უკრაინა ევროკავშირთან სატრანსპორტო კავშირებადობის პროექტის ფარგლებში პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის დაგებას იწყებს

პოლონეთის საზღვრიდან – ლვოვამდე ლიანდაგის კონსტრუქცია მხოლოდ 1435 მმ იან ქსელს მოიცავს და რადიკალურად განსხვავდება შეთავსებული ლიანდაგის სისტემისგან.

უკრაინის ხელისუფლების განმარტებით ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინა უკვე ევროპის სატრანსპორტო ქსელის ნაწილია, მისი სარკინიგზო ქსელის ინტეგრაცია არა მომავალში  მოხდება, არამედ ის უკვე მიმდინარეობს.

საომარი დაპირისპირების საწყის ეტაპზევე უკრაინა რთულ პირობებში აღმოჩნდა, თუ ომამდე უკრაინის საექსპორტო პროდუქციის 70 % საზღვაო ნავსადგურების გავლით გაედინებოდა, საომარი მოქმედებების პირობებში, ნავსადგურების ბლოკირების შედეგად უკრაინის ძირითადი საექსპოტო პროდუქციის ხორბლის და ლითონის მხოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად ახალი სახმელეთო ალტერნატივების ძებნა გახდა აუცილებელი.

დაუძლეველი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა უკრაინის სარკინიგზო ქსელი, რადგანაც მეზობელ პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან და მოლდოვასთან დამაკავშირებელი თერთმეტივე სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელი მუდმივად გადატვირთულ რეჟიმში ფუნქციონირებდა.

სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში გადასვლის პარალელურად, უკრაინამ დაიწყო ევროპული ლიანდის მოწყობის და საკუთარი სარკინიგზო ქსელის ევროკავშირთან ინტეგრაციის გეგმების განხილვა.

ნათელი იყო, რომ უკრაინაში ევროპული სტანდარტის რკინიგზის არარსებობა გადაზიდვებთან დაკავშირებულ მრავალ პროცესს ამუხრუჭებდა.

გარდა ამისა, უკრაინისა და ევროკავშირის ქვეყნების ლინდაგების სტანდარტების განსხვავება საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანებში დამატებით დაბრკოლებებს იწვევდა.

ზემოაღნიშნული სიძნელეების გადასალახავად უკრაინა საზღვრებზე მოცდენების დროის შემცირების და ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების გასაზრდელად პრიორიტეტულად სასაზღვრო გადასასვლელებზე ევროპული ლიანდის დაგებას შეუდგა.

მოგვიანებით მდგომარეობის შეფასების შემდეგ უკრაინამ ევროკავშირთან ინფრასტრუქტურის სისტემური ინტერაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ევროკავშირის სარკინიგზო ქსელთან ინტეგრირების სტრატეგიულ მიზანს, უკრაინის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდა წარმოადგენდა.

სტრატეგიული მიზნიდან გამომდინარე, ევროკავშირი Connecting Europe Facility (CEF) პროგრამის ფარგლებში  უკრაინის სარკინიგზო სისტემის ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრირების პროექტის განხორციელებას შეუდგა.

ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების (TEN-T) განვითარების დაფინანსების მიზნით, ევროპის კავშირებადობის დახმარების (CEF) ფონდი –  ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ციფრული და ტელეკომუნიკაციების პროექტებში ინვესტირების მოზიდვისკენაა მიმართული.

აღნიშნული პროექტი უკრაინის არსებული სარკინიგზო ქსელის განახლებას და ევროპული სტანდარტის 1435 მმ იანი ლიანდის სისტემის განვითარებას გულისხმობს,  რათა უკრაინა – ევროკავშირის რკინიგზების ტექნოლოგიური თავსებადობა   და ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა იქნეს მიღწეული.

ამ მიზნით, უკრაინის რკინიგზის „უკრზალიზნიცის“ მიერ ევროკავშირისთვის პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე 1435 მმ იანი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი იქნა შეთავაზებული, რაც მოგვიანებით  Connecting Europe Facility (CEF) კომიტეტმა მოიწონა.

მოგვიანებით, ევროკავშირმა კავშირებადობის პროექტის ფარგლებში პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლიანდის რკინიგზის მოსაწყობად 76 მლნ ევრო გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ პოლონეთის საზღვარი – ლვოვის 80 კმ მონაკვეთი ევროპული ლიანდაგის 1435 მმ იანი ლიანდაგის სტანდარტით დაგებული პირველი სრულფასოვანი მონაკვეთი იქნება (იხ. სქემა).

აღსანიშნავია, რომ Connecting Europe Facility (CEF) პროგრამის ფარგლებში, უკრაინამ საზღვრებთან მისასვლელი რამოდენიმე მონაკვეთზე დააგო შეთავსებული ლინდაგის კონსტრუქცია (იხ. სქემა) სადაც ორივე საბჭოთა და ევროპული 1520 /1435 მმ ლიანდებია თავმოყრილი.

2023 წლიდან უჟგოროდიდან – ჩოპამდე (უკრაინა – უნგრეთის საზღვარი) მიმდინარეობს შეთავსებული ფართო და ევროპული 1520 / 1435 მმ ლიანდის დაგება. ამ პერიოდისათვის 22 კმ უბნის 8.5 კმ ზე დაგებულია შეთავსებული ლიანდი.

მაგრამ პოლონეთის საზღვრიდან – ლვოვამდე ლიანდაგის კონსტრუქცია მხოლოდ 1435 მმ ქსელს მოიცავს და რადიკალურად განსხვავდება შეთავსებული ლიანდაგის სისტემისგან.

უკრაინის ხელისუფლების განმარტებით ეს იქნება მკაფიო სიგნალი, რომ უკრაინა უკვე ევროპის სატრანსპორტო ქსელის ნაწილია, მისი სარკინიგზო ქსელის ინტეგრაცია არა მომავალში  მოხდება, არამედ ის უკვე მიმდინარეობს.

პოლონეთის საზღვრიდან ლვოვამდე ევროპული ლაინდის დაგების შემდეგ, უკრაინის სტარტეგიულ მიზანს, მთელ ტერიტორიზე ევროპული ლიანდის გავრცობა წარმოადგენს.  რითაც უკრაინა ევროკავშირში ტვირთების ექსპორტთან ერთად მგზავრნაკადის გაზრდას ვარაუდობს.

სადღეისოდ აქტიურად განიხილება უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ევროპული ლიანდის სისტემის გაფართოების საკითხი.

უკრანული მხარე ცალსახად აღნიშნავს, რომ აუცილებელია მთელ ტერიტორიაზე ევროპულ ლიანდზე გადასვლა, მაგრამ ძირითადი დაბრკოლება – ფინანსებია.

მიუხედვად ამისა, განიხილება ლვოვი – კიევი, ლვოვი – ოდესა და ლვოვი – კრივოის როგის ძირითადი მიმართულებები.

აღსანიშნავია, რომ ბლოკირებული ნავსადგურების გახსნის შემთხვევაში ეს მიმართულებები მოთხოვნადი იქნება.

წინასწარი გაანგარიშებით, ლვოვიდან – კიევამდე 572 კმ ევროპულ ლიანდზე გადასვლის ღირებულება ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს, კილომეტრზე საშუალოდ 800 ათასი ევრო.

ევროპული ლიანდის კიევამდე მიყვანის შემდეგ, ოდესის მიმართულებით გაფართოების სავარაუდო ღირებულება 2 მილიარდი ევროა.

არსებობს განსხვავებული მოსაზრება, პროექტის სიძვირესთან და განხორციელების ვადებთან დაკავშირებით.

უკრაინის რკინიგზის 20 000 კმ განფენილობის, სრულად ევროპული ლიანდის სტანდარტზე გადაყვანას დასჭირდება 20 წელიწადი და 250 მილიარდი ევრო.

დასკვნის სახით – რუსეთის მხრიდან უკრაინის ნავსადგურების ბლოკირებამ, ავტომატიურად უკრაინის საექსპორტო საქონლის მსოფლიო ბაზრებზე მოსახვედრად ალტერნატიული გზების ძიება გამოიწვია, რამაც ქვეყანას ეტაპობრივად ევროპული ლიანდის სტანდარზე გადასვლისკენ უბიძგა.

პირველ ეტაპზე ევროპული ლიანდის მოწყობა სასაზღვრო გადასასვლელებზეა გათვალისწინებული, ხოლო შემდგომ, ყველაზე ტვირთდაძაბულ უკრაინის ცენტრალურ რეგიონში, პოლონეთის საზღვრიდან ლვოვის გავლით კიევის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინის ევროპულ ლიანდზე გადასვლა საომარი მოქმედებების საპასუხო – იძულებით ნაბიჯს წარმოადგენს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

თურქმენბაშის ნავთობის ახალი ტერმინალი ყულევში ნავთოპროდუქტების მიწოდებაზეა ორიენტირებული – საქართველოზე გამავალ დერეფანს ტვირთნაკადების მოზიდვის პერსპექტივა უჩნდება

Next Post

სარკინიგზო განშტოებების ინფრასტრუქტურის სავალალო მდგომარეობა რეგიონებში სამრეწველო პონტეციალის განვითარებას ამუხრუჭებს

Related Posts

როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი პირველი)

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება აშშ-ის დღის წესრიგის მთავარი საკითხია და ცენტრალური აზია ამ მხრივ უკიდურესად…
მეტის ნახვა

სანქციების პირობებში რუსეთმა ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნით საექსპორტო გადაზიდვების გაორმაგება შეძლო

სადღეისოდ საკუთარი საექსპორტო პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე სახვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებით დივერსიფიცირებული მიწოდება რუსეთის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს. ერთ ერთ ასეთ…
მეტის ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკის 15 პრიორიტეტი

სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების და მისი მიმზიდველობის გამოსავლენად, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ კომპლექსური კვლევის…
მეტის ნახვა