როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი მეორე)

დღევანდელი ანალიტიკის მეორე ნაწილი დაეთმობა ცენტრალური აზიის რეგიონში მიმდინარე მეორე ხუთ მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტს.

6. თურქმენეთში აშხაბადი – თურქმენაბატის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა – 2.4 მილიარდი დოლარი

თურქმენეთში აშხაბადი – თურქმენაბატის 600 კმ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. სამშენებლო სამუშაოები სამ მონაკვეთზე ხორციელდება:

აშხაბადი – ტეჯენი (203 კმ) – მშენებლობა 2021 წლის ოქტომბერში დასრულდა;

ტეჯენი – მარი (109 კმ) – მშენებლობა 2024 წლის აპრილში დასრულდა;
მარი – თურქმენაბატი (288 კმ) – მშენებლობა 2024 წლის იანვარში დაიწყო და ინტენსიურად გრძელდება.

ფაქტობრივად, 2019 წელს დაწყებული ავტობანის მშენებლობის 312 კმ დასრულებულია, რაც წელიწადში საშუალოდ 62 კმ ავტობანის მშენებლობის ტოლფასია.

აშხაბადი – თურქმენაბატის ავტობანის მშენებლობას, რომლის საერთო სიგრძე 600 კმ-ია, ადგილობრივი სახელმწიფო კომპანია «Türkmen Awtoban» ახორციელებს. პროექტის საერთო ღირებულება 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველოს ავტობანისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად ხელოვნური ნაგებობები – ხიდები და გვირაბები ჭარბობს, თურქმენეთში მაგისტრალს თითქმის 2.5-ჯერ განიერი, რვა სამოძრაო ზოლი გააჩნია – სამი მთავარი და ერთი დამხმარე, გზის თითოეულ მხარეს, ხოლო გზის საერთო სიგანე 34.5 მეტრია.

7. თურქმენეთში სერახს-მერი-სერხეტაბადის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა – 2.2 მილიარდი დოლარი

კერძო საწარმო Ojar Aziýa-მ ჩინურ Sino Hydro Bureau 12 Co., Ltd-ის ევრაზიის წარმომადგენლობასთან სტრატეგიული შეთანხმება გააფორმა თურქმენეთში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სერახსი – მარი – სერჰეტაბატის მშენებლობის შესახებ.

450 კილომეტრის სიგრძის ავტომაგისტრალი, მათ შორის 35 კილომეტრიანი დამატებითი გზები, რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს პროექტად მიიჩნევა.

საავტომობილო გზების სავალი ნაწილი 50 მეტრი სიგანის იქნება, რაც უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად სპეციალური გამყოფებით აღჭურვილი 8 ზოლის გასწვრივ მოძრაობის ორგანიზების საშუალებას იძლევა.


მშენებლობის დროს გამოყენებული იქნება ინოვაციური ტექნოლოგიები და მასალები, როგორიცაა ასფალტ-ბეტონი, სინთეტიკური ზედაპირები და სპეციალური გამაგრების ელემენტები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გზის გამძლეობას და ხარისხს.

თურქმენეთში სერახს-მერი-სერხეტაბადის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ღირებულება 2.2 მილიარდ დოლარს შეადგენს და უცხოური ინვესტიციებით ფინანსდება.

8. ყაზახეთში დოსტიკი – მოიონტის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაცია – 2.0 მილიარდი დოლარი

ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან დოსტიკი-მოინტის 836 კმ სიგრძის რკინიგზის მონაკვეთზე მეორე ლიანდაგის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო.

ეს მონაკვეთი ჩინეთიდან საქონლის მიწოდებისა და ტრანზიტის ერთ-ერთ მთავარ მარშრუტს წარმოადგენს.

მეორე ლიანდაგის დაგების გარდა, დამატებით ეწყობა 419 ხელოვნური ნაგებობა (5 დიდი ხიდი, 87 მცირე და საშუალო ზომის ხიდი, 288 წყალგამტარი მილსადენი და 14 გზის ესტაკადა). გარდა ამისა, ხორციელდება 32 სადგურის მოდერნიზაცია.
ახალი სარკინიგზო მაგისტრალი გადაზიდვების მოცულობას ხუთჯერ გაზრდის, შემცირდება საექსპორტო საქონლის მიწოდების დრო და გაძლიერდება სატრანზიტო პოტენციალი.
სულ ახლახანს, დადგენილ გრაფიკზე ადრე, მეორე ლიანდაგის მშენებლობა დასრულდა.

9. ტრანსავღანური სარკინიგზო მაგისტრალი ტერმეზი (უზბეკეთი) – ნაიბაბადი (ავღანეთი) – მაიდანშაჰრი (ავღანეთი) – ლოგარი (ავღანეთი) – ხარლაჩი (პაკისტანი)

ტრანსავღანური სარკინიგზო მაგისტრალი შექმნის ევრაზიული მნიშვნელობის ახალ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც საბოლოოდ დააკავშირებს რუსეთს, უზბეკეთს, ავღანეთს, პაკისტანსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს.

პროექტის მიზანია ვაჭრობის განვითარება, ავღანეთის ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერა და ცენტრალური აზიის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებისთვის გლობალურ ბაზრებზე პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფა პაკისტანის პორტების – გვადარისა და კარაჩის მეშვეობით.

ტრანსავღანური რკინიგზის პროექტი ტერმეზ-მაზარ-ი-შარიფ-ქაბულ-ფეშავარის მარშრუტის სიგრძე 774 კილომეტრს შეადგენს.

ხაზის გასწვრივ დაგეგმილია დამატებით 1212 ობიექტის (მათ შორის 336 ხიდისა და 5 გვირაბის) მშენებლობა.

პროექტის ღირებულება 4.8 მილიარდიდან 7 მილიარდ დოლარამდე მერყეობს და მისი დასრულება 2027 წლისთვისაა დაგეგმილი. რკინიგზა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე ტვირთის გადაზიდვას შეძლებს.

10. ყაზახეთში ჟეზკაზაგანი – არკალიკი – პეტროპავლოვსკის საავტომობილო ქსელის რეკონსტრუქცია – 1.9 მილიარდი დოლარი

ყაზახეთში მასშტაბური საშუალოვადიანი სარემონტო პროგრამა მიმდინარეობს. სამუშაოები 10 000 კმ-იან ეროვნულ საავტომობილო გზებს მოიცავს. ამ პროგრამის ფარგლებში სრულად შეკეთდება ჟეზკაზგან-პეტროპავლოვსკის გზატკეცილი, რომელიც ქვეყნის ოთხ რეგიონს ახალი საავტომობილო მარშრუტით დააკავშირებს.


საავტომობილო გზების საერთო სიგრძე 940 კილომეტრია. გზების შეკეთება 2024 წელს დაიწყო და 590 კილომეტრ გზას მოიცავდა, 2025 წელს კი სამუშაოები კიდევ 113 კილომეტრზე გაგრძელდა.

ყაზახეთი რეგიონული განვითარების, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საგზაო უსაფრთხოების გაზრდისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

როგორ იმოქმედებს შეერთებული შტატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალების მოპოვება და ტრანსპორტირება შუა დერეფნის განვითარებაზე? (ნაწილი პირველი)

Related Posts

სამხრეთ დერეფნის გააქტიურება, შუა დერეფანს ტვირთების დაკარგვის საფრთხის წინაშე აყენებს

ბოლო პერიოდში, შუა დერეფნის ალტერნატიული, ყაზახეთ –  უზბეკეთ – თურქმენეთ – ირან – თურქეთზე გამავალი სამხრეთ დერეფნის მარშრუტი…
მეტის ნახვა

ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის ძირითადი მიზეზი – ტრანსპორტის სფეროში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების FDI ნაკლებობაა

როდესაც ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის  სრულფასოვან ფუნქციონირებაზეა საუბარი, კონკრეტულად კი მიზეზებზე, თუ რომელი ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები განსაზღვრავს, დერეფნის საქართველოს…
მეტის ნახვა

საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვების ბაზრის ლიბერალიზაციას  ალტერნატივა არ გააჩნია

ბოლო პერიოდში, რეგიონის ქვეყნებში საერთაშორისო საავტომობილო  გადაზიდვების სფეროში,  სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესები, რაც პირველ რიგში…
მეტის ნახვა