ზანგეზურის დერეფნის ირანული ალტერნატივა – რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს არაზის სატრანზიტო დერეფანს ირანისთვის?

შეერთებული შტატების ზეწოლის საპასუხოდ, თეირანმა არაზის სატრანზიტო დერეფნის პროექტი გააქტიურა. დერეფანი აზერბაიჯანიდან ჩრდილოეთ ირანის გავლით ნახიჩევანთან დაკავშირებას ითვალისწინებს.

ამ ნაბიჯით ირანი კავკასიის რეგიონში აქტიურად ჩართვასთან ერთად ტრანზიტიდან შემოსავლების მიღებას ისახავს მიზნად. რისთვისაც ირანს აქვს მყარი გარანტიები.

როგორც ცნობილია, წინა წლებში ირანსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი შეთანხმებები არაზის სატრანზიტო დერეფნის განსახორციელებლად სახიდე გადასასვლელის, საბაჟო გამშვები პუნქტების მოწყობის, სასაზღვრო ტერმინალის და ორმხრივი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას ითვალისწინებს.

ბაქოს მიეცა შესაძლებლობა, არჩევანი გააკეთოს შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ ზანგეზურის დერეფანსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ არაზის სატრანზიტო დერეფანს შორის, ანდაც სულაც ორივე პროექტი დიპლომატიური ვაჭრობის ინსტრუმენტად გამოიყენოს.

მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ეტაპზე შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული დერეფნის ტექნიკური პარამეტრები აქტიური განხილვის საგანია, პარალელურად, არაზის დერეფნის განხორციელება ნელ – ნელა ტემპს იკრებს და ორ მარშრუტს შორის კონკურენტული ვითარება ყალიბდება.

ირანი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული ზანგეზურის დერეფნის ალტერნატივის განხორციელებით. ალტერნატიული დერეფნის მშენებლობას 2023 წლიდან ჩაეყარა საფუძველი და არაზის სატრანზიტო დერეფნის სახელით არის ცნობილი. უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე არაქსის მდინარეზე სახიდე გადასასვლელებს შორის მანძილი 55 კმ-ს შეადგენს.

თეირანის გეგმის თანახმად, 2027 წლისთვის მდინარე არაქსის (აზერბაიჯანში არაზს უწოდებენ – აქედან მოდის დერეფნის სახელწოდება) გასწვრივ, აზერბაიჯანის ქალაქები ჯულფა და აღბენდი, სომხეთის გვერდის ავლით, ირანის ტერიტორიის გავლით თავდაპირველად საავტომობილო, ხოლო მოგვიანებით სარკინიგზო მარშრუტებით იქნება დაკავშირებული.

არაზის დერეფანი ალტერნატიული მარშრუტია, რომელიც ზანგეზურის დერეფანს პარალელურად მიჰყვება, თუმცა სომხეთის ნაცვლად ირანზე გადის.

აზერბაიჯანმა და ირანმა ორი ქვეყნის სასაზღვრო პუნქტ აღბენდიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2023 წელს დაიწყეს.

ორ ქვეყანას შორის შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ, აზერბაიჯანმა ირანის გავლით ნახიჩევანამდე მიმავალი დერეფნის პრაქტიკული განხორციელების პროცესი დაიწყო. 2023 წელს ზანგილანის რაიონის სოფელ აღბენდთან აზერბაიჯანსა და ირანს შორის საავტომობილო ხიდისა და სასაზღვრო – საბაჟო პუნქტის ინფრასტრუქტურის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა.

მოდერნიზაციისა და გაფართოების შემდეგ, არაზის დერეფანი ახალ შესაძლებლობებს გააჩენს არა მხოლოდ ირანისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც.

ირანელი ექსპერტების მოსაზრებით, ირანისთვის სტრატეგიული მარშრუტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის ნაწილი გახდება, რომელიც რუსეთს, ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, კავკასიას, ირანსა და თურქეთს აღმოსავლეთ ევროპასთან დააკავშირებს.

ირანი არაზის დერეფანს განიხილავს არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და ირანს შორის ლოკალურ მიმართულებად, არამედ სტრატეგიულ აღმოსავლეთ – დასავლეთის და ჩრდილოეთ – სამხრეთის სატრანსპორტო არტერიების პერსპექტიულ დამატებად, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევრაზიული დერეფნის ფორმირებაში და რეგიონის ლოგისტიკური ქსელის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

არაზის დერეფნის სტრატეგიულობიდან გამომდინარე, ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელის ინტერვიუში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ არცერთ ორგანიზაციას არ აქვს უფლება ჩაერიოს არაზის დერეფნის მშენებლობის პროცესში და მისი განხორციელება ქვეყნის უპირველეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

უფრო მეტიც, „ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ნებისმიერ შეცდომას შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს“. ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობა პირადად აკონტროლებს პროცესს და აღნიშნავს, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებელია ამ პროექტის შეუფერხებლად დასრულება.

მათი განმარტებით, ირანის აღბენდ-კალალეჰის ხიდის და კალალეჰის სასაზღვრო ტერმინალის მშენებლობისა და არაზის დერეფნის განხორციელების პრიორიტეტული დაჩქარება ყველაზე მნიშვნელოვანია.

პროექტის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს მდინარე არაქსზე 374 მ სიგრძის და 27 მ სიგანის ხიდის მშენებლობა, რომლის ნახევარსაც აზერბაიჯანელი კონტრაქტორები ააშენებენ, ხოლო მეორე ნახევარს – ირანელი სპეციალისტები აზერბაიჯანის ზედამხედველობის ქვეშ.

2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ხიდის მშენებლობა დასრულების ფაზაშია.

კალალეჰ-აღბენდის სასაზღვრო ტერმინალის მშენებლობა არაზის დერეფნის განხორციელებასთან ერთად სინქრონულად დაიწყო. სამუშაოები კალალეჰის სასაზღვრო ტერმინალის გენერალური გეგმით გათვალისწინებული 19 ჰექტარიდან 8 ჰექტარზე აქტიურად მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ამ ეტაპზე ტერმინალისთვის ყველა საჭირო მიწა გამოსყიდულია.

კალალეჰ-აღბენდის სასაზღვრო ტერმინალის მშენებლობა არაზის დერეფნის განხორციელებასთან ერთად სინქრონულად დაიწყო. სამუშაოები კალალეჰის სასაზღვრო ტერმინალის გენერალური გეგმით გათვალისწინებული 19 ჰექტარიდან 8 ჰექტარზე აქტიურად მიმდინარეობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ამ ეტაპზე ტერმინალისთვის ყველა საჭირო მიწა გამოსყიდულია.

ირანის სტრატეგია ნათელია – არაზის დერეფნის განხორციელებით ირანის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების წინ წამოწევა ირანის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ახალ შესაძლებლობებს გააჩენს და საერთაშორისო ასპარეზზე მის როლს გააძლიერებს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედება ირანს ჯულფის სარკინიგზო კვანძის გახსნისკენ და სპარსეთის ყურე – შავი ზღვის დერეფნით საქართველოზე დამატებითი ტვირთების გატარებისკენ უბიძგებს

Related Posts

რამდენს შეადგენს თურქეთის სრუტეებით სარგებლობის გადასახადი 

ბოსფორის და დარდანელის სრუტეებით წელიწადში  საშუალოდ 42 000 მცირე თუ დიდი გემი სარგებლობს, სამჯერ აღემატება სუეცის და ოთხჯერ…
მეტის ნახვა

ვოლგა დონის სამდინარო არხიდან ყოველწლიურად  1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა არსებობს

რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, ვოლგა დონის აპრობირებული სამდინარო მარშრუტით, თურქმენულ ნავთოპროდუქტების  გადაზიდვებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეექმნათ. რესეთის დროშით…
მეტის ნახვა

თბილისის გადატვირთულობისა და სატრანსპორტო კოლაფსის მოგვარება საგარეუბნო ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლის განვითარებას უკავშირდება

ქვეყანაში შრომის ბაზრის არათანაბარი განაწილების პირობებში, სახელმწიფოს ახლო მომავალში დედაქალაქში სივრცითი დაგეგმვისა და ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის მიმართულებით ფუნდამენტური…
მეტის ნახვა