმზიდველობა – საქართველოში სატვირთო ვაგონების პარკის სისტემურ განახლებას და მასში კერძო სექტორის ჩართვას უნდა ემყარებოდეს

ლევან ლომსაძეშპს “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი და დირექტორისარკინიგზო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი შუა დერეფნის (MC) ეფექტიანობის გაზრდის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას სატვირთო…
მეტის ნახვა

ზანგეზურის დერეფანი და რუსეთის ინტერესები

სადღეისოდ ზანგეზურის დერეფნის შესაძლო განბლოკვასთან დაკავშირებით ბევრი იწერება პირდაპირ თუ ირიბად ჩართული ქვეყნების, ძირითადად სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის…
მეტის ნახვა