ქართველ საავტომობილო გადამზიდველზე გაცემული ნებართვის ე.წ. „დოზვოლის“ღირებულება რეგიონში ყველაზე მაღალია

საქართველოში გაცემული ნებართვის ე.წ. “დოზვოლის” ღირებულება, 13-ჯერ ძვირია თურქეთის მიერ საკუთარ გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 4-ჯერ ძვირია რუსეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 31-ჯერ ძვირია ბელარუს გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 6-ჯერ ძვირია ყაზახეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 10-ჯერ ძვირია უზბეკეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 2-ჯერ ძვირია თურქმენეთის და აზერბაიჯანის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე.

ბუნებრივია, საქართველოში გაცემული ნებართვების საგრძნობი სიძვირე ქართულ გადამზიდავ კომპანიებს და მძღოლებს ნაკლებად კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს საერთაშორისო ბაზარზე.

ასეთ პირობებში, სახელმწიფოს ამოცანას არა გადამზიდველიდან თანხის მაქსიმალური ამოღება, არამედ მათი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მიმზიდველობა უნდა წარმოადგენდეს.

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული ნებისმიერი მძღოლისთვის ცნობილია, რომ ტვირთების ტრანსპორტირებისას სახელმწიფოებს შორის ფართოდ აპრობირებული სანებართვო სისტემა მოქმედებს.


უცხოური ნებართვის ბლანკი, ან როგორც მას გადამზიდავი – მძღოლები უწოდებენ, ე.წ. „დოზვოლი“, წარმოადგენს დოკუმენტს, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ტერიტორიაზე საქონლის დაუბრკოლებლად გადაზიდვის შესაძლებლობას იძლევა.

მეზობელ ქვეყნებში ორ მხრივ ფორმატში ნებართვების გაუქმების ან ელექტრონულად გაცემის სისტემის დადებით მხარეებზე, ჩვენი ორგანიზაცია საკუთარ ანალიტიკაში მუდმივად ამახვილებს ყურადღებას და ხშირად მოჰყავს მაგალითები სხვა ქვეყნებში საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციის მიმართულებით.

გვინდა შევეხოთ ნებართვის ღირებულების ოდენობას საქართველოში და შევადაროთ რეგიონის ქვეყნებში ანალოგიური ნებართვების ღირებულებას.

ჩვენი მიზანია ნათლად დავინახოთ, რა საფასურს იხდის ქართველი მძღოლი ნებართვაში საქართველოში და რამდენს – რუსი, ბელარუსი, ყაზახი, უზბეკი, თურქი და აზერბაიჯანელი გადამზიდავი თავის ქვეყანაში.

მარტივი შედარების საფუძველზე დავადგინოთ, საქართველოში და რეგიონის ქვეყნებში ნებართვების ღირებულებების განსხვავება, რის შედეგადაც შესამჩნევი იქნება, თუ საფასო განსხვავება რა დამატებით კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს უცხოელ გადამზიდავს საერთაშორისო გადაზიდვებში.

ორმხრივ ფორმატში საქართველოში მოქმედებს ნებართვის გაცემის ორი სისტემა.


პირველი – ორ მხრივ ფორმატში ნებართვის ერთ სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმების შემთხვევაში – 70 ლარი (25 დოლარი), ერთ დღეში გაფორმების პირობებში, ე.წ. დაჩქარებული – 100 ლარი (37 დოლარი).


მეორე – 2022 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა მესამე ქვეყანაში / ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მომსახურების განსახავებული საფასური: ერთ სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმების პირობებში – 140 ლარი (52 დოლარი), ერთ დღეში გაფორმების პირობებში, ე.წ. დაჩქარებული – 200 ლარი (74 დოლარი). (დიაგრამაზე წითლადაა მონიშნული).

ცნობისათვის, მეზობელ ქვეყნებში ასეთი გრადაცია არ არსებობს და ყველა შემთხვევისთვის ორმხრივი ნებართვის ერთი უნიფიცირებული ღირებულება გააჩნია.

მესამე ქვეყნის ნებართვები – თურქეთის, რუსეთისა და ყაზახეთის მიერ საქართველოსთვის გადმოცემულ მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვისთვის გაიცემა.

საქართველოში გაცემული ნებართვის ფასის დასადგენად გამოყვანილია საშუალო შეწონილი ერთი ნებართვის ღირებულება, რომელიც 47 დოლარს შეადგენს. (დიაგრამაზე მწვანედაა ასახული).

ქართველი გადამზიდავი ხშირ შემთვევაში დაჩქარებული ნებართვის შეძენას ანიჭებს უპირატესობას, რასაც თავისი ახსნა გააჩნია, პირობითად კახეთში მცხოვრები მძღოლი თავდაპირველად თბილისში უნდა ჩამოვიდეს ნებართვის შესაკვეთად და შემდგომ მეორედ უწევს ჩამოსვლა გამზადებული ნებართვის წასაღებად. ორჯერად წასვლა – წამოსვლის ნაცვლად მისთვის უმჯობესია გადაიხადოს 70 ლარის ნაცვლად 100 ლარი და იმ დღესვე აიღოს ნებართვა, რითაც თავიდან აიცილილებს საგზაო ხარჯებს და თბილისური საცობების “სიკეთეს”.

გადაზიდვების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაჩქარებული ნებართვის აღების მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ ქაოტური ბაზრის პირობებში ქართველმა მძღოლმა წინმსწრებად არ იცის რომელ სახელმწიფოში მოუწევს გადაზიდვის განხორციელება და მხოლოდ შეკვეთის მიღების შემდგომ იწყებს კონკრეტული ქვეყნის ნებართვის შესყიდვას.  ასეთ ვითარებაში დროის ფაქტორის გათვალისწინებით მისთვის მხოლოდ დაჩქარებული  ვარიანტია მისაღები.


დიაგრამაზე ლურჯი კონტურითაა წარმოდგენილი სხვა ქვეყნებში ორმხრივი ნებართვის ღირებულება.

თურქეთი, ვისთანაც საქართველოს ყველაზე მეტი ნებართვა აქვს გაცვლილი, საკუთარ გადამზიდავზე ნებართვას 3.5 დოლარად ყიდის.

შედარებისათვის ყაზახეთი საკუთარ გადამზიდავზე ნებართვას 7.5 დოლარად ყიდის, უზბეკეთი – 5 დოლარად. ასეთ პირობებში ისმის კითხვა რით არის განპირობებული საქართველოში და ამ ქვეყნებში დოზვოლების ღირებულების ფასების ასეთი განსხვავება?

დასკვნის სახით:

საქართველოში გაცემული ნებართვის ე.წ. “დოზვოლის” ღირებულება, 13-ჯერ ძვირია თურქეთის მიერ საკუთარ გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 4-ჯერ ძვირია რუსეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 31-ჯერ ძვირია ბელარუს გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 6-ჯერ ძვირია ყაზახეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 10-ჯერ ძვირია უზბეკეთის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე, 2-ჯერ ძვირია თურქმენეთის და აზერბაიჯანის გადამზიდავზე გაცემულ ნებართვაზე.

ბუნებრივია, საქართველოში გაცემული ნებართვების საგრძნობი სიძვირე ქართულ გადამზიდავ კომპანიებს და მძღოლებს ნაკლებად კონკურენტუნარიანად წარმოაჩენს საერთაშორისო ბაზარზე.

ასეთ პირობებში, სახელმწიფოს ამოცანას არა გადამზიდველიდან თანხის მაქსიმალური ამოღება, არამედ მათი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ამაღლება და მიმზიდველობა უნდა წარმოადგენდეს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ყაზახეთი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობას ავითარებს, ევროპაში სარკინიგზო თვლების მიწოდებას შუა დერეფნით გეგმავს

Next Post

ყაზახეთის რკინიგზაზე ლოკომოტივების ჩანაცვლების აშშ-ს 4.2 მილიარდიანი საინვესტიციო პაკეტი – შუა დერეფნით ტვირთების მოზიდვისკენაა მიმართული

Related Posts

ტრანსავღანური მარშრუტი – რუსეთის მიერ  შუა დერეფნისთვის დაგებული ხაფანგი (ნაწილი მეორე)

ტრანსავღანური მარშრუტის განვითარებით, ცალკე გამოსაყოფია ირანის დაინტერესება, მიმდინარე ეტაპზე, ირანი ხაფი – ჰერატის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობას აწარმოებს (იხ.…
მეტის ნახვა

სატრანზიტო ბუმის მოლოდინში აზერბაიჯანი საზღვაო – სავაჭრო ფლოტს ანვითარებს

საზღვო დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე, აზერბაიჯანი ინტენსიურად ზრდის სავაჭრო ფლოტს, სადღეისოდ, ფლობს სხვადასხვა ტიპის 51 გემს. აზერბაიჯანის…
მეტის ნახვა

ირანის სამხრეთით სტრატეგიული ჩაბახარის ნავსადგურის სანქცირებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთ – სამხრეთ“დერეფნის ბლოკირება განახორციელა

ახლახან შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხრეთით განლაგებული სტრატეგიული ჩაბაჰარის ნავსადგურის სასანქციო რეჟიმში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 450 ჰექტარზე გადაჭიმული…
მეტის ნახვა