ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული

სადღეისოდ ირანის გავლით ტვირთების ტრანზიტი სომხეთში პრაქტიკულად შეჩერებულია, რაც შეეხება ჩინეთიდან სომხეთში საქონლის მიწოდების ხანგრძლივობას, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ორი ძირითადი ასპექტის გათვალისწინებით ირანის როლი სომხეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია – პირველ რიგში, საქონელბრუნვა საიმპორტო და საექსპორტო პროდუქციის მოხმარების ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებს მოიცავს.

ისლამური რესპუბლიკა კვლავ რჩება სომხეთის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად, რომელთანაც სომხეთს მჭიდრო სავაჭრო – ეკონომიკური კავშირები აქვს დამყარებული, უფრო კონკრეტულად,  სომხეთის ეკონომიკის რამდენიმე სექტორი პირდაპირ ირანულ ნედლეულსა და ბაზრებზეა დამოკიდებული.

მიუხედავად წარმოშობილი სირთულეებისა, აღნიშნული კავშირები არ გაწყვეტილა.

მეორეც, ირანი სამხეთისათვის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ირანის გავლით იღებს სომხეთი წვდომას სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანეზე, ინდოეთის, ჩინეთისა და არაბული სამყაროს ბაზრებზე.

ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა სიტუაცია. თუ ჩინეთიდან სომხეთში ირანის გავლით ტვირთების მიწოდება 45 – 60 დღეში ხორციელდებოდა, სადღეისოდ ტრანზიტი სამ თვემდე გაიზარდა. თუმცა, მიწოდების ამ გახანგრძლივებულ ვადებს მნიშვნელოვანი გავლენა გადაზიდვის ხარჯებზე არ მოუხდენია.

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით ადრე გამავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი გადამისამართებულია საქართველოს ნავსადგურებში.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო ტვირთების გადაზიდვებში, იაფი ტვირთების წილი გაიზარდა, გარდა ამისა სახმელეთო მარშრუტის გავლის სიგრძე შემცირდა. მაგალითისათვის ირანის შემთხვევაში, სატვირთო ავტოტრანსპოტს ბენდერ – აბასის ნავსადგურიდან ერევნამდე თითქმის 2000 კმ ს გავლა უწევდა, საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით, ფოთიდან სომხეთის დედაქალაქამდე დაახლოებით 700 კმ ს გავლა უწევთ.

შედეგად, ლოგისტიკური მარშრუტების ცვლილებების მიუხედავად ხარჯები უცლელი რჩება. ირანის სატრანზიტო მარშრუტის დროებით ბლოკირებას, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია სომხეთის ლოჯისტიკაზე, მაგრამ მისი შედეგები კრიტიკული არ არის. ყველაზე მეტად შორეული აღმოსავლეთიდან შემოტანილი ტვირთები დაზარალდა, თუმცა მისი წილის სიმცირის გამო, ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ქართველი საავტომობილო გადამზიდველებისთვის იმიგრაციის ვადის 180 დღემდე დაბრუნებით, რუსეთმა სატრანსპორტო პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა

Related Posts

რუსეთი ლოგისტიკური მარშრუტების ძიებაშია – რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად ჩრდილოეთის ზღვის დერეფანს ავითარებენ

რუსეთ – ჩინეთის ერთობლივმა სარკინიგზო-საზღვაო ხაზმა Arctic Express №1-მა, რომლითაც ჩინეთიდან არხანგელსკისა და მურმანსკის რუსეთის ნავსადგურებამდე ჩრდილოეთის დერეფნის…
მეტის ნახვა

შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები – საქართველოს რკინიგზა  დაბალი უკუგებით იყენებს მასზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას

საქართველოს რკინიგზამ საომარი დაპირისპირების შედეგად გამოწვეული „შესაძლებლობის“- სატრანზიტო ტვირთნაკადის ზრდის ტენდენციის შენარჩუნება ვერ უზრუნველყო, უფრო მეტიც, სადღეისოდ სარკინიგზო…
მეტის ნახვა

სანქციების პირობებში რუსეთმა ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით საექსპორტო გადაზიდვების გაორმაგება შეძლო

სადღეისოდ საკუთარი საექსპორტო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე სახვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით დივერსიფიცირებული მიწოდება რუსეთის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ერთ ერთ ასეთ…
მეტის ნახვა