ფოთის ნავსადგურმა სახელმწიფოს მხრიდან გაფართოების პროექტის „დამუხრუჭების“ მიუხედავად – კონტეინერების რეკორდული ბრუნვა დააფიქსირა

ფოთის საზღვაო ნავსადგურმა 2025 წელს კონტეინერების ბრუნვის ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, რითიც კიდევ ერთხელ, შავი ზღვის რეგიონში, მიმზიდველი საკონტეინერო ნავსადგურების იმიჯი დაადასტურა.

2025 წელს APM Terminals ფოთმა 636 ათასი TEU დაამუშავა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია (იხ. გრაფიკი). ცნობისათვის, დამუშავებულ კონტეინერებში როგორც ცარიელი, ასევე დატვირთული კონტეინერების ჯამი მოიაზრება.

2025 წელს საკონტეინერო ბრუნვის ერთ – ერთ სეგმენტს  19 ათას TEU-ს, მსუბუქი ავტოტრანსპორტით დატვირთული კონტეინერები წარმოადგენდა. 2025 წელს დამუშავდა 73 864 ერთეული ავტომობილი, ხოლო 2024 წელს – 73783 ავტომობილი.

APM Terminals ფოთმა გასულ წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024 წელს – 313, ხოლო 2023 წელს 330.

2025 წელს გადამუშავებული საკონტეინერო ნაკადის 70%-ს სატრანზიტო კონტეინერები წარმოადგენდნენ.

რაც შეეხება ფოთის ნავსადგურის გამტარუნარიანობას, 2025 წლის დასაწყისისათვის იგი 550 ათას TEU-ს შეადგენდა.

მოსალოდნელი გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის გასატარებლად ნავსადგურმა განახორციელა 15 მლნ დოლარის ინვესტიცია და დამატებითი 5 ჰექტარი ტერიტორიის მიერთების ხარჯზე, მოკლე ვადაში შეძლო 600 ათას TEU-მდე გაეზარდა გამტარუნარიანობა.

გამომდინარე იქიდან, რომ ნავსადგურს სადღეისოდ არ გააჩნია გაფართოების რესურსი, ცნობილია, რომ 2018 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან ნავსადგურის გაფართოებისთვის დამატებითი მიწის გამოყოფის საკითხი დამუხრუჭებულია, თავის მხრივ უკვე 2025 წლის მდგომარეობით – APM ს, ძირითად დოკუმენტზე მუშაობა დასრულებული აქვს და მთავრობის რეაგირებას ელოდება. ნავსადგურის მენეჯმენტმა, მოსალოდნელი გაზრდილი საკონტეინერო ნაკადის დაუბრკოლებლად გასატარებლად, აქცენტი ნავსადგურის შიდა რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე გადაიტანა, რაც პირველ რიგში გემების დამუშავების დროის შემცირების ხარჯზე არსებული სიმძლავრეების გაზრდას ითვალისწინებდა.

შიდა რესურსების ეფექტიანი გამოყენების ხარჯზე ნავსადგურმა შეძლო 2025 წელს გადამეტებული საკონტეინერო ნაკადის, იგულისხმება 636 ათასი TEU-ს, გადამუშავება, რაც 6%-ით აჭარბებს ნავსადგურის საკონტეინერო სიმძლავრეს.

შიდა რესურსებით ნავსადგურის სიმძლავრის გაზრდის შემდგომი ნაბიჯი დამატებითი ამწეების დაყენებას ითვალისწინებს, რაც საშუალებას მისცემს, წარმადობის ხარჯზე გაიზარდოს გემების დაცლა-დატვირთვის ოპერაციები.

ნავსადგურის სიმძლავრის გაზრდის შესაძლებლობა საზღვაო სერვისების, პირველ რიგში ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტების ბრუნვის დაჩქარებას ითვალისწინებს. კერძოდ, საუბარია დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ გემის დაყოვნების დროის შემცირებაზე.

რაც შეეხება არსებულ გემების დაყოვნების ხანგრძლივობას, რომლის ეტაპობრივად შემცირება ძირითადად ამოცანას წარმოადგენს,  მსოფლიოს განვითარებულ ნავსადგურებთან შედარებით, ჯერ – ჯერობით მაღალია თითო გემის დაყოვნება 3 დღეს შეადგენს.

გემების დაყოვნების ხანგრძლივობის მინიმიზაციის თვალსაზრისით, აუცილებელია წინასწარ დეკლარირებული  ფანჯრის საფუძველზე, ანუ განრიგით ცნობილი იყოს აბსოლუტურად ყველა გემის მოძრაობა და დამუშავების საათობრივი გრაფიკი.

ნავსადგურის სიმძლავრეების შემდგომი გაზრდის ერთ-ერთ ღონისძიებად შემოსასვლელი არხისა და ნავმისადგომების სინქრონული დაღრმავება განიხილება, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მაღალი წყალწყვის გემების მიღება.

ნავსადგურის სიმძლავრის გაზრდის ერთ – ერთ მნიშვნელოვან რეზერვს რკინიგზასთან ინფრასტრუქტურული ურთიერთდამოკიდებულების გაუმჯობესება წარმოადგენს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ნავსადგურიდან გასატანი და მისაღები შემადგენლობების ფორმირების დაჩქარება.

ფოთის ნავსადგურის მომსახურე საზღვაო ხაზებისთვის, შუა დერეფნის გასწვრივ კონტეინერების სახმელეთო გადაზიდვების დროის შემცირება, საკონტეინერო ნაკადის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ერთობლიობაში, ინფრასტრუქტურული ღონისძიებებითა და შიდა რესურსებით ნავსადგურის სიმძლავრის გაზრდის შედეგად შესაძლებელი იქნება, ნავსადგურის დადგმული სიმძლავრის  650 TEU-მდე გაზრდა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

აზერბაიჯანის საზღვაო სავაჭრო ფლოტის განვითარება – შუა დერეფნით სატრანზიტო გადაზიდვების ზრდას უკავშირდება

Next Post

პაატა ცაგარეიშვილი – საქართველოზე გამავალ „შუა დერეფანს“, შესაძლოა, ახლო მომავალში ახალი კონკურენტი მიმართულება გამოუჩნდეს

Related Posts

მოსაზრებები სატვირთო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციის და სანებართვო სისტემის გამარტივების შესახებ (ნაწილი პირველი)

სადღეისოდ რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების მარშრუტების დივერსიფიკაციის პროცესი. სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს, საკუთარი გადამზიდავების საერთაშორისო…
მეტის ნახვა

რეგიონის ქვეყნებში სარკინიგზო მანქანათმშენებლობა ინტენსიურად ვითარდება,  საქართველოში კი  „შტადლერის“ ქარხნის მშნებლობის პროექტი ჩავარდა    

შუა დერეფნის ქვეყნები ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მისაღწევად ინტენსიურად ავითარებენ სარკინიგზო მანქანათმშენებლობის მიმართულებას. ახლახანს თურქეთმა   საკუთარი წარმოების E5000 ტიპის ელმავლები…
მეტის ნახვა

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული ბარიერები

როდესაც შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზეა საუბარი, ძირითადი აქცენტი მისი ძირითადი კვანძების – რკინიგზების, ნავსადგურების, ტერმინალების ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდაზეა გადატანილი.…
მეტის ნახვა