ყაზახეთი კურიკის ნავსადგურში ფსკერის დაღრმავებას -დამატებითი ტვირთების გატარებისა და ადგილობრივი გემთსაშენი სიმძლავრეების განვითარებისთვის გამოიყენებს

ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს ოფიციალური განცხადებით, ქვეყანას პირველ ეტაპზე 10 ახალი გემის, მათ შორის სამი ტანკერის, სამი მშრალი ტვირთმზიდისა და ოთხი კომბინირებული ბორნის აშენება და ექსპლუატაციაში გაშვება აქვს განზრახული.

ყაზახეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი, პირველ რიგში, კასპიის ზღვაზე შეზღუდული გამტარუნარიანობის აღმოფხვრით, კერძოდ, დამატებითი სანაოსნო ფლოტის სიმძლავრეების გაზრდით არის განპირობებული.

ქვეყნისთვის სტრატეგიული ამოცანის შესასრულებლად, არსებული საწარმოო ობიექტების ბაზაზე, ყაზახეთი არსებული გემთმშენებელი ქარხნის (სამშენებლო დოკის) დამატებითი სიმძლავრეებით დატვირთვას გეგმავს.

ამჟამად ყაზახეთის სანაოსნო კომპანია Kazmortransflot-ი ახალი გემების მოდელების დიზაინზე მუშაობს, ახლო მომავალში დღის წესრიგში ყაზახეთისთვის საკუთარი გემების მშენებლობისათვის ქვეყნისთვის აუცილებელი დოკისთვის გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა ინება აუცილებელი.

ბოლო 20 წლის განმავლობაში ყაზახეთმა ეტაპობრივად კურიკის ნავსადგურის სიახლოვეს, ERSAI-ის ნავსადგურის სახელით ცნობილი გემთსაშენი დოკის განვითარება განახორციელა.

ფოტოზე წარმოდგენილია კურიკის ნავსადგურის 2014 წლის საერთო ხედი – გემთმშენებელი დოკის ტერიტორიის გარეშე და 2024 წლის ფოტო – საზღვაო დოკის ინფრასტრუქტურით.

ფოტომასალით დასტურდება მეზობელი ქვეყნის სტრატეგია ადგილობრივი გემთმშენებელი ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით.

უფრო კონკრეტულად კი, კურიკის ნავსადგურის სიახლოვეს, მის არეალში განთავსებული ERSAI-ის პორტის შესაძლებლობების გამოყენებით, ყაზახეთი ცდილობს ოდესღაც კაშაგანის ნავთობის საბადოსთვის ლითონის კონსტრუქციების დამამზადებელ საწარმოო ბაზას ახალი დანიშნულება მიანიჭოს.

ცნობისათვის, 2014 – 2018 წლებში ERSAI-ის ნავსადგურში, ლითონის კონსტრუქციების ბაზაში კაშაგანის ნავთობის საბადოსთვის განკუთვნილი ლითონის მილებისა და სხვადასხვა კონსტრუქციის მომზადება და ადგილზე, 200 კმ მანძილზე ხმელეთით ტრანსპორტირება ხორციელდებოდა.

დღესდღეობით ERSAI-ის ლითონის კონსტრუქციების ბაზა დაუტვირთავია და ყაზახეთს განზრახული აქვს ERSAI-ის ნავსადგური ორმაგი დანიშნულებით, კერძოდ, როგორც გემების მშენებლობის დოკი, ასევე სათანადო ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების განხორციელების შემდეგ ტვირთების გამტარ ნავსადგურად გამოიყენოს.

გემთსაშენი ქარხნის დატვირთულობა, სახელმწიფოს განცხადებით, გარანტირებული იქნება, რადგანაც სადღეისოდ კასპიის ზღვაში მცურავ 150-ზე მეტ მცირე სავაჭრო გემს, სხვადასხვა სახის შეკეთება ესაჭიროება, რომლის განხორციელებაც ყაზახეთის გემთსაშენ ქარხანაშია შესაძლებელი.

არხის ნავიგაციის პარამეტრების შესანარჩუნებლად ყაზახეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი საზღვაო მიწახაპია დანადგარი შეეძინა.

იმისათვის, რომ გემთმშენებელმა დოკმა, იფუნქიონიროს აუცილებელია ფსკერდაღრმავების განხორციელება, რომელსაც ყაზახეთი კურიკის ნავსადგურში დამატებითი ტვირთების მოსაზიდად გამოიყენებს.

ახლახანს, შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ყაზახეთის ERSAI-ის სამრეწველო ნავსადგურმა, რომელსაც ERSAI Caspian Contractor მართავს, კურიკის ნავსადგურში ფსკერდაღრმავებითი პროექტის განხორციელებას შეუდგა.

ფსკერდაღრმავებითი დრეგირების სამუშაოების ჩატარება 2026 წლის იანვრიდან ივნისამდეა დაგეგმილი, დრეგირების საერთო მოცულობა, 1 მილიონი კუბური მეტრი იქნება.

პროექტის მიზანია ნავსადგურისა და მისი შესასვლელი არხის სიღრმის 5 მეტრამდე გაზრდა, რაც უზრუნველყოფს მთელი წლის განმავლობაში ნავიგაციას.

კომპანია ERSAI სრულად აფინანსებს კურიკის ნავსადგურში ფსკერის გრუნტის დრეგირების (CSD 650) დანადგარის მეშვეობით ნავსადგურში გრუნტის ამოხაპვის სამუშაოებს. საგულისხმოა, რომ ყაზახეთმა ფსკერის დრეგირების დანადგარი ახლახანს საკუთარი მიზნებისათვის შეიძინა, რომელსაც პერსპექტივაში სხვა ნავსადგურებში გამოიყენებს და არ მოუწევს ძვირადღირებული დანადგარის დაქირავება.

დასკვნა:
ყაზახეთი კურიკის ნავსადგურში ფსკერის დაღრმავებას ორმაგი დანიშნულებით – დამატებითი ტვირთების გატარებისა და ადგილობრივი გემთსაშენი სიმძლავრეების განვითარებისთვის გამოიყენებს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

შუა დერეფნის ალტერნატივად, ირან-თურქეთი პრიორიტეტულად მერენდი (ირანი) – ჩემშე სორია (თურქეთი) სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობას განიხილავენ

Next Post

ყაზახური ნავთობი 2025 წელს ბათუმის ნავთობტერმინალში არ მიემართებოდა – საქართველოსა და ყაზახეთს შორის დადებული ხელშეკრულება, მშრალი და საბორნე – საკონტეინერო ტვირთების გადამუშავების ხარჯზე სრულდებოდა

Related Posts

ბაქოს ნავსადგურის და აზერბაიჯანის რკინიგზის ორგანიზაციული შერწყმის შედეგად, ნავსადგურში გადამუშავებულმა კონტეინერებმა 100 000 TEU-ს მიაღწია

ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო ნავსადგურში კონტეინერების გადამუშავების მოცულობამ 2025 წელს პირველად მიაღწია სარეკორდო 100 000 TEU-ს ნიშნულს. საკონტეინერო…
მეტის ნახვა

ტრანზიტის გარეშე ყველაზე მეტად – დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა ზარალდება (ნაწილი მეორე)

ტრანზიტის გარეშე დაუტვირთავი დროებით ოკუპირებული  აფხაზეთის რკინიგზა, პირველ რიგში აზარალებს მის ეკონომიკას, შემდეგ – რუსეთის პოლიტიკურ იმიჯს, შედარებით…
მეტის ნახვა

ანაკლიის „ბლოკირებით“ – საქართველომ რეგიონში გლობალური მოთამაშის სტატუსი დაკარგა

ანაკლიის ნავსადგურის, როგორც რეგიონში გლობალური მოთამაშის  დანიშნულება, თავიდანვე მკაფიოდ იყო გაცხადებული, კერძოდ აფრიკიდან, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკიდან,  წამოსულ…
მეტის ნახვა