შუა დერეფანს თბილისის და ფოთის საკონტეინერო ტერმინალების პარალელურად ალმაათის საკონტეინერო ტერმინალი შეემატა

შუა დერეფანის გასწვრივ აქტიურად მიმდინარეობს ახალი საკონტეინერო სიმძლავრეების ექსპლუატაციაში გაშვების პროცესი,  სულ ახლახანს თბილისსა და ფოთში  ამოქმედებულ საკონტეინერო ტერმინალებს 10 ივნისს ალმაათაში 115 ათას TEU ზე გათვლილი ZHETYSU ს საკონტეინერო ტერმინალი შეემატა.

საკონტეინერო ტერმინალების დერეფნის მთელ სიგრძეზე სინქრონული ამოქმედება, გამორიცხავს „ვიწრო ადგილების“ წარმოშობას და უზრუნველყოფს ჩინეთიდან ცენტრალური აზიის გავლით საქართველოს ნავსადგურებისკენ ბლოკმატარებლებით გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის უსაფრთხო და შეუფერხებელ მიწოდებას.

ალმაატის ZHETYSU ს საკონტეინერო ტერმინალის პროექტი ყაზახეთის რკინიგზის შვილობილი – უმსხვილესი ლოგისტიკური ოპერატორის Kedentransservice ის და ჩინეთის სიანის მშრალი პორტის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. საკონტეინერო ტერმინალს ორმაგი დასახელება გააჩნია  – სიან – ჟეტესუს ტერმინალი.

ახლად გახსნილი ტერმინალი ყაზახეთში  ტვირთნაკადების შემკრებ – გამანაწილებელ ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას შეასრულებს და ძირითადად ორიენტირებული იქნება ჩინეთიდან იმპორტირებული ტვირთების დამუშავებაზე.

ტერმინალის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია მულტიმოდალური ტრანსპორტირებისთვის, მათ შორის რკინიგზისა და საავტომობილო ტრანსპორტისთვის.

საკონტეინერო ტერმინალს 9.8 ჰექტარი ფართობი უკავია, საკონტეინერო მოედანი 1100 ერთელ კონტეინერის ერთდროული შენახვისთვისაა განკუთვნილი.

ტერმინალის საზეიმო გახსნის დღეს, ჩინეთის ტერმინალ სიანიდან სიმბოლურად, პირველი საკონტეინერო ბლოკმატარებელი ZHETYSU ს ტერმინალში გაიგზავნა.

ყაზახურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით – საერთაშორისო დერეფნების გზაჯვარედინზე მდებარე ZHETYSU ს საკონტეინერო ტერმინალს ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში სტრატეგიულ ლოჯისტიკურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივა გააჩნია.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ალმაატის საკონტეინერო ტერმინალის ZHETYSU ს  ფუნქიონირება, პირველ რიგში იგულისხმება, საკონტეინერო ტვირთებით მომარაგება სიანის მშრალ პორტზეა დამოკიდებული.

სიანი – ჩინეთის უდიდესი მშრალი პორტი და მნიშვნელოვანი სატრანზიტო კვანძია, ევროპისკენ მიმავალი საკონტეინერო ბლოკმატარებლების  30 %  ის დახარისხება – ფორმირება სიანის ტერმინალში ხორციელდება.

სიანის ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 133 ათას TEU ს შეადგენს,

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში სიანის ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, შუა დერეფნით კონტეინერების გადაზიდვების მოცულობა 33 ჯერ გაიზარდა.

წინასწარი მონაცემებით 2025 წელს საკონტეინერო გადაზიდვები სიანის მშრალი პორტის გავლით კიდევ უფრო გაიზრდება.

2024 წელს სიანის ჰაბიდან, შუა დერეფნით 23 ათასი TEU გაიგზავნა, მხოლოდ  2025 წლის იანვარ – აპრილში სიანში დამუშავდა და გაიგზავნა 10 ათასი TEU, თითქმის წინა წელს გაგზავნილი კონტეინერების ნახევარი.

საპროგნოზო გათვლებით, 2030 წლისთვის სიანის ტერმინალიდან შუა დერეფნის მიმართულებით გაგზავნილი კონტეინერების  მაჩვენებელი წელიწადში 80 ათას TEU ს მიაღწევს.

დასკვნის სახით – შუა დერეფნის გასწვრივ, აქტიურად მიმდინარე ახალი საკონტეინერო სიმძლავრეების ფორმირების პროცესი გამორიცხავს „ვიწრო ადგილების“ წარმოშობას და უზრუნველყოფს ჩინეთიდან ცენტრალური აზიის გავლით საქართველოს ნავსადგურებისკენ ბლოკმატარებლებით საკონტეინერო ნაკადის უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მიწოდებას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

დაკონსერვებული შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალით ჩანაცვლება პერსპექტივაში თბილისში სატრანსპორტო კოლაფს გაამწვავებს

Next Post

საქართველოს რკინიგზის რეფორმა მისი აქტივების  საერთაშორისო ბირჟებზე რეალიზებას უნდა ითვალისწინებდეს

Related Posts

ევროკავშირი ჩქაროსნული სარკინიგზო მოძრაობის განვითარებისთვის 500 მილიარდი ევროს ღირებულების ამბიციურ გეგმას აანონსებს

ევროკომისიის მიერ ახლახანს წარმოდგენილი გეგმა მიზნად ისახავს ევროკავშირის მასშტაბით ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის განვითარების დაჩქარებას, რაც მგზავრობის დროის მნიშვნელოვან…
მეტის ნახვა

გაეროს მონაცემებით, საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსის (Liner Shipping Connectivity Index – LSCI) მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 179 ქვეყანას შორის 114-ე ადგილს იკავებს

გაეროს მიერ შემუშავებული Liner Shipping Connectivity Index – საპორტო ინფრასტრუქტურის კავშირებადობის ინდექსი საზღვაო სფეროში მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს, რომელიც…
მეტის ნახვა
საქართველოს მიერ გატარებული ტრაილერების რაოდენობა მცირდება. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს დერეფანი 237 287-მა სატვირთო ავტომობილმა გადაკვეთა, რაც წინა წლის 6 თვესთან შედარებით 12 097 ტრაილერით ნაკლებია. ბიუჯეტში გზით სარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის 6 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.2 მლნ ლარით (5%-ით) შემცირდა. წელს იანვარ-ივნისში გზით სარგებლობით ბიუჯეტში მიღებულმა შემოსავლებმა 83…
მეტის ნახვა