“დერეფანი უყურადღებოდაა მიტოვებული” – სისტემურ პრობლემად აზერბაიჯანის ალიათის ნავსადგურში ხელოვნურად შექმნილი ბარიერი სახელდება

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე საუბრისას, ძირითადი აქცენტი მისი ძირითადი კვანძების – რკინიგზების, ნავსადგურების, ტერმინალების ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდაზეა გადატანილი.

უნდა აღინიშნოს, რომ დერეფნის მიმზიდველობა, გარდა ინფრასტრუქტურისა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დერეფნის გასწვრივ არასაკმარისი ინსტიტუციური მექანიზმების არსებობაზე, გართულებულ სასაზღვრო – საბაჟო პროცედურებზე, დიჯიტალიზაციის ფრაგმენტულობაზე, ტრანსპორტირების მაღალ ეკონომიკურ დანახარჯებზე და რიგ შემთხვევებში, ჯერ კიდევ არსებულ არაოფიციალურ გადასახადებზე.

გარკვეულწილად, ზემო ჩამოთვლილი ფაქტორები შესაძლებელია ადმინისტრაციული ტიპის ბარიერებად გავაერთიანოთ.

ინფრასტრუქტურული ბარიერების მოგვარება, ადმინისტრაციული ტიპის ბარიერებისგან განსხვავებით, გრძელვადიან, ეტაპობრივ მიდგომას, ფინანსურ რესურსებსა და ინვესტიციებს მოითხოვს. შესაბამისად, ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს გრძელვადიან პერსპექტივაში გააჩნიათ ეფექტი.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ბარიერებს, მათი გადაწყვეტა უმეტეს შემთხვევებში სახელმწიფოთა შორის კოორდინაციითაა შესაძლებელი და მოსალოდნელი ეფექტი მოკლე ვადაში მიიღწევა.

ჩვენი დღევანდელი ანალიტიკა შუა დერეფნის კასპიის ზღვის მონაკვეთზე, ალიათის ნავსადგურში, აზერბაიჯანის კუთვნილ სარკინიგზო ბორნებზე, ქართველი ექსპედიტორების მიერ ვაგონების დატვირთასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გადაულახავ პრობლემას გვინდა დავუთმოთ.

კასპიის ზღვაზე შექმნილ ძირითად პრობლემაზე, რომელიც ზღვის დონის ვარდნას და, შესაბამისად, ბორნების დაბალი დატვირთვით გამოყენებას უკავშირდება, ჩვენი გვერდი მუდმივად ამახვილებს ყურადღებას. ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემური ხასიათი მიიღო საქართველოში დატვირთული და ცენტრალურ აზიაში გასაგზავნი ვაგონების, კერძოდ, აზერბაიჯანში ალიათის ნავსადგურში ვაგონების ხანგრძლივი ვადით დაყოვნების პრობლემამ.

მიუხედვად იმისა, რომ აზერბაიჯანს ალიათი – აქტაუ/კურიკის მიმართულებით საკუთარი კომბინირებული საავტომობილო – სარკინიგზო ტიპის ბორნები – აგდამი, ნახიჩევანი, ზარიფა ალიევა, ბელაქანი, დაღესტანი, შახდაგი – მცირე ტევადობისაა, ექსპედიტორი და გადამზიდავი კომპანიები ბორნის მოლოდინში საქართველოში დატვირთული ვაგონების დაყოვნების ძირითად მიზეზად აზერბაიჯანული საპორტო სამსახურების მიერ ხელოვნურად შექმნილ ადმინისტრაციულ ბარიერებს ასახელებენ.

ექსპედიტორების განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოში დატვირთულ და ცენტრალურ აზიაში გასაგზავნ ვაგონებს ბორნის მოლოდინში, ალიათის ნავსადგურთან მისასვლელ სარკინიგზო ლიანდაგებზე დაყოვნების გამო, თვენახევარი და მეტი პერიოდი უწევთ გაჩერება, ბუნებრივია ასეთი დაყოვნება მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს.

სხვადასხვა მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, კასპიის ზღვის ბორნებზე მოლოდინის რეჟიმში 700–900 ერთეული დაგროვილი და დასატვირთად გამზახებული ვაგონი იმყოფება. რისი დადასტურებაც თანამედროვე Railwagonlocation ის – ვაგონზე თვალთვალის საინფორმაციო სისტემის გამოყენებითაა შესაძლებელი, რასაც ვაგონის ლოკაციის დასადგენად მიმართავენ ექსპედიტორები.

საქართველოში დატვირთული ვაგონების ბორანზე დაყოვნების ძირითად მიზეზად ექსპედიტორები აზერბაიჯანის მიერ ალიათის ნავსადგურში საკუთარი აზერბაიჯანული ტვირთის ბორანზე შეგორების პრიორიტეტულობას ასახელებენ.

ექსპედიტორები დერეფნით საქართველოს საექსპორტო პროდუქციის გადაზიდვების გაჭიანურების ზოგიერთი მაგალითს ასახელებენ, კერძოდ ბორჯომით დატვირთული ვაგონის გაგზავნას ბორჯომიდან – ტაშკენტამდე 2 – 2.5 თვე ესაჭიროება.

დერეფნით გაჭიანურებული გადაზიდვები, უარყოფითად აისახება ქვეყნის ძირითადი საექსპორტო პროდუქციის – ღვინის გადაზიდვებზე, რომლის ალმაათამდე,  აქტაუს ნავსადგურის გამოყენებით ტრანსპორტირებას –  2 თვე ესაჭიროება.

საუბარში ექსპედიტორები აღნიშნავენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც აზერბაიჯანული ტვირთებით დატვირთული ვაგონები, ადგილობრივი საპორტო სამსახურების ხელშეწყობით, ურიგოდ შედიან ბორნებზე, ანდაც ქართულ რიგში მყოფ ვაგონებს ადგილობრივი საპორტო სამსახურები მიზანმიმართულად აყოვნებენ და ანაცვლებენ ადგილობრივი საავტომობილო ე.წ. ტრაილერებით.

ორივე შემთხვევაში დაზარალებული ქართველი ექსპედიტორი გამოდის, ასეთ შემთხვევაში მათი მხრიდან რთულია რაიმე აპელირების გაკეთება, შედეგად დერეფანი კარგავს მიმზიდველობას.

აზერბაიჯანის ნავსადგურში არსებულ ადმინისტრაციულ ბარიერებს ემატება კასპიის ზღვის მეორე მხარეს დამატებითი ინფრასტრუქტურული ბარიერები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, საბორნე მარშრუტზე ვაგონის ტარიფი ოფიციალურად 150 დოლარით გაიზარდა, სირთულეს წარმოადგენს თურქმენეთის რკინიგზით თბომავლის მომსახურებით გახანგრძლივებული პროცედურები.

ექსპედიტორები ლაკონურად აფასებენ დერეფნის ფუნქციონირების არსებულ მდგომარეობას, ისინი ღიად აცხადებენ, რომ – “დერეფანი უყურადღებოდაა მიტოვებული”.

ერთობლიობაში ექსპედიტორები აღნიშნავენ, რომ კასპიის ორივე მხარეს არსებული ადმინისტრაციული თუ ინფრასტრუქტურული ბარიერების გამო ზარალდება დერეფანი, ეცემა მისი კონკურენტუნარიანობა, დერეფანი კარგავს მიმზიდველობას და ტვირთმფლობელები სულ უფრო ხშირად ირჩევენ ალტერნატიულ მიმართულებებს.

გამომდინარე იქიდან, რომ დერეფნის მიმზიდველობის საკითხი ჩვენი ქვეყნის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს, მიგვაჩნია, რომ არსებული ინფორმაციის საიმედოობის გადამოწმება სახელმწიფო სამსახურების პრეროგატივას უნდა წარმოადგენდეს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ანაკლიაში აშშ წარმომადგენლის ვიზიტი ჩინური „სესხის ყულფის“ მოდელის ევროპაში აპრობირებული „ლენდლორდის“ მოდელით ჩანაცვლებას უკავშირდება

Next Post

საქართველოში გზით სარგებლობის საფასური ევროზონისა და რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია

Related Posts

ყაზახეთი – რუსეთის გვერდის ავლით ნავთობის ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებს  

17 თებერვალს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა, კასპიის მილსადენის კონსორციუმის CPC ნავთობის სატუმბი სადგური, რამაც,…
მეტის ნახვა

გლობალური სავაჭრო კავშირების აღსადგენად სუეცის არხით ნაოსნობის ტარიფი  15% ით შემცირდა

15 მაისიდან სუეცის არხით სარგებლობისათვის,  გემებისთვის რომელთა ტონაჟი  130 000 ტონას აღემატება 15 % იანი ფასდაკლება დაწესდა. ფასდაკლება…
მეტის ნახვა

ევროკავშირის ქვეყნები გადამზიდველებისათვის საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების და  დამატებითი საჯარიმო სანქციების ამოქმედებას აანონსებენ

საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდველებისათვის ევროკავშირის შიგნით სასაზღვრო კონტროლი მკაცრდება და ახალი საჯარიმო სანქციები წესდება, ამ თვალსაზრისით ქართველი გადამზიდველებისათვის, რომლების…
მეტის ნახვა