თურქმენბაშის ნავთობის ახალი ტერმინალი ყულევში ნავთოპროდუქტების მიწოდებაზეა ორიენტირებული – საქართველოზე გამავალ დერეფანს ტვირთნაკადების მოზიდვის პერსპექტივა უჩნდება

ყულევის ტერმინალით ყოველწლიურად – 1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთოპროდუქტების ტრანზიტის რეჟიმში, სტაბილურად გატარების პერსპექტივა არსებობს.

თურქმენული ნავთოპროდუქტების მოზიდვას ხელს უწყობს თურქმენბაშის ნავსადგურში ახლახანს ექსპლუატაციაში გაშვებული ახალი ნავთობტერმინალი.

გარდა ამისა, თურქმენული ნავთოპროდუქტების საქართველოს დერეფნით გატარება ესადაგება აზერბაიჯანის როგორც ყულევის ნავსადგურის მეპატრონის გადაწყვეტილებას, რომელიც თურქმენეთის ტვითმფლობელებისთვის ყულევის ტერმინალის ინფრასტრუქტურაზე თავისუფალ დაშვებას ითვალისწინებს.

საომარი დაპირისპირების შედეგად თურქმენული ნავთოპროდუქტების ევროპულ ბაზრებზე ვოლგა – დონის სამდინარო არხით მიწოდების ბლოკირებამ ასევე ნაოსნობის უსაფრთხოებით გამოწვეულმა სირთულეებმა საქართველოს დერეფანს ნავთოპროდუქტების გადმორთვის დამატებითი პერსპექტივა გაუჩინა.

რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ – ეკონომიკური ფაქტორების ქვეყნის კეთილდღეობისთვის გამოყენება, საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობაა, რაც უპირველეს ყოვლის დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაში აისახება.  

ახლახანს თურქმენბაშის ნავსადგურში, რომელიც საქართველოზე გამავალი დერეფნით ტვირთნაკადებით მომარაგების ერთ – ერთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს,  ნავთობპროდუქტების შესანახი და გადასატვირთვი ახალი  ტერმინალი გაიხსნა.

თურქმენბაშის ახალი საზღვაო ტერმინალის ნავმისადგომი უახლოესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.

ტერმინალი ერთდროულად ორი ტანკერის მიღებისა და 2 მილიონ 60 ათასი ტონა 11 სახეობის  ნავთობპროდუქტების ყოველწლიურად გადატვირთვის საშუალებას იძლევა.

თურქმენბაშის ნავსადგურის ნავთობის ტერმინალი, თურქმენბაშის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების კომპლექსის დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულია რომელიც ქვეყნის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში ერთ – ერთი უდიდესი საწარმოა.

თავის მხრივ, თურქმენბაშის ნავსადგურში ახალი ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება, ნავთობის მომპოვებელი და გადამამუშავებელი კონცერნის Türkmennebit ის ეფექტიანობის გაუმჯობესების და მისი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების შემადგენელი ნაწილია.

Türkmennebit ის კომპექსი 528 ჰექტარზეა განლაგებული, კომპექსის 24 საათიან სამუშაო პროცესს 700  სპეციალისტი უზრუნველყოფს.

კომპექსში ხდება ნედლი ნავთობის მიღება, შემდგომ გადამუშავება – შენახვა და მიღებული ნავთობპროდუქტების როგორც შიდა ასევე საექსპორტო ბაზრებზე მიწოდება.

თურქმენეთის პრესის მშრალ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიმდინარე წლის 5 თვეში სახელმწიფო კონცერნ Türkmennebit მა ნავთობის წარმოების გეგმა 109 პროცენტით შეასრულა.

თურქმენბაშის ტერმინალში ახალი სიმძლავრეების შექმნა, საქართველოზე გამავალი დერეფნით თურქმენული ნავთობროდუქტების მოზიდვის და გატარების რეალურ წინაპირობას ქმნის.

თურქმნეული ნავთოპროდუქტების საქართველოს მიმართულებით გატარებას დადებითი ეკონომიკური ეფექტი გააჩნია, რადგანც პირველ რიგში დატვირთვას საქართველოს სარკინიგზო არტერიას და ყულევის ნავსადგურს.

არსებობს ორი წონადი არგუმენტი რაც გაანაპირობებს თურქმენული ნავთოპროდუქტების საქართველოს დერეფნით მოზიდვას და შემდგომში სტაბილურ დამკვიდრებას.

პირველი არგუმნეტი – წინა პერიოდისგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა, რომელიც მონოპოლიურად მართავდა ყულევის ნავთობტერმინალის ინფრასტრუქტურას და ბლოკავდა სხვა ქვეყნების ნავთობნაკადის ყულევის ტერრმინალით გატარებას, საკუთარი მიდგომა რადიკალურად შეცვალა, კერძოდ აზერბაიჯანმა აირჩია „ღია კარის“პოლიტიკა, რაც ცენტრალური აზიის  ნავთობპროდუქტების დამამზადებელი ქვეყნების ნებისმიერ ტვირთმფლობელთან კონტრაქტის მარტივად გაფორმებას და ტერმინალზე დაშვებას ითვალისწინებს.

ყულევის ტერმინალის მენეჯმენტის მიერ „ღია კარის“პოლიტიკის გატარებამ, რაც ყაზახეთის და თურქმენეთის ტვითმფლობელების ყულევის ტერმინალის ინფრასტრუქტურაზე თავისუფალ დაშვებას ითვალისწინებდა –  2024 წელს ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით დადებითი შედეგი გამოიღო.

ახალი პოლიტიკის კვალდაკვალ, მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე, 2024 წლიდან ტერმინალში დაემატა, თვეში საშუალოდ 40 – 50 ათასი ტონა სატრანზიტო თურქმენული და 20 – 30 ათასი ტონა ყაზახური ნავთობპროდუქტები, ძირითადად – გაზოილი, პარაქსილოლი, ბენზოლი და მაზუთი.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკის გამო ყულევის ტერმინალი ოდიდგანვე დაბალი დატვირთვით და დაბალი ფინანსური უკუგებით გამოიყენებოდა.

ტერმინალი რომელიც თავიდანვე წელიწადში 10 მლნ ტონის ნავთოპროდუქტების გატარებაზე იყო დაპროექტებული, მხოლოდ ნაწილობრივ 20 % იყო დატვირთული და 2 მლნ ტონას ატარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყულევის ნავსადგურს ნავთოპროდუქტების გადატერების დიდი რეზერვი გააჩნია, სატრანსპორტო ბაზარზე ახალი ნომენკლატურის, მათ შორის ქიმიური ტვირთების გამოჩენამ, ტერმინალის მენეჯმენტი ახალი ტვირთების შესაბამისი ინფრასტრუქტურული სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

უახლოესი პერიოდისთვის, ყულევის ტერმინალს გააჩნია ამბიციური გეგმა, შეკუმშული აირის და ნავთობქიმიური ტვირთების გადამუშავებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რითაც ტერმინალის ტვირთბრუნვა წელიწადში არსებული 2 მლნ ტონიდან – 4 მლნ ტონამდე გაიზრდება.

აზერბაიჯანის როგორ ყულევის ტერმინალის მფლობელის მიერ „ღია კარის“პოლიტიკის გატარებამ,  ტერმინალის არსებული ინფრასტრუქტურის გაფართოების და ახალი ნომენკლატურის ტვირთებისთვის დამატებითი სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობა გამოიწვია.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი არგუმენტი რაც განაპირობებს თურქმენული ნავთოპროდუქტების საქართველოზე გამავალი დერეფნით გადმორთვას, რუსეთ – უკრაინის დაპირისპირების შედეგად, ვოლგა – დონის აპრობირებული სამდინარო მარშრუტით, თურქმენული ნავთოპროდუქტების ევროპული ბაზრებისთვის მიწოდების ბლოკირება და აზოვის ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოებით გამოწვეული სირთულეებია.

ამ თვალსაზრისით, თურქმენული ნავთოპროდუქტების ევროპულ ბაზრებზე უსაფრთო მიწოდების ბლოკირებამვოლგა დონის სამდინარო არხიდან საქართველოს დერეფანს ტვირთების გადმორთვის დამატებითი პერსპექტივა გაუჩინა.

დასკვნის სახით – ყოველწლიურად ყულევის ტერმინალის გავლით საქართველოზე გამავალი დერეფნით 1.5 მლნ ტონა თურქმენული ნავთოპროდუქტების ტრანზიტის რეჟიმში სტაბილურად გატარების პერსპექტივა არსებობს.

თურქმენული ნავთოპროდუქტების მოზიდვა და  დერეფნით მისი დამკვიდრება – სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად უნდა იქნეს მიჩნეული.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

დემპინგური ფასებით მხოლოდ შუამავლები ე.წ. დისპეჩერები სარგებლობენ – ქართველი საავტომობილო გადამზიდველების პრობლემები

Next Post

უკრაინა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის პროექტის ფარგლებში პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის დაგებას იწყებს

Related Posts

ყულევის ტერმინალის ტვირთბრუნვის ზრდა „ღია კარის” პოლიტიკის გატარებითაა განპირობებული

2024 წელს ყულევის ნავთობტერმინალის ტვირთბრუნვამ 2.5 მლნ ტონა შეადგინა, რაც  2023 წელთან შედარებით 0.35 მლნ ტონით გაზრდილი მაჩვენებელია.…
მეტის ნახვა

Rail Baltica – ბალტიის ქვეყნების გზა ევროინტეგრაციისკენ

Rail Baltic ის  სარკინიგზო პროექტი, მას სხვანაირად საუკუნის პროექტსაც უწოდებენ, რომლის საშუალებით  ბალტიის ქვეყნები ევროკავშირის სივრცეს ნაბიჯ –…
მეტის ნახვა

რკინიგზის შემოსავლები 10 წლის წინანდელ მაქსიმუმს უახლოვდება

2024 წელს საქართველოს რკინიგზის შემოსავლებმა 686 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბუნებრივია სარეკორდო მაჩვენებლად შეფასდა. რკინიგზის შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი…
მეტის ნახვა