ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის ფსეკრდაღრმავება – გამტარუნარიანობას  30 % მდე გაზრდის

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად ამახვილებს ყურადღებას, დერეფნის ტვირთწარმომქმნელ ქვეყნებში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე,  „ვიწრო ადგილების“ დებლოკირება ერთობლიობაში განსაზღვრავს შუა დერეფნის მიმზიდველობას და კონკურენტუნარიანობას.

უნდა აღინიშნოსა, რომ რიგი ღონისძიებების განხორციელება, დერეფნის არა საქართველოს, არამედ მომიჯნავე ქვეყნების არეალებშია კონცენტრირებული.

ერთ – ერთ ასეთ „ვიწრო ადგილს“ წარმოადგენს, კასპიის ზღვის ყაზახეთის აკვატორიაში განთავსებული აქტაუს და კურიკის ნავსადურები.

სადღეისოდ კასპიის ზღვის დონის შემცირება შეუქცევად პროცესს წარმოადგენს  და ამავე დროს მზარდი დინამიკა გააჩნია.ყაზახეთის ნავსადგურების აკვატორიის საშუალო დაღრმავების დონე 4.9 მეტრს შეადგენს,როდესაც გემთშემოსვლისთვის ნორმატიული დაღრმავება 6.1 მეტრია, ფაქტიურად, ნებისმიერი გემი რომელიც ნავსადგურში შემოდის – მხოლოდ 75 % ით იტვირთება.

აღნიშნული გარემოება, მნიშვნელოვნად ამცირებს ნავსადგურების გამტარუნარიანობას, ამ თვალსაზრისით  გადაუდებლად აუცილებელია, როგორც შემოსასვლელ არხში ასევე აკვატორიაში ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორცილება. იმისათვის რომ ტანკერი დაუბრკოლებლივ შემოვიდეს ნავსადგურის აკვატორიაში აუცილებელია დამატებით ერთ მეტრამდე დაღრმავება.

არხის და ფსკერდაღმავების სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 100 მლნ დოლარს შეადგენს. ყაზახეთის მთავრობა,   თანხის მოძიებასთან დაკავშირებით ინტენსიურ მოლაპარაკეკებს აწარმოებს დონორებთან.

აქტაუს ნავსადგურის მონაცემებით, არსებულ ვითარებაში, 12 000 ტონა ტვირთამწეობის ტანკერი შესაძლებელია, მხოლოდ 9 000 ტონით დაიტვირთოს. გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ სრულად დაუტვირთავი ტანკერებით განხორციელებული ნავთობის ლოგისტიკა ორჯერ ძვირია, რაც სანაოსნო კომპანიისთვის, დამატებით ხარჯებზე აისახება.

ანალოგიური მდგომარეობაა მშრალი ტვირთების გადაზიდვისას, მაგალითისათვის, თუ ადრე საკონტეინერო გემს შეეძლო 350 ერთეული კონტეინერი გადაეზიდა, სადღეისოდ მხოლოდ 280 კონტეინრით იტვირთება.

ფაქტიურად, კასპიის ზღვის დონის 10 სანტიმეტრით შემცირება, 5 ათასიანი ტვირთამწეობის გემისთვის 200 – 300 მდე  ტონა ტვირთის დაუტვირთაობაში აისახება.

კასპიის ზღვის დონის შემცირება საზღვაო გადაზიდვების გაძვირებასთან ერთად, იწვევს, ტვირთნაკადების კასპიის ზღვის შემოვლითი სახმელეთო მარშრუტებით, რუსეთის ტერიტორიაზე გადანაცვლებას, რაც აქვეითებს შუა დერფნის მიმზიდველობას.

ყაზახეთის „კაზჰიდრომეტრის“ პროგნოზის საფუძველზე, 2030 წლისათვის კასპიის ზღვის დონე, გააგრძელებს შემცირებას, წელიწადში 23 სანტიმეტრის სიჩქარით. რაც საგანგაშო ტენდენციას წარმოადგენს.

კასპიის ზღვის ყაზახეთის ნავსადგურებში, ფსკერდაღმავებითი სამუშაოების განხორციელების შედეგად, ყაზახეთის ნავსადგურების გავლით ტვირთბრუნვა 30 % მდე გაიზრდება, რაც დამატებით შესაძლებლობას მისცემს ნავსადგურებს შეამცირონ სანავსადგურე მოსკრებლების ტარიფები.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

კასპიის ზღვის საზღვაო ფლოტი – შუა დერეფნის „ვიწრო ადგილს“ წარმოადგენს

Next Post

საქართველოს რკინიგზის რეფორმირების აუცილებლობის შესახებ

Related Posts

ყაზახეთი სატვირთო ავტოტრანსპორტის წონისა და გაბარიტული ზომების ავტომატურ კონტროლზე გადადის – საჭიროა თუ არა საქართველოში ამ სისტემის დანერგვა?

როგორც შიდა ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე, ზენორმიული ღერძზე მოსული დატვირთვით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები, გზების სხვადასხვა სახის დაზიანებებს იწვევენ.…
მეტის ნახვა

გიანთი ლოჯისტიკსი – სატრანსპორტო სფეროს ლიდერი კომპანია

გიანთი ლოჯისტიკს – სატრანსპორტო სფეროში წარმატებული საქმიანობის 20 წელი შეუსრულადა. სატრანსპორტო სფეროში – კომპანიის სამოქმედო არეალი ტრანსპორტირების, პროექტირების…
მეტის ნახვა

უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

საომარ პირობებში, 2024 წლის შედეგების მიხედვით უკრაინის ნავსადგურებმა ჯამურად 97 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, აღნიშნული მაჩვენებელი 57% ით…
მეტის ნახვა