Royal Caribbean თან მემორანდუმის გაუქმებით ქვეყანამ საკრუიზო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა დაკარგა

არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომელსაც ტურისტული ქალაქი ვერ იყენებს. წლების წინ, ბათუმში საკრუიზო ბიზნესის განვითარება საკმაოდ აქტუალური და პოპულარული იყო. ქალაქს საკრუიზო მიმოსვლა ბევრ სარგებელს მოუტანდა, პირველ რიგში ფინანსურს. რატომაა საკრუიზო რუკიდან გამქრალი ბათუმი და რატომ ჩაიშალა ბათუმში საკრუიზო ბიზნესი?

2011 წელს – აჭარის მთავრობასა და მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვან საკრუიზო კომპანია Royal Caribbean თან დადებული მემორანდუმით, 2012 წლიდან ბათუმში საკრუიზო ბიზნესმა ფუნქციონირება დაიწყო, მემორანდუმი ბათუმში  საკრუიზო ნავსადგურის მშენებლობას ითვალისწინებდა. ნავმისადგომის დაგრძელებით ნავსადგურში შესაძლებელი იქნებოდა დიდი ზომის ლაინერების მიღება.

ბათუმის ნავსადგურის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო Royal Caribbean ის პარტნიორმა კომპანიამ Land Design მა. კომპანიები პროექტის განხოციელებას საკუთარი დაფინანსებით გეგმავდნენ.  საუბარი იყო 35 მლნ დოლარის ინვესტიციაზე.

2012 წელს ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო სტანდარტების 10 საკრუიზო ლაინერი შემოვიდა, 2013 წელს შემოსული საკრუიზო ლაინერების რაოდენობა 16 მდე გაიზარდა, 2014 წელს კი 33 მდე, 2015 წელს მხოლოდ 11 ლაინერი შემოვიდა, 2016 წელს კი – 0.

წარმოდგენილი სტატისტიკით დასტურდება, რომ ბათუმში საკრუიზო ბიზნესმა 2012 წლიდან ფუნქციონირება დაიწყო და 2012 – 2016 წლებში ხდებოდა ტურისტული ნაკადის შემოყვანა.

2014 წლის ოქტომბერში –  ბათუმის ნავსადგურში უდიდესი საკრუიზო ხომალდი “MS Thomson Celebration” ესტუმრა,  ამერიკულ – ჰოლანდიურ ლაინერზე 1800 მდე მგზავრი იმყოფებოდა.

ამ მოკლე პერიოდში – ბათუმის ნავსადგურში შემოსული საერთაშორისო სტანდარტების საკრუიზო ლაინერებიდან განსაკუთრებული სიდიდით გამოირჩეოდა: “RIVIERA” (1150 ტურისტი), “Seven Seas Mariner” (750 ტურისტი), “Prinsendam” (800 ტურისტი), “ MS Thomson Celebration” (1250 ტურისტი).

საერთაშორისო კომპანია Royal Caribbean თან ხელმოწერილი მემორანდუმის საფუძველზე, ნავარაუდევი იყო მომდევნო წლებში საკრუიზო გემთშემოსვლების რაოდენობის ეტაპობრივი გაზრდა.

მოგვიანებით 2016 წლის მარტში – აჭარის მთავრობამ საერთაშორისო კომპანია Royal Caribbean თან, ხელმოწერილი მემორანდუმი გააბათილა, რის შედეგადაც საკრუიზო ბიზნესის შეჩერების პარალელურად ბათუმში საკრუიზო ნავსადგურის მშენებლობის პროექტიც ჩაიშალა.

მემურანდუმის გაუქმებას საუძვლად ედო – აჭარის მაშინდელი მთავრობის თავმჯდომარის  განცხადება იმის თაობაზე, რომ  „Royal Caribbean მა ვერ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტაცია და არ აიღო საკუთარ თავზე კონკრეტული ვალდებულებები“.

აჭარის მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნა ემყარებოდა Royal Caribbean ის  მიერ კონკრეტული ფინანსურ გაანგარიშების წარმოდგენას, რაც დაეფუძნებოდა წელიწადში 300 ათასი ვიზიტორის და 300 მლნ ლარის შემოსავლის აკუმლირებას.

აჭარის ხელისუფლება Royal Caribbean ისგან ითხოვდა ოპერირებისგან მიღებული შემოსავლების და ფინანსების დეტალიზირებას, კერძოდ გათვალისწინებული უნდა ლაინერის ბათუმში გაჩერების პერიოდში ტურისტების მიერ დახარჯული თანხების მოცულობები.

ბუნებრივია, Royal Caribbean ის მხრიდან ფინანსური ასპექტების ასეთი დეტალიზირება, ბიზნესის დაწყების საწყის ეტაპზევე მიუღწევად ამოცანას წარმოადგენდა, შებამასად კომპანიამ უარი განაცხადა პროექტის შემდგომ გაგრძელებაზე.

Royal Caribbean თან მემორანდუმის გაუქმებით ქვეყანამ საკრუიზო ბიზნესის განვითარების პერსპექტივა დაკარგა.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ჩინეთ – ყაზახეთის საზღვარზე შუა დერეფანზე ორიენტირებული ხორგოსის მშრალი პორტი მიმდინარე წელს 10 000 ბლოკმატარებელს გაატარებს   

Next Post

ყაზახეთი, აზერბაიჯანი და თურქმენეთი საკუთარ ფლოტს ადგილობრივ გემთსაშენებში  წარმოებული  გემებით ავსებენ, საქართველოში გემთსაშენი საწარმოს შექმნა ჯერ კიდევ  დაპირებად რჩება

Related Posts

უკრაინის ნავსადგურებმა საომარი მოქმედების  პირობებში ტვირთბრუნვის სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწიეს

საომარ პირობებში, 2024 წლის შედეგების მიხედვით უკრაინის ნავსადგურებმა ჯამურად 97 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, აღნიშნული მაჩვენებელი 57% ით…
მეტის ნახვა

მსოფლიო ბაზრებზე რუსული ნავთობის საექსპორტო პოტენციალი და ტრანსპორტირების  მარშრუტები

ნავთობის ტრანსპორტირების მარშრუტების დივერსიფიცირების შედეგად  რუსეთის ნავთობის გადაზიდვების ინდუსტრიამ დასავლეთის სანქციებთან ადაპტირება  შეძლო – პრაქტიკულად სანქციებით ზემოქმედების ბერკეტი…
მეტის ნახვა

ზემო ლარსზე რიგების მიუხედავად თურქეთიდან რუსეთში ტვირთების ტრანსპორტირების ძირითად სახმელეთო მარშრუტად საქართველოზე გამავალი დერეფანი რჩება

თურქი საავტომობილო გადამზიდველებისათვის ყაზბეგი / ზემო ლარსის გამშვები პუნქტით ტვირთების რუსეთში ტრანსპორტირება ყველაზე იაფი, მაგრამ საზღვარზე დროის დაყოვნების…
მეტის ნახვა