ვიზიტი თბილისის Dry Port-ში – ლოჯისტიკური სერვისის უახლესი მოდელი საქართველოში

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დამფუძნებლის და ცენტრის საბჭოს წევრების ინიციატივით  (პაატა ცაგარეიშვილი, ასმათ აბესაძე, ლევან ლომსაძე) შედგა ვიზიტი თბილისის დრაი პორტში (Tbilisi Dry Port).

ჩვენი მიზანი იყო ტერმინალის არსებული ინფრასტრუქტურის, ოპერაციული შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიური პროცესების ადგილზე გაცნობა. ჩვენ ასევე გავეცანით განვითარების სამომავლო გეგმებს.

ვიზიტის ფარგლებში ჩვენმა ჯგუფმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

  • საწყობებისა და საოპერაციო ზონების მოწყობა და მათ მიერ შეთავაზებული სერვისები.
  • სარკინიგზო და საგზაო დაკავშირებადობა — არსებული და დაგეგმილი გამტარუნარიანობა (I ფაზა-არსებული, II ფაზა – წამოწყებული და III ფაზა – სამომავლო);
  • საკონტეინერო და ზოგადი ტვირთების დამუშავების შესაძლებლობები;
  • მართვის ციფრული სისტემები (TOS, უსაფრთხოების პროცედურები, ტვირთბრუნვის აღრიცხვის პროცესები);
  • ტექნიკური რესურსები — სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სატვირთო ტექნიკა, უსაფრთხოების სტანდარტები.

 

 ვიზიტმა ნათლად დაგვანახა თბილისის Dry Port-ის მაღალი პოტენციალი და მზაობა თანამედროვე მულტიმოდალური სატრანსპორტო ჰაბის როლის შესასრულებლად. Dry Port ამუშავებამ და მის მიერ შეთავაზებულმა ლოგისტიკურმა მოდელმა უკვე შეიტანა წვლილი ქვეყნის ლოგისტიკური ქსელის განვითარებაში და ცალსახად ემსახურება Middle Corridor-ის ოპტიმიზაციის და განვითარების მიზნებს.

ჩვენ აუცილებლად მივადევენებთ თვალს Dry Port შემდგომ განვითარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ინფრასტრუქტურული ობიექტის არსებობა Middle Corridor საქართველოს მონაკვეთზე უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ლოგისტიკური პოტენციალის განვითარებასა და საქართველოს როლის უნიკალურობის შენარჩუნებაში სატრანსპორტო გადაზიდვების ჯაჭვში.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ბალტიის ზღვაზე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო Baltic Hub-ის მშენებლობის მაგალითზე, 2029 წლისთვის ანაკლიის ნავსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება წარმოუდგენელ ამოცანას წარმოადგენს

Next Post

შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე მოქმედი ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული ბარიერები

Related Posts

ბაქო – გიუმრი – ყარსის რკინიგზის ამოქმედებით შუა დერეფნის საქართველოს მონაკვეთი ტვირთების დაკარგვის საფრთხის  ქვეშ აღმოჩნდება

15 სექტემბერს ერევანში სომხეთსა და თურქეთს შორის გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი,  გიუმრი – ყარსის დამაკავშირებელი რკინიგზის…
მეტის ნახვა

აზერბაიჯანმა და საქართველომ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებისას ორმხრივი და ტრანზიტული, ასევე მესამე ქვეყნის ნებართვების რაოდენობა გაზარდეს

8-9 აპრილს ბაქოში აზერბაიჯანის და საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელებმა საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების არსებული მდგომარეობა და განვითარების…
მეტის ნახვა

კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნა შუა დერეფნის და მისი ტრასეკას განშტოების კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად აისახება

ბოლო პერიოდში თვალნათლივ შეინიშნება კასპიის ზღვაში წყლის დონის ვარდნის შეუქცევადი პროცესი, რაც შუა დერეფნის და მისი ტრასეკას განშტოების…
მეტის ნახვა