აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო ფლოტის განვითარება – შუა დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას უკავშირდება

2025 წელს აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო სანაოსნო კომპანიის, ASCO-ს, გემებმა, რომლებიც სტრუქტურულად AZCON Holding-ში არიან გაერთიანებული, საზღვაო მიმართულებებით 9.1 ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც წინა წლის მონაცემს 5.4 %-ით აღემატება.

გადაზიდვებს შორის გამოსაყოფია მშრალი ტვირთისა და კონტეინერების გადაზიდვის სეგმენტები, ასევე კომპანიის სატანკერო და საბორნე ფლოტის სტაბილური ფუნქციონირება.

ყველაზე შესამჩნევი ზრდა მშრალი ტვირთის გადაზიდვაში დაფიქსირდა, კერძოდ, 2025 წელს სანაოსნო ASCO – ს გემებმა 1.3 მლნ ტონა ტვირთი გადაზიდეს, რაც 2024 წლის მაჩვენებელს 45% – ით აღემატება.

გადაზიდვების უმნიშვნელო, 2% – იანი ზრდა სატანკერო ფლოტმაც აჩვენა – გადაზიდვების მოცულობა 2024 წელს 4.2 ტონიდან 2025 წელს 4.3 მლნ ტონამდე გაიზარდა.

საბორნე გადაზიდვები 2025 წელსაც სტაბილურ დონეზეა შენარჩუნებული, კერძოდ, სანაოსნო ASCO-ს გემებით 77 ათასზე მეტი ბორბლიანი ტექნიკა, მათ შორის რკინიგზის ვაგონები და სატვირთო მანქანები, იყო დამუშავებული.

დერეფნის ფუნქციონირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკონტეინერო ტვირთების ზრდის დინამიკის მაჩვენებლები, რომლებიც შარშანდელთან შედარებით 2025 წელს 203%-ით გაიზარდა და 22 030 TEU-ს მიაღწია.

აზერბაიჯანის ფლოტი გადაზიდვებს ახორციელებს როგორც შუა დერეფნის კასპიის ზღვის მონაკვეთზე, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა საოკეანო თუ საზღვაო მიმართულებებით.

საზღვაო დარგის განვითარების სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე აზერბაიჯანი ინტენსიურად ზრდის სავაჭრო ფლოტს, სადღეისოდ აზერბაიჯანი სხვადასხვა ტიპის 51 გემს ფლობს.

ცალსახაა, რომ აზერბაიჯანული ფლოტის განვითარება ძირითადად საკუთარი ნავთობის რეალიზების შედეგად მიღებული ფინანსური სახსრებითაა უზრუნველყოფილი.

წარმოდგენილი ანალიზი ჩვენი გვერდის მკითხველს მკაფიოდ დაანახებს, აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო ინდუსტრიებს შორის განვითარების განსხვავებებს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა „საზღვაო დარგის განვითარების 2022–2030 წლების სტრატეგია“ დაამტკიცა, რომლის საფუძველზე აზერბაიჯანის კასპიის საზღვაო სანაოსნო ASCO-მ ეტაპობრივად საკუთარი საზღვაო სავაჭრო ფლოტის შესაძლებლობების გაზრდა დაიწყო.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გემების მშენებლობის შეკვეთები პრიორიტეტულად „ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში“ მიმდინარეობს, გარდა ამისა, აზერბაიჯანი ახორციელებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გემების შესყიდვებს.

დღევანდელი მდგომარეობით, აზერბაიჯანის სავაჭრო-საზღვაო ფლოტი შედგება 51 ერთეული გემისგან, რომელშიც გაერთიანებულია ნავთობის გადასაზიდად განკუთვნილი 20 ერთეული ტანკერი, 12 ერთეული შერეული სარკინიგზო / საავტომობილო ბორანი, 16 ერთეული მშრალტვირთმზიდი გემი, ერთი ერთეული Ro-Ro ტიპის საავტომობილო ბორანი და ორი ერთეული Ro-Pax ტიპის გემი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო საწარმოების – სანაოსნო კომპანია ASCO-სა და ნავთობის SOCAR-ის – ფინანსური სახსრებით 2023 წლიდან იწყება აზერბაიჯანის საზღვაო ფლოტის ახალი ტიპის გემებით შევსება.

შეძენილი იქნა 70 000–120 000 ტონა ნავთობის სამი ტანკერი – Karabakh-ი, Shusha და Zangezur-ი, სახელები ყარაბახის ტერიტორიაზე ახლად დაბრუნებული ქალაქების საპატივცემლოდ შეირჩა.


2025 წლის დასაწყისში, 2022- 2030 წწ. სტრატეგიის შესაბამისად, აზერბაიჯანმა საერთაშორისო საზღვაო კომპანია Capital Maritime and Trading Corp-დან შეიძინა Aframax-ის ტიპის 115 ათასი ტონა წყალწყვის – 250 მეტრი სიგრძის ტანკერი.

აღნიშნული ტანკერი დროებითი სარგებლობით, სამი წლის ვადით – ტაიმ-ჩარტერით გადაეცა ბრაზილიის სანაოსნო კომპანიას, რომელმაც მყისიერად შეუდგა ნავთობის გადაზიდვების განხორციელებას ბრაზილიიდან სინგაპურისა და მალაიზიის მიმართულებით.

გადაზიდვების მარშრუტების ასეთი დივერსიფიკაცია ხაზს უსვამს აზერბაიჯანის მისწრაფებას, მსოფლიოს ყველა მიმართულებით გაყიდოს საკუთარი საზღვაო სერვისები.

აზერბაიჯანმა ჯამში, 2023 წლიდან ექსპლუატაციაში შეიყვანა შვიდი მსხვილტონაჟიანი გემი, მათ შორის ხუთი Aframax-ის ტიპის ტანკერი და ორი Handysize-ის ტიპის მშრალტვირთმზიდი.
გასათვალისწინებელია ბაქოს გემთმშენებელი ქარხნის ფუნქციონირება, რომელიც ძირითადად კასპიის ზღვაზე ნაოსნობისთვის განკუთვნილი გემების მშენებლობითაა დაკავებული.


აზერბაიჯანისთვის ასეთი სტრატეგიული ხედვა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ეს ყოველივე კი ხელს უწყობს შუა დერეფნის სათანადო ფლოტით უზრუნველყოფას.

მიმდინარე ეტაპზე ბაქოს გემთმშენებელ ქარხანაში დასრულების ეტაპზეა Ro-Pax-ის ტიპის 5 740 ტონა წყალწყვის მესამე საბორნე გემის მშენებლობა.

სურათზე წარმოდგენილია 2023 წლიდან დღემდე საბორნე გემის მშენებლობის ეტაპები. ბორანი გათვლილია 100 მგზავრზე, 56 ვაგონზე და 50 სატვირთო ავტომობილზე.

თავისი ძირითადი მახასიათებლებით ახალი გემი უკვე მოქმედი ბორნების – „აზერბაიჯანისა“ და „ზარიფა ალიევას“ – მსგავსი იქნება.


აზერბაიჯანის გაცხადებით, ქვეყნის სტრატეგიულ ამოცანას საზღვაო სერვისების ექსპორტის ხარჯზე გადაზიდვების გეოგრაფიის გაფართოება წარმოადგენს, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკაში.

წარმოდგენილი ანალიზი მკაფიოდ წარმოაჩენს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო დარგების, მათ შორის გემთმშენებლობის განვითარების მდგომარეობას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

სარეიტინგო სააგენტო Fitch ი საქართველოს რკინიგზას დაბალი საინვესტიციო მიმზიდველობის და მაღალი საკრედიტო რისკის შემცველ კომპანიად მიიჩნევს

Next Post

ფოთის ნავსადგურმა სახელმწიფოს მხრიდან გაფართოების პროექტის „დამუხრუჭების“ მიუხედავად – კონტეინერების რეკორდული ბრუნვა დააფიქსირა

Related Posts
„ჩემთვის გაურკვეველია, რით არის განპირობებული ის, რომ დაახლოებით კიდევ 7 წელი სჭირდება დაუსრულებელი მონაკვეთების აშენებას“, – ასე ეხმაურება…
მეტის ნახვა

ბალტიის ქვეყნების მიმართ რუსეთის  აგრესიული სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგები

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს მემკვიდრეობით დარჩათ, იმ პერიოდისათვის რუსეთის ექსპორტზე ორიენტირებული თანამედროვე სანავსადგურე და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა,…
მეტის ნახვა

ბლოკმატარებლებით ჩინეთის ტვირთნაკადის უმნიშვნელო ნაწილი შუა დერეფნით გადაიზიდება – პერსპექტივაში გაზრდის მნიშვნელოვანი რეზერვი არსებობს

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს საგრძნობლად გაიზარდა ჩინეთიდან შუა დერეფნით გატარებული ბლოკმატარებლების რაოდენობა და 500 ერთეულს მიაღწია, ჩინეთი…
მეტის ნახვა