„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ – უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი შეზღუდვების გამო ვერ დაესწრება თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმს

22-23 ოქტომბერს თბილისში „აბრეშუმის გზის” ფორუმი იმართება. ჩვენი ორგანიზაცია – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“, რომელიც მუდმივად ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა წინა წლებში გამართულ ანალოგიურ ფორუმებში, ორგანიზატორების განმარტებით, უსაფრთხოების მოთხოვნების მკაცრი შეზღუდვების გამო, თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის წლევანდელ ფორუმს ვერ დაესწრება.

ჩვენი ორგანიზაცია – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“  ათ წელზე მეტია, აქტიურადაა ჩართული საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის პოპულარიზაციის, მისი კონკურენტუნარიანობის და ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ამაღლების, ალტერნატიული დერეფნებიდან ტვირთნაკადების მოზიდვის, დერეფნის კავშირებადობის სრულყოფის, ცენტრალური აზიიდან საწარმოო შესაძლებლობების გამოვლენის და დამატებითი ტვირთების გადმორთვის პოტენციალის დადგენისა და მრავალი ასეთი ანალიტიკური ხასიათის რეკომენდაციის მომზადებაში.

ორგანიზაცია საკუთარი ვებ-გვერდის transcor.ge-ს საშუალებით აწარმოებს ყოველდღიურად განახლებად ანალიტიკას. გარდა ამისა, ორგანიზაცია ეწევა სატრანსპორტო დარგებში დასაქმებული პირების ადვოკატირებას.

„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ მუდმივად მონაწილეობს ადგილობრივ და უცხოურ სატრანსპორტო დერეფნებთან დაკავშირებულ კონფერენციებში.

სამწუხაროა, რომ წლევანდელ ფორუმში მონაწილეობას ვერ მივიღებთ და არ მოგვეცემა შესაძლებლობა, დეტალურად გავაშუქოთ იქ მიმდინარე მოვლენები, უწყვეტ რეჟიმში მოგაწოდოთ ფორუმის სიახლეები, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში და წამოვწიოთ შუა დერეფანში ჯერ კიდევ არსებული პრობლემური საკითხები.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ირან – თურქმენეთის საზღვარზე ურიკების შემცვლელი სერაქსის სარკინიგზო კვანძის გაფართოების პროექტი, საქართველოზე გამავალ დერეფანს დამატებითი კონკურენციის წინაშე აყენებს

Next Post

პაატა ცაგარეიშვილი – ევროკავშირი ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებით „შუა დერეფნის” განვითარებაზე დებს ფსონს, არც ისაა დასამალი, რომ ევროკავშირის ქმედება რეგიონში ჩინეთის ფაქტორის დაბალანსებისკენ არის მიმართული

Related Posts

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” ის შეფასებით საქართველოს რკინიგზის საინვესტიციო მიმზიდველობა რეგიონში ერთ – ერთ დაბალ ნიშნულზეა

სარეიტინგო სააგენტო “Fitch” მა საქართველოს რკინიგზის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი 2024 წლის ბოლოს „პოზიტიურიდან” “სტაბილურამდე” შეამცირა, ამასთან რეიტინგი უცვლელად…
მეტის ნახვა
მიმდინარე წლის აპრილში სამარყანდში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის 12 მილიარდი ევროს საინვესტიციო პაკეტი დააანონსა. თანხის ინვესტირება…
მეტის ნახვა

როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას – სანქციების ამოქმედების შედეგად სატრანზიტო ტვირთნაკადების გადმორთვის ეფექტი განულებულია

სანქიების დაწესების შედეგად, 2022 წელს 2021 წელთან შედარებით საქართველოზე გამავალი დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების მყისეული – 40 % იანი…
მეტის ნახვა