სომხეთის სატრანზიტო სახელმწიფოდ გადაქცევა რუსეთისგან რკინიგზის კონცესიის გამოსყიდვის შედეგადაა შესაძლებელი

კონცესიის გამოსყიდვის პირობებში სომხური მხარე ვარაუდობს რკინიგზის ქვეყნის მთავრობის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას და კონფლიქტის პირობებში ბლოკირებული სარკინიგზო მონაკვეთების დაჩქარებული ტემპით აღდგენას, რის საფუძველზეც სომხეთი სატრანზიტო სახელმწიფოდ გადაიქცევა.

2008 წლიდან სომხეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზის 100%-იან საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანიაა, ЮКЖД „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ კონცესიური მართვის ქვეშაა. ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთის რკინიგზის გადაზიდვები განახევრდა, ამასთან, ზოგიერთ სარკინიგზო მონაკვეთზე მოძრაობა შეწყდა და რუსეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიანობა დიდ კითხვის ნიშანის ქვეშ დადგა.

რაც შეეხება რუსეთის მიერ სომხეთის რკინიგზაში განხორციელებული ინვესტიციების ეფექტიანობას, 2018 წელს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოაქვეყნა 2008-2018 წლებში რუსეთის მხრიდან რკინიგზის საინვესტიციო ვალდებულების შესრულების აუდიტისა და შესაძლო ფინანსური დარღვევების ანგარიში.

მოგვიანებით, 2021 წელს, იმ პერიოდში ჯერ კიდევ მოკავშირეთა ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენების მოტივით, რუსეთის ხელისუფლების დაწოლით, სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.


მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელში აღმოჩნდა სომხეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მარშრუტების დებლოკირების ბერკეტი, ამასთან ისიც ნათელია, რომ რუსეთი ამ იარაღს პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენებს – სომხეთში აქტიურად განიხილავენ კონცესიიდან გამოსვლისა და რკინიგზის სომხეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნების მიზანშეწონილობას.

სწორედ ამ პროცესს უკავშირდება სომხეთის პრემიერის ახლახანს რუსეთში ვიზიტი და რუსეთთან ამ საკითხთან დაკავშირებით საკითხის საბოლოოდ ამოწურვა, კერძოდ კონცესიის რომელიმე მეგობარი მესამე ქვეყნისთვის მიყიდვის შეთავაზება.

კონცესიის მესამე ქვეყნისთვის მიყიდვის წინადადება, სომხეთმა მანამდეც დააყენა, რაზეც მოსკოვმა საკმაოდ სწრაფად უარით უპასუხა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის პრემიერის შეთავაზებას „უცნაური და ნაკლებად სავარაუდოდ მისაღები“ უწოდა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს განცხადება უფრო კატეგორიული აღმოჩნდა, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს რუსეთის მიერ კონცესიის რომელიმე სხვა მესამე ქვეყნისთვის გადაცემის შესაძლებლობას. კერძოდ, რუსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნა, რომ სომხეთის რკინიგზაში 20 წლის განმავლობაში, კონცესიის პირობით გათვალისწინებული თანხის 90%, ანუ 390 აშშ დოლარი ინვესტიციის სახით ჩაიდო, შეკეთდა 520 კმ რკინიგზა.  სამხრეთ კავკასიის რკინიგზა პასუხისმგებლობით ასრულებს თავის ვალდებულებებს და კონცესიის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა მყისიერად დაანგრევს აწყობილ სისტემას.
რუსეთის მხარის მოსაზრების საპირისპიროდ არსებობს ციფრები და მათზე დაყრდნობილი მოსაზრებები, რომლებიც უარყოფს კონცესიის პერიოდში სომხეთის რკინიგზის გადაზიდვების ეფექტურობას.

ამჟამად სომხეთის რკინიგზაზე მატარებლების საშუალო სიჩქარე 34 კმ/სთ-ია. მოძრავი შემადგენლობა მოძველებულია და ჯერ კიდევ 1960 წელს გამოშვებული ელმავლები ახორციელებენ გადაზიდვებს.

საკმარისია საქართველოსა და სომხეთს შორის სარკინიგზო გადაზიდვების ანალიზს დავაკვირდეთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ რკინიგზის ტვირთბრუნვა როგორც საქართველოდან სომხეთის, ასევე სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით მცირდება (იხ. დიაგრამა).

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოდან-სომხეთში სარკინიგზო ტვირთბრუნვა 50%-ით შემცირდა, ისევე როგორც სომხეთიდან საქართველოს მიმართულებით 37%-ით შემცირდა გადაზიდვები.
სარკინიგზო გადაზიდვების საწინააღმდეგოდ, ბოლო წლებში 65%-ით გაიზარდა საქართველოს გავლით რუსეთიდან სომხეთში და სომხეთიდან რუსეთში საავტომობილო სატვირთო გადაზიდვები (იხ. დიაგრამა).

აღნიშნული ტენდენცია ნათლად მიუთითებს ტვირთნაკადების სარკინიგზოდან საავტომობილო ტრანსპორტზე გადართვის ტენდენციაზე.
სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთების კლება სომხეთის რკინიგზაზე ფინანსური სკანდალების პარალელურად მიმდინარეობდა. ჯერ კიდევ 2016 წელს სომხურმა მხარემ უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის მხარის სატარიფო პოლიტიკითა და მონოპოლიური პოზიციის ბოროტად გამოყენებასთან დაკვშირებით. მსგავსი კონფლიქტი მოგვიანებით, 2018-2019 წლებშიც გაჩაღდა, როდესაც აუდიტმა რკინიგზაზე 60 მლნ დოლარის გადასახადებისგან თავის არიდება გამოავლინა.

სომხეთის მხრიდან ასეთი ზეწოლის პირობებში, რუსეთმა განაცხადა, რომ კონცესიიდან გასვლას განიხილავდა, რადგან მის მიმართ აშკარა საგამოძიებო ზეწოლის ბერკეტი გამოიყენებოდა.

არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამომდინარე, სომხეთის მხარე, რომელიც მაქსიმალურადაა დაინტერესებული მის ტერიტორიაზე დაპაუზებული სარკინიგზო მონაკვეთების ამოქმედებით, აქტიურად განიხილავს რუსეთთან გაფორმებული საკონცესიო ხელშეკრულებიდან, თუნდაც ფინანსური სახსრების კომპენსირების შედეგად, გამოსვლისა და რკინიგზის სახელმწიფოსთვის დაბრუნების შესაძლებლობას.

საკონცესიო ხელშეკრულებაში არსებობს კონცესიის გამოსყიდვის მექანიზმი. სომხეთის მხარეს შეუძლია ЮКЖД-ს აუნაზღაუროს გაწეული ხარჯების ნაწილი და 2038 წლამდე, ანუ კონცესიის ამოწურვის ვადამდე, კომპანიის მიერ მიუღებელი მოგების ნაწილი.

შეთანხმების პირობების თანახმად, ეს თანხა დაგეგმილი ინვესტიციის ნახევარს დამატებული საშუალო მოსალოდნელ მოგებას შეადგენს და სავარაუდოდ 150-200 მლნ აშშ დოლარია.


აღნიშნული თანხა სომხეთისთვის ე.წ. „ძალდატანებით გადასახდელ“თანხას წარმოადგენს. სომხური მხარის ვარაუდით, ამ მოცულობის ფინანსების მისაღებად საერთაშორისო კრედიტორების მოძიება სრულიად შესაძლებელია.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თურქეთი დამოუკიდებლად აშენებს სომხეთის ალტერნატიულ ნახიჩევანი – ყარსის დერეფანს, ამიტომ ნებისმიერი შეფერხება სომხეთისთვის სერიოზულ ნეგატიურ შედეგს მოიტანს. თუ თურქეთი თავის მონაკვეთს ვადაზე ადრე დაასრულებს, სომხეთის მონაკვეთი წამგებიანი და არამოთხოვნადი გახდება.

მოდერნიზაციის გადადება სომხეთს კონკრეტული დანაკარგებით ემუქრება. თუ თურქეთი მის მონაკვეთს უფრო ადრე აამოქმედებს, ტრამპის მარშრუტით სომხეთის სატრანზიტო შემოსავლები დაახლოებით 5.5-ჯერ შემცირდება. სომხეთის ტერიტორიაზე გამავალი 240-კილომეტრიანი ტრანზიტის ნაცვლად, სამხრეთ მონაკვეთზე მხოლოდ 44 კილომეტრი დარჩება.

სწორედ ამ ფაქტორიდან გამომდინარე, სომხეთმა რუსულ მხარეს სთხოვა „უახლოეს მომავალში“ აღადგინოს თურქეთისა და აზერბაიჯანისკენ მიმავალი რკინიგზის მონაკვეთები.

სომხეთის მხარე აქცენტს არა ცალკეული მონაკვეთების აღდგენაზე აკეთებს, არამედ მთელ სარკინიგზო ქსელზე. მთელ ხაზს ესაჭიროება მოდერნიზაცია, რადგან არსებული რკინიგზა ინტენსიური საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების გასატარებლად არ არის გათვლილი.

ამჟამად სომხეთის რკინიგზა მინიმალური დატვირთვით მუშაობს. თუმცა, თუ კავშირი გაიხსნება, სატვირთო გადაზიდვების მოცულობა წელიწადში 10 მლნ ტონამდე გაიზრდება.
კონცესიის გამოსყიდვის პირობებში სომხური მხარე ვარაუდობს რკინიგზის ქვეყნის მთავრობის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას და კონფლიქტის პირობებში ბლოკირებული ოთხი სარკინიგზო მონაკვეთის დაჩქარებული ტემპით აღდგენას, რის საფუძველზეც სომხეთი სატრანზიტო სახელმწიფოდ გადაიქცევა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაზე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის მიწახაპია გემის შესაძენად ერთობლივ საწარმოს ქმნიან

Next Post

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო TITR მარშრუტის ინსტიტუციური მექანიზმები და განვითარების ეტაპები

Related Posts

სომხეთ-აზერბაიჯანის სატრანსპორტო კავშირების აღდგენა – შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთზე ტვირთების სავარაუდო კლების გამოსავლენად, სახელმწიფოს კომპლექსური კვლევის განხორციელების წინაშე აყენებს

ბოლო პერიოდში მედია სივრცეში ხშირად გაისმის კითხვა, თუ რამდენად დაქვეითდება შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა, ან რა მოცულობის ტვირთნაკადს დაკარგავს…
მეტის ნახვა

შუა დერეფნით ჩინეთიდან ბლოკმატარებლების გაზრდის  რეზერვი არსებობს

თვალშისაცემია, რომ 2024 წელს შუა დერეფნით საკონტეინერო ბლოკმატარებლების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც უდაოდ დადებითი ტენდენციაა. ბუნებრივია, ყოველიმე ამან…
მეტის ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის 15 პრიორიტეტი

სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების და მისი მიმზიდველობის გამოსავლენად, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ კომპლექსური კვლევის…
მეტის ნახვა