ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ნავსადგურებშია გადმომისამართებული

სადღეისოდ ირანის გავლით ტვირთების ტრანზიტი სომხეთში პრაქტიკულად შეჩერებულია, რაც შეეხება ჩინეთიდან სომხეთში საქონლის მიწოდების ხანგრძლივობას, ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ორი ძირითადი ასპექტის გათვალისწინებით ირანის როლი სომხეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია – პირველ რიგში, საქონელბრუნვა საიმპორტო და საექსპორტო პროდუქციის მოხმარების ორმხრივ ეკონომიკურ კავშირებს მოიცავს.

ისლამური რესპუბლიკა კვლავ რჩება სომხეთის ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად, რომელთანაც სომხეთს მჭიდრო სავაჭრო – ეკონომიკური კავშირები აქვს დამყარებული, უფრო კონკრეტულად,  სომხეთის ეკონომიკის რამდენიმე სექტორი პირდაპირ ირანულ ნედლეულსა და ბაზრებზეა დამოკიდებული.

მიუხედავად წარმოშობილი სირთულეებისა, აღნიშნული კავშირები არ გაწყვეტილა.

მეორეც, ირანი სამხეთისათვის სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ირანის გავლით იღებს სომხეთი წვდომას სპარსეთის ყურეზე, ინდოეთის ოკეანეზე, ინდოეთის, ჩინეთისა და არაბული სამყაროს ბაზრებზე.

ბოლო პერიოდში, ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვნად გაუარესდა სიტუაცია. თუ ჩინეთიდან სომხეთში ირანის გავლით ტვირთების მიწოდება 45 – 60 დღეში ხორციელდებოდა, სადღეისოდ ტრანზიტი სამ თვემდე გაიზარდა. თუმცა, მიწოდების ამ გახანგრძლივებულ ვადებს მნიშვნელოვანი გავლენა გადაზიდვის ხარჯებზე არ მოუხდენია.

ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე ირანის გავლით ადრე გამავალი ტვირთნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილი გადამისამართებულია საქართველოს ნავსადგურებში.

აღსანიშნავია, რომ საზღვაო ტვირთების გადაზიდვებში, იაფი ტვირთების წილი გაიზარდა, გარდა ამისა სახმელეთო მარშრუტის გავლის სიგრძე შემცირდა. მაგალითისათვის ირანის შემთხვევაში, სატვირთო ავტოტრანსპოტს ბენდერ – აბასის ნავსადგურიდან ერევნამდე თითქმის 2000 კმ ს გავლა უწევდა, საქართველოს ნავსადგურების გამოყენებით, ფოთიდან სომხეთის დედაქალაქამდე დაახლოებით 700 კმ ს გავლა უწევთ.

შედეგად, ლოგისტიკური მარშრუტების ცვლილებების მიუხედავად ხარჯები უცლელი რჩება. ირანის სატრანზიტო მარშრუტის დროებით ბლოკირებას, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია სომხეთის ლოჯისტიკაზე, მაგრამ მისი შედეგები კრიტიკული არ არის. ყველაზე მეტად შორეული აღმოსავლეთიდან შემოტანილი ტვირთები დაზარალდა, თუმცა მისი წილის სიმცირის გამო, ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ფუნქციონირებაში გადამწყვეტ როლს არ თამაშობს.

Total
0
Shares
კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Previous Post

ქართველი საავტომობილო გადამზიდველებისთვის იმიგრაციის ვადის 180 დღემდე დაბრუნებით, რუსეთმა სატრანსპორტო პოლიტიკის „სისტემური კრახი“ აღიარა

Next Post

უზბეკეთმა ექსპლუატაციაში ჩქაროსნული სამგზავრო მატარებელი გაუშვა – არსებობს საქართველოში ჩქაროსნული სამგზავრო მოძრაობის განვითარების სტრატეგია?

Related Posts

ტრამპის მარშრუტის ალტერნატივად, სომხეთი აზერბაიჯან-თურქეთის დამაკავშირებელ ყარსი – გიუმრი – ვანაძორი – ფიოლეტოვო – იჯევანი – ყაზახის ჩრდილოეთის უმოკლეს სარკინიგზო დერეფანს აანონსებს

ლაურა სარქისიანი – ჟურნალისტიკის მაგისტრი, 14-წლიანი გამოცდილებით, “Armenian Crossroads” ტელეგრამ-არხის დამფუძნებელი. ძირითადი მიმართულება – ლოგისტიკა, გეოეკონომიკა და გეოპოლიტიკა.…
მეტის ნახვა

რუსეთის ნავსადგურებში ტვირთბრუნვის შენარჩუნება, აზიის მიმართულებით ტვირთების გადართვითაა განპირობებული

რუსეთის საზღვაო აუზების ტვირთბრუნვის 2025 წლის ანალიზიდან ირკვევა, რომ მკაცრი სანქციების პირობებში, რუსეთმა ეტაპობრივად შეძლო გადაერთო საკუთარი ნავსადგურების…
მეტის ნახვა

თქვენი თანადგომა ჩვენთვის მნიშვნელოვანია – სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადება

ჩვენი ორგანიზაცია 10 წელზე მეტია ემსახურება სატრანსპორტო – ლოგისტიკური სექტორის განვითარებას, არსებული გამოწვევების ანალიზსა და საერთაშორისო სატრანსპორტო და…
მეტის ნახვა