როდის ამოქმედდება საქართველოსა და თურქეთს შორის საავტომობილო ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა?

ბოლო პერიოდში რეგიონის ქვეყნები ორმხრივ ფორმატში, სულ უფრო ინტენსიურად ნერგავენ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემას.

ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა სადღესოდ მოქმედებს – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, უზბეკეთსა და თურქეთს შორის, უზბეკეთსა და ყაზახეთს შორის, ბელორუსსა და აზერბაიჯანს შორის, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს შორის, ყაზახეთსა და ჩინეთს შორის, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს შორის, აზერბაიჯანსა და ყირგიზეთს შორის.

რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს სატრანზიტო ამბიციის მქონე საქართველოს სადღეისოდ რეგიონის არც ერთ სახელმწიფოსთან არ აქვს დანერგილი საავტომობილო ნებართვების გაცვლის ელექტრონული სისტემა.

აღნიშნული ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოსა და თურქეთის საავტომობილო ტრანსპორტის და საბაჟო ორგანოებს შორის რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა, მაგრამ დღემდე გაურკვეველია ორ ქვეყანას შორის ნებართვების ელექტრონულად გაცვლის კონკრეტული თარიღი.

მიზანშეწონილია საქართველომ მოკლე ვადაში ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემა დანერგოს მის ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორთანთურქეთთან.

მიღებულია, რომ ორ სახელმწიფოს შორის დადგენილი კვოტების ფარგლებში ყოველწლიურად მოქმედებს საავტომობილო ნებართვების ბლანკების გაცვლის აპრობირებული სისტემა.

საერთაშორისო დიპლომატიური არხებით გაცვლილი ნებართვები, შემდგომ ფიზიკური სახით უნაწილდებათ საავტომობილო გადამზიდველებს.

გადამზიდველებს შორის ნებართვების ფიზიკური განაწილების არსებული სისტემა რუტინულია და დაკავშირებულია ბიუროკრატიული ბარიერებით გამოწვეული სირთულეების გადალახვასთან

რაც შეეხება ნებართვების ელექტრონულ განაწილების სისტემას, იგი თავის თავში მოიაზრებს, გადამზიდველის მიერ ნებართვის მოთხოვნის განაცხადის გაკეთებიდან, მოკლე ვადაში ელექტრონულ რეჟიმში ნებართვის მიღებას, რომელსაც შემდგომში მძღოლი ელექტრონული სახით წარადგენს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

თურქეთი საქართველოსთვის ნომერ პირველ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს, ამიტომ საქართველო მაქსიმალურად უნდა იყოს დაინტერესებული, პირველ რიგში თურქეთთან მიმართებით საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვაზე.

თურქეთსა და საქართველოს შორის გაცვლილი ორმხრივი და ტრანზიტული ნებართვების რაოდენობა 150 000 ერთეულს შეადგენს, ნებართვების ამ სახეობას ძირითადად თურქი გადამზიდველები ითვისებენ, რომლების ინტენსიურად – ტრანზიტად და ორმხივად კვეთენენ ჩვენს ტერიტორიას, რაც შეეხება საქართველოს, იგი ამ ტიპის ნებართვებს წელიწადში უმნიშვნელო, გაცვლილი რაოდენობის მხოლოდ 5 – 7 % ითვისებს.

ასეთი ტენდენცია ხაზს უსვამს საქართველოს დერეფნის მონაკვეთით და სატრანზიტო ნებართვების მიმართ თურქეთის მხარის მაღალ დაინტერესებაზე.

მეორეს მხრივ, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ავტოსატრანსპორტო საშუალების თურქეთში ცარიელი შესვლა და იქ დატვირთვა, რისთვისაც თურქეთის მხარე 28 000 ერთეულ ნებართვას (სხვანაირად სპეც. ნებართვასაც უწოდებენ) გვიცლის.

ორმხრივი და ტრანზიტული ნებართვების გაცვლის საპირისპიროდ, აქ ქართული მხარის დაინტერესება, სპეც. ნებართვების გამოყენებაში მაღალია, თურქეთი მხოლოდ უმნიშვნელოდ იყენებს ამ ტიპის ნებართვებს.

ორ ქვეყანას შორის საქონელბრუნვის დიდი დისბალანსის გამო, თურქი გადამზიდველი ნაკლებად სარგებლობს საქართველოში ცარიელი შემოსვლის და აქ დატვირთვის შესაძლებლობით.

ფაქტიურად თურქული მხარე მისთვის მისაღები სატრანზიტო ნებართვების სანაცვლოდ გვაძლევს ჩვენთვის მისაღები სპეც. ნებართვების გამოყენების შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ ნებართვების განაწილების ამ სქემით, თურქეთი მყარად იცავს საკუთარ ბაზარს და ეტაპობრივად ნებართვების შეზღუდვით ან დამატებით საკუთრ გადაზიდვების ბაზარს არეგულირებს.

გარდა ამ ორი სახის ნებართვებისა, საქართველო იღებს, მისთვის ყველაზე „მიმზიდველ“ე.წ. მესამე ქვეყნის 7 500 ერთეულ ნებართვას.

მესამე ქვეყნის ნებართვის საფუძველზე, ქართველი გადამზიდველი შედის თურქეთში იტვირთება ცენტრალური აზიის მიმართულებით, იცლება ცენტრალურ აზიის რომელიმე ქვეყანაში და ცარიელი შედის ჩინეთში უკანა მიმართულებით ტვირთის წამოსაღებად.

აღნიშნული წრიული მარშრუტი, ბოლო პერიოდში ქართველი გადამზიდველისათვის ყველაზე პოპულარული და ფინანსურად მომგებიანია. შესაბამისად მესამე ქვეყნის ნებართვაც მოთხოვნადი.

ნაბართვის ერთ – ერთი ნაირსახეობაა, რომელიც გადაზიდვებში გამოიყენება, თურქეთის ნავსადგურებში დატვირთვა და შემდგომ გადაზიდვის განხორცილებაა, რისთვისაც თურქული მხარის მიერ საქართველოსთვის 500 ერთეული ნებართვაა გამოყოფილი.

დასკვნის სახით – მთავარ სავაჭრო პარტნიორთან, წლიურად გაცვლილი ნებართვების მაღალი რაოდენობა, ნათლად წარმოაჩენს თურქეთსაქართველოს შორის ნებართვების ელექტრონული გაცვლის სისტემის დანერგვის აუცილებლობას.  

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ევროკავშირმა სატრანსპორტო პროექტების მასშტაბური დაფინანსების შესახებ დაანონსა, ფინანსები უკრაინის და მოლდოვის ჩათვლით ევროკავშირის ყველა სახელმწიფოზე გადანაწილდება – საქართველო დაფინანსების მიღმა დარჩა

Next Post

ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის ძირითადი მიზეზი – ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI ნაკლებობაა

Related Posts

ირანის სამხრეთით სტრატეგიული ჩაბახარის ნავსადგურის სანქცირებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გამავალი „ჩრდილოეთ – სამხრეთ“დერეფნის ბლოკირება განახორციელა

ახლახან შეერთებულმა შტატებმა ირანის სამხრეთით განლაგებული სტრატეგიული ჩაბაჰარის ნავსადგურის სასანქციო რეჟიმში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. 450 ჰექტარზე გადაჭიმული…
მეტის ნახვა

ევროპაში სატრანსპორტო საშუალების შრომისა და დასვენების რეჟიმების დარღვევის და  ტაქოგრაფის ტექნიკური მანიპულაციისათვის საგრძნობლად გამკაცრდა საჯარიმო სანქციები

ბოლო პერიოდში ევროკავშირის სივრცეში საგრძნობლად გამკაცრდა და გაიზარდა ჯარიმები სატვირთო ავტოტრანსპორტში ტაქოგრაფების არასწორად გამოყენებასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი რამოდენიმე მაგალითი…
მეტის ნახვა
ავტორი: შუშან შირინიანი საინფორმაციო ცენტრი ჯავახეთი JNEWS ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზა საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ჯავახეთზე გადის. მთავარი რკინიგზის სადგური…
მეტის ნახვა