სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირების პირობებში, რუსეთი  მახაჩკალის ნავსადგურში დიდი ხნის უფუნქციო საბორნე ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას გეგმავს  

გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ და დამატებითი სანქციების ამოქმედებამ, რუსეთის სატრანსპორტო დერეფნები ბლოკირების და გამტარუნარიანობის დეფიციტის წინაშე დააყენა.

ბოლო სანქციების დაწესების პირობებში, ბალტიის და შავი ზღვის სრუტეები რუსეთის ტვირთებისათვის შესაძლო ბლოკირების საფრთხის წინაშე დადგნენ.

სრუტეების ბლოკირებამ რუსეთის ტვირთნაკადების სხვადასხვა სახმელეთო მიმართულებებით გადანაწილება გამოიწვია, კერძოდ ტვირთების  აზია – წყნარი ოკეანიის რეგიონის და  ჩინეთის მიმართულებით გადართვამ აღმოსავლეთ რუსეთის სარკინიგზო პოლიგონის გამტარუნარიანობის შეზღუდვა გამოიწვია.

ცნობისათვის, აღმოსავლეთ რუსეთის სარკინიგზო პოლიგონში ოდიდგანვე ბამის და ტრანსციმბირული  სარკინიგზო მაგისტრალების სახელით ცნობილი დერეფნებია გაერთიანებული, რომლებიც ტვირთნაკადების გადმორთვის პირობებში გამტარუნარიანობის მწვავე დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.

გარდა ამისა, რუსეთის საზღვაო ექსპერტების განცხადებით – სავაჭრო გემებისთვის სუეცის არხზე გამავალი ტრადიციული მარშრუტი ჰუსიტების თავდასხმების გამო დიდი ხანიარუსულ რულეტკადგადაიქცა.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რუსეთი შეუდგა ახალი დერეფნებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარებას, პირველ რიგში, აქცენტი ჩრდილოეთ ყინულოვანი საზღვაო მარშრუტის განვითარებაზე გადაიტანა.

ჩრდილოეთის ყინულოვანი საზღვაო მარშრუტი აზია – წყნარი ოკეანიის ქვეყნებიდან რუსეთის ევროპულ ნაწილამდე და უკუ მიმართულებით მთელი წლის განმავლობაში რეგულარულ საზრვაო გადაზიდვების ორგანიზებას ითვალისწინებს.

მიუხედავათ იმისა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტით მთელი წლის განმავლობაში ტვირთების შეუფერხებელი ტრანსპორტირება დაანონსა, ატომური ყინულმჭრელი გემების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ტვირთების გაცილება ახლო მომავალში გადაულახავ პრობლემად რჩება.

შედეგად რუსეთისთვის ერთ – ერთ ალტერნატივას, ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის განვითარება და ტვირთების  ირან – ინდოეთის მიმართულებით გადასროლა წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის ერთ – ერთ მონაწილესთან აზერბაიჯანთან, რუსეთს ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რუსეთი  ცდილობს ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის კასპიის საზღვაო მიმართულებაზე გადაიტანოს აქცენტი.

ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით კასპიის ზღვაზე მახაჩკალის ნავსადგურის გამოყენებით რუსეთი ირანის, თურქმენეთისა და ყაზახეთის მიმართულებებებით ოთხი ახალი ბორნის – ორი სარკინიგზო და ორი საავტომობილოს – ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს.

რუსეთის საზღვაო სააგენტოს განცხადებით – ახალი საბორნე გემები მახაჩკალის ნავსადგურში ტვირთნაკადს წელიწადში დამატებით ორი მლნ ტონით გაზრდის.

ბორნები ირანში, ყაზახეთსა და თურქმენეთში გადაზიდვებს განახორციელებენ, რითაც ხელს შეუწყობენ ჩრდილოეთ სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას.

„როსმორპორტის“ ინფორმაციით, საბორნე გემების შესყიდვის პარალელურად, მახაჩკალის  ნავსადგურში საბორნე ნავმისადგომების მოდერნიზაციის სამუშაოები, პირველ რიგში, საბორნე გემებისათვის აპარელები მოწყობა.

სამუშაოთა სრულად დასრულდება 2028 წელსაა ნავარაუდევი, რის შემდეგ, საბორნე კომპექსის პარალელურად მახაჩკალაში მსხვილი მშრალიპორტი იფუნქციონირებს.

სადღეისოდ მახაჩკალის ნავსადგურში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის გაფართოების სამუშაოები, რისთვისაც ნავსადგურში 200 მდე კონტეინერის ერთდროული ჩატვირთვა – გადმოტვირთვის მოედანი შენდება.

მახაჩკალის ნავსადგურს გააჩნია პერსპექტივა, აღადგინოს სარკინიგზო და საავტომობილო საბორნე გადაზიდვები, რომლებიც წარმატებით ფუნქციონირებდა საბჭოთა ეპოქაში.

24 სატვირთო ვაგონზე გათვლილი მოძველებული  სარკინიგზო ბორანი „პეტროვსკი“, რომელიც ოდესღაც მახაჩკალა – აქტაუს მიმართულებით მოძრაობდა გაჩერებულია.

საგულისხმოა რუსეთის მთავრობის განცხადება, იმის თაობაზე, რომ სატრანსპორტო დერეფნების ბლოკირების და გამტარუნარიანობის დეფიციტის პირობებში  – მახაჩკალის საზღვაო სავაჭრო ნავსადგური, რომელიც საერთაშორისო სატრანსპორტო ჩრდილოეთ – სამხრეთის დერეფნის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს – 2022 წლის შემდეგ რუსეთისთვის ერთ – ერთ პრიორიტეტად იქცა.

რუსეთის სატრანსპორტო უწყების განმარტებით – სანქციების პირობებში, მახაჩკალის ნავსადგური, ირანის ნავსადგურების გავლით, მსოფლიო საზღვაო სივრცეებზე დამატებით წვდომას უზრუნველყოფს, რითაც აზიისა და ახლო აღმოსავლეთის „მეგობრულ“ ქვეყნებთან დააკავშირებს.

დასკვნის სახით – კასპიის ზღვაზე  მახაჩკალის ნავსადგურიდან  ოთხი ახალი ბორნის ექსპლუატაციაში გაშვებით, ნათელია თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთი, სადღეისოდ უფუნქციო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ყაზახეთის „ცენტრი – დასავლეთის“ ახალი საავტომობილო  მაგისტრალი ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს მიუერთდება

Next Post

ევროკავშირმა სატრანსპორტო პროექტების მასშტაბური დაფინანსების შესახებ დაანონსა, ფინანსები უკრაინის და მოლდოვის ჩათვლით ევროკავშირის ყველა სახელმწიფოზე გადანაწილდება – საქართველო დაფინანსების მიღმა დარჩა

Related Posts

უკრაინა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის პროექტის ფარგლებში პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის დაგებას იწყებს

პოლონეთის საზღვრიდან – ლვოვამდე ლიანდაგის კონსტრუქცია მხოლოდ 1435 მმ იან ქსელს მოიცავს და რადიკალურად განსხვავდება შეთავსებული ლიანდაგის სისტემისგან.…
მეტის ნახვა

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის პირობებში, რეგიონის ქვეყნები, სავარაუდოდ, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარების გეგმებს გადახედავენ. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება: რუსეთ –…
მეტის ნახვა

მსოფლიო ბანკის შეფასებით შუა დერეფნის „ვიწრო ადგილს“ საქართველოში სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის  უკმარისობა წარმოადგენს

2023 წელს შუა დერეფნის გასწვრივ „ვიწრო ადგილების“ გამოსავლენად, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებულმა კვლევამ,  10 პრიორიტეტული რეკომენდაცია წარმოაჩინა. მსოფლიო…
მეტის ნახვა