ირანის საზღვარზე ასტარის ტერმინალის გახსნით აზერბაიჯანი ლოგისტუკურ შესაძლებლობებს ზრდის

აზერბაიჯანი სატრანსპორტო სფეროში საკუთარი თუ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შედეგად, ინტენსიურად ავითარებს ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკურ შესაძლებლობებს.

ალიათის ნავსადგურში საკონტეინერო სიმძლავრეების გაფართოების შესახებ, ანალიტიკაში ვამახვილებდით ყურადღებას.

როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი როგორც ჩრდილოეთ – სამხეთის, რუსეთ – ირანის დამაკავშირებელი დერეფნის, ასევე აღმოსავლეთ – დასავლეთის, შუა დერეფნის საკვნძო მოთამაშეა.

ბოლო პერიოდში, გეგმაზომიერი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების შედეგად, აზერბაიჯანი  ორი მსხვილი ტვირთნაკადის გზაჯვარედინზე ლოგისტიკური შესაძლებლობების სახელმწიფოდ ყალიბდება.

საკუთარი ლოგისტიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენების საუკეთესო მაგალითია, აზერბაიჯან – ირანის საზღვარზე, აზერბაიჯანის ფინანსური სახრებით  ასტარის ტერმინალის მშენებლობის პროექტი.

მიმდინარე ეტაპზე ასტარის ტერმინალი ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს.

მშენებლობა აზერბაიჯანის რკინიგზის ფინანსებით განხორციელდა, სადღეისოდ საპროექტო სამუშაოების 85 %, ხოლო სამშენებლო – სამონტაჟო სამუშაოების 72 % დასრულებულია.

აზერბაიჯანის ასტარის სადგურიდან ირანის საზღვრამდე 8.3 კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზია გავანილი. რკინიგზის ამ მონაკვეთზე მდინარე ასტარჩაიზე დაგეგმილი შვიდი ხიდიდან ერთი სრულად მზადაა, დანარჩენები კი დასკვნით ეტაპზეა.

ასტარის ტერმინალის მშენებლობა  2017 წელს დაიწყო, აზერბაიჯანისა და ირანის მთავრობათაშორისი შეთანხმების საფუძველზე. მშენებლობა მიმდინარეობს ირანის ტერიტორიაზე, საზღვრიდან 1.4 კმ მანძილის დაშორებით, აზერბაიჯანის მიერ 25 წლით არენდირებულ ტერიტორიაზე.  

ასტარის ტერმინალის ექსპლუატაციაში გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობდა, შესაბამისად ტვირთბრუნვის მაჩვენებლებიც პერიოდულად იზრდებოდა, თუ საწყის 2018 წელს ტერმინალზე 264 ათასი ტონა იქნა გადამუშავებული, 2019 წელს ტვირთბრუნვამ 364 ათასი ტონა შეადგინა, მომდევნო წლებში ზრდა უფრო შესამჩნევი გახდა, კერძოდ  2023 წელს ტერმინალზე – 692 ათასი ტონა ტვირთის დამუშავება განხორციელდება, 2024 წელს მოცულობა  814  ათას ტონამდე გაიზარდა.

ასტარის ტერმინალზე ძირითადად ორი სახეობის ტვირთები მუშავდება, ხე-ტყე და მარცვლეული, რომელიც საერთო ტვირთბრუნვის 40%  და 35% ს შეადგენს.

2025 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთის რკინიგზით აქტაუს და კურიკის ნავსადგურების გამოყენებით, ექსპორტირებული იქნა 2.8 მლნ ტონა მარცვლეული, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში სარეკორდო  მაჩვენებელია. ექსპორტირებული მარცლეულის 70 % ირანის მიმართულებით იქნა გადაზიდული.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტერმინალის წლიური გამტარუნარიანობა 3.5 მლნ ტონას მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად გაამყარება  ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის განვითარებაში  აზერბაიჯანის პოზიციებს.

ასტარის ტერმინალის გამტარუნარიანობის სრულად ასათვისებლად, ასტარის ტერმინალის პარალელურად აზერბაიჯანი ალიათის ნავსადგურიდან – ასტარამდე ინტენსიურად ანვითარებს სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას. სარკინიგზო პროექტის  ღირებულება 1.1 მილიარდ დოლარს უტოლდება.

პროექტის განხორციელება 2024 წელს დაიწყო, 245 კმ რკინიგზის მოდერნიზაცია 4 ეტაპად ხორციელდება მაგისტრალის დასრულება 2028 წლისთვისაა ნავარაუდები.

ორივე სატრანსპორტო რგოლის ექსპლუატაციაში შეყვანით, აზერბაიჯანი საკუთარ ტერიტორიაზე სრულფასოვნად შეძლებს რუსეთ – აზერბაიჯან – ირანი – ინდოეთის სატრანსპორტო დერეფნის კარკასის ჩამოყალიბებას.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიმდინარე სატრანსპორო ობიექტების სამშენებლო “ბუმის” საპირწონეთ  საქართველოს მონაკვეთზე სტაგნაციური პროცესების შედარება, გავძლევს გავაკეთოდ მკაფიო დასკვნა,  რომ საინვესტიციო რესურების გარეშე, ახლო მომავალში საქართველო შუა დერეფნის “ვიწრო” ადგილად წარმოჩინდება.

დასკვნის სახითბოლო პერიოდში, გეგმაზომიერი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარების შედეგად, აზერბაიჯანი ორი დერეფნის გზაჯვარედინზე, რეგიონში ძირითად – საკვანძო ლოგისტიკურ სახელმწიფოდ ყალიბდება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სომხეთის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“  სატრანსპორტო კვანძის გახსნას ელოდება    

Next Post

მსოფლიოს ტოპ 10  ტრანსკონტინენტური საკონტეინერო საზღვაო გადამზიდავი  კომპანია

Related Posts

შუა დერეფნის  – პრიორიტეტული ლოგისტიკურ – ინფრასტრუქტურული პროექტები

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, დერეფნის ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,  „ვიწრო ადგილების“ დებლოკირება ერთობლიობაში განსაზღვრავს…
მეტის ნახვა

როგორ შევირჩიოთ ევროზონაში ტვირთების ტრანსპორტირების ოპტიმალური  მარშრუტი

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ჩართული ნებისმიერი კომპანია, ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მისატანად, საკუთარ მარშრუტს ინდივიდუალურად ირჩევს. ბუნებრივია, თვითეულ გადამზიდველს გააჩნია…
მეტის ნახვა

მსოფლიო ბანკის შეფასებით შუა დერეფნის „ვიწრო ადგილს“ საქართველოში სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის  უკმარისობა წარმოადგენს

2023 წელს შუა დერეფნის გასწვრივ „ვიწრო ადგილების“ გამოსავლენად, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ,  10 პრიორიტეტული რეკომენდაცია წარმოაჩინა. მსოფლიო…
მეტის ნახვა