მსოფლიო ბანკის შეფასებით – საქართველო ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოს განეკუთვნება

ნებისმიერი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობა, მასში გაერთიანებული თვითოეული სახელმწიფოს ლოგისტიკური შესაძლებლობებით ფასდება.

საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული ნებისმიერი კომპანია, სწორედ ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსზე (LPI) დაყრდნობით იღებს, ამა თუ იმ დერეფნის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას.

ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსი (LPI) მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული რეიტინგია, რომლის მიზანია, დაეხმაროს ქვეყნებს – საერთაშორისო სავაჭრო ლოგისტიკის სფეროში გამოავლინონ – ჩამორჩენები, გამოწვევები და საკუთარი შესაძლებლობები.

ლოგისტიკის ინდექსი (LPI) მიხედვით – პირველ ადგილს სინგაპური იკავებს, რომელიც გლობალური ვაჭრობის ერთ – ერთი მთავარი ცენტრია.  მეორე ადგილზე ფინეთია, მესამე ადგილს კი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა – დანია, გერმანია, ნიდერლანდები და შვეიცარია იკავებს.

ლოგისტიკის ინდექსის შეფასება 2010 წლიდან იწყება და ყოველი ორი წლის ინტერვალით ტარდება. 2020 წელს პანდემიის გამო გამოკვლევა არ ჩატარებულა. ბოლო შეფასება 2023 წელს განხორციელდა.

ინდექსი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ლოგისტიკური ბაზრის მონაწილეების, იგივე გადამზიდავი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზეა შედგენილი.

ქვეყნის ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსი ექვსი სხვადასხვა კრიტერიუმით განისაზღვრება, რომელიც საბოლოოდ ლოგისტიკის ეფექტურობის ჯამური ინდექსით ფასდება.

ლოგისტიკის ინდექსის მაჩვენებლების მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოს პოზიციონირების შესახებ ანალიტიკას გთავაზოთ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი”.

ლოგისტიკის ინდექსის მაჩვენებლების შედარებითი კვლევა მოიცავს 2012 – 2023 წლების პერიოდს, აღნიშნული დიაპაზონის შერჩევის მიზანია, ნათლად დავინახოთ, ლოგისტიკის სფეროში საქართველოს პოზიციონირების გაუმჯობესების და ჩამორჩენის მიმართულებები (იხ. დიაგრამა).

ინფრასტრუქტურის (ნავსადურები, რკინიგზა, საავტომობილო გზები) ხარისხი – საქართველოს 2012 წელს – 58 ე საფეხური ეკავა, 2023  წელს – 108 ე საფეხური (გაუარესება 50 ადგილით);

საბაჟო პროცედურების ეფექტიანობა – 2012 წელს – 44 ე საფეხური, 2023 წელს – 77 ე საფეხური (გაუარესება 30 ადგილით);

საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზების სიმარტივე – 2012 წელს – 91 ე საფეხური, 2023 წელს – 85 ე საფეხური (გაუმჯობესება 6 ადგილით);

ტვირთების მეთვალყურეობის უზრუნველყოფა – 2012 წელს – 93 ე საფეხური, 2023 წელს – 80 ე საფეხური (გაუმჯობესება 13 ადგილით);

ტვირთების დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადები – 2012 წელს -115 ე საფეხური, 2023 წელს -76 ე საფეხური (გაუმჯობესება 39 ადგილით);

ლოგისტიკური პროცესების განხორციელების კომპეტენცია – 2012 წელს – 70 ე საფეხური, 2023 წელს – 92 ე საფეხური (გაუარესება 22 ადგილით);

ლოგისტიკის ეფექტურობის ჯამური ინდექსით – 2012 წელს – 77 ე საფეხური, 2023 წელს – 79 ე საფეხური (გაუარესება 2 ადგილით);

დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს,  რომ ბოლო 10 წელიწადში ლოგისტიკის ეფექტიანობის ექვსი მიმართულებიდან, საქართველოს პოზიციონირება გაუმჯობესდა სამ კომპონენტში, ასევე გაუარესდა სამ კომპონენტში.

საერთო ჯამში, ამავე პერიოდში – გაუარესებულია  ლოგისტიკის ეფექტურობის ჯამური ინდექსი.

საქართველოს 2023 – 2030 წლების ტრანსპორტის და ლოგისტიკის ეროვნული სამოქმედო გეგმის მიხედვით ლოგისტიკის ინდექსის (LPI) პოზიციონირების სამიზნე მაჩვენებლად 2026 წელს – <74 ე საფეხური, ხოლო 2030 წელს – < 69 საფეხურია შერჩეული.

10 წლიანი პოზიციონირების გაუარესების ხარჯზე, სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამიზნე მაჩვენებლების გაუმჯობესება რთულ ამოცანას წარმოადგენს, რომლის მისაღწევად აუცილებელი იქნება, დროში გაწელილი, მუდმივად კორექტირებადი,  სამოქმედო გეგმის შემუშავება.

განხილული ექვსი კომონენტიდან გამოსაყოფია ინფრასტრუქტურის (ნავსადურები, რკინიგზა, საავტომობილო გზები) ხარისხის მაჩვენებელი, რომელშიც საქართველოს პოზიციონირება – ბოლო  10 წელიწადში – 50 პოციციითაა გაუარესებული.

ინფრასტრუქტურული მაჩვენებელის საგრძნობი  ჩამორჩენილობა განპირობებულია ძირითადად იმით, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა, სხვა ქვეყნებთან შედარებით ნელი ტემპებით ვითარდება, რაც თანხვდენილია ინვესტიციების შემოდინების სიმცირით.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, იმ გარემოებას, რომ   – ინფრასტრუქტურის მდგომარეობის შეფასების  მაჩვენებელი 2018 წლის, წინა კვლევასთან შედარებითაც, გაუარესებულია, კერძოდ შემცირებულია – 2.38 დან 2,3 ქულამდე.

ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი მაჩვენებელი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან კომპნენტს, სადაც 2.3 ქულით საქართველოს 108 – ე ადგილზე პოზიციონირება ვერ ჩაითვლება ლოგისტიკური ამბიციის მქონე ქვეყნის დამაკმაყოფილებელ შედეგად.

საქართველო ინფრასტრუქტურის კომპონენტით, ჩამორჩება რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანას, შედარებისათვის – თურქეთი – 43 ე საფეხური, სომხეთი – 76 ე საფეხური, ყაზახეთი და ტაჯიკეთი – მე  80 ე საფეხური, ბელარუსი  და რუსეთი – 68 ე საფეხური, უზბეკეთი, ყირგიზეთი და უკარაინა  –  89 ე საფეხური.

ფაქტიურად ინფრასტრუქტურის მდომარეობით საქართველოს მხოლოდ მოლდოვაზე უკეთესი (132 – ე საფეხური) პოზიცია გააჩნია.

2023 წლის  მდგომარეობით საქართველო 2.7 ქულით   ნაწილობრივ ლოგისტიკური შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოს განეკუთვნება. რითაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება გაუმჯობესებული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების მაჩვენებელს, რომელიც  3.2 დან  3.6 მდე ქულათა დიაპაზონში ფასდება.

დასკვნის სახით – ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის (LPI) მიხედვით, საქართველოს დღევანდელი პოზიციონირება – ლოგისტიკური შესაძლებლობების ამბიციის მქონე ქვეყნისათვის დამაკმაყოფილებელ შედეგად ვერ ჩაითვლება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

კონსტანცა ევროპულ სივრცეში ტვირთნაკადების შემკრებ – გამანაწილებელ   ძირითად ნავსადგურად ყალიბდება  

Next Post

ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ფონზე შემცირებული ადგილობრივი სარკინიგზო გადაზიდვები

Related Posts
საქართველოს რკინიგზის ფუნქიონირება 20 წლიან ჭრილში

საქართველოს რკინიგზის ფუნქციონირება 20 წლიან ჭრილში

ნებისმიერი სატრანსპორტო რგოლისათვის, რკინიგზა, ნავსადგურები, ტერმინალები, რომლებიც ჩართულია სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირებაში, მნიშვნელოვანია – სატრანზიტო ნაკადების ზრდის ამოცანის გადაწყვეტა,…
მეტის ნახვა

ლოგისტიკური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი –  რეგიონალური საბაჟო ტერმინალი Poti Storage Solutions

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” – შუა  დერეფნის ქვეყნებში, სანავსადგურე   ლოგისტიკური ინფრასტრუქურის ფუნქციონირებასა და მათი განვითარების სამომავლო სტრატეგიებზე –…
მეტის ნახვა

რეგიონის ქვეყნებში ფართოდ ინერგება საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა

მიღებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის დადგენილი კვოტების ფარგლებში ყოველწლიურად მოქმედებს საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლის აპრობირებული სისტემა. საერთაშორისო დიპლომატიური…
მეტის ნახვა