ვოლგა დონის სამდინარო არხით ნავიგაციის სეზონის გახსნა შუა დერეფანს დამატებითი კონკურენციის წინაშე აყენებს

31 მარტს ვოლგა დონის სამდინარო არხით 2026 წლის ნავიგაციის სეზონი გაიხსნა და პირველმა სამდინარო გემმა ვოლგოგრადის ჰიდრო კვანძის გავლით გადაზიდვები განაახლა.

ერთი შეხედვით, ვოლგა დონის სამდინარო არხით ნავიგაციის განახლებით უჩვეულო არაფერია, მაგრამ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ რუსეთზე გამავალი ვოლგა დონის სამდინარო არხი შუა დერეფნის უშუალო კონკურენტს წარმოადგენს.

საომარი დაპირისპირების პირობებში, ცენტრალური აზიის ტვირთების ევროპულ ბაზრებზე უსაფრთხო მიწოდების ბლოკირებამ – შუა დერეფანს ვოლგა დონის სამდინარო არხიდან ტვირთების გადმორთვის დამატებითი პერსპექტივა გაუჩინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ვოლგა დონის არხის ნავიგაციის პერიოდი მარტიდან ნოემბრამდე – 200 დღე გრძელდება. ზამთრის პერიოდში, ნავიგაციის შეწყვეტის შემდეგ, ცენტრალური აზიის ტვირთებს შუა დერეფნის მარშრუტით გადაზიდვების გადმორთვის პერსპექტივა უჩნდებათ.

კონკურენციის გაძლიერების და ნავიგაციის უსაფრთოების მიზნით2021 წელს ვოლგა დონის სამდინარო არხზე რუსეთისთვის უნიკალური პროექტის განხორციელება, კერძოდ, ვოლგოგრადის ჰიდრო კვანძის კომპლექსში ერთდროულად შლუზების ორი ჩამკეტი შეიცვალა.

ვოლგოგრადის ჰიდრო კვანძის პროექტის განხორციელებას რუსეთისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.
ვოლგა დონის სამდინარო არხი შუა დერეფნის ერთ – ერთ მნიშვნელოვან და მძლავრ კონკურენტ მარშრუტს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ობიექტის მშენებლობის დროს ერთნახევარჯერ მეტი ბეტონი იქნა გამოყენებული, ვიდრე მთლიანად ვოლგა დონისთვის ყველა პირველიდან მესამეტემდე ჩამკეტი შლუზის გამოყენებისას (იხ  სქემა).

ვოლგოგრადის ჰიდრო კვანძის ორი პარალელური ჩამკეტის გამოყენებით, ყოველწლიურად ძირითადი ტვირთნაკადი გადაიზიდება, გარკვეულწილად, შუა დერეფნის ალტერნატივის თვალსაზრისით, ტვირთების გატარების ინდიკატორს წარმოადგენს.

ვოლგოგრადის ჰიდრო კვანძის გამართულ მუშაობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, იმ პირობებში თუ ჩამკეტებიდან თუნდაც ერთი არ იმუშავებს, მთელი საზღვაო მარშრუტი გაჩერდება.

2024 წლის ნავიგაციის სეზონის პერიოდში ჰიდრო კვანძის გამოყენებით შლუზების 4153 ჩაკეტვის ოპერაცია განხორციელდა, 5494 გემმა გაიარა და 7.2 მლნ ტონა ტვირთი იქნა გატარებული.


2025 წლის ნავიგაციის სეზონზე ვოლგოგრადის ჰიდრო კვანძის გამოყენებით ტვირთების გატარება შემცირდა, კერძოდ, მხოლოდ შლუზების ჩაკეტვის 3635 ოპერაცია განხორციელდა, გატარებული იქნა 5189 გემი და გადაზიდული იქნა 6 მილიონი ტონა ტვირთი.

შუა დერეფნის სტრატეგიულ ამოცანას ვოლგა დონის სამდინარო არხის მარშრუტიდან, გაზაფხულის ნავიგაციის პირობებშიც, დამატებითი ტვირთების, მათ შორის თურქმენული ნავთობპროდუქტების, გადმორთვა წარმოადგენს.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

საქართველოში გზით სარგებლობის საფასური ევროზონისა და რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია

Next Post

აზერბაიჯანი და ყაზახეთი კასპიის ზღვაზე ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის მიწახაპია გემის შესაძენად ერთობლივ საწარმოს ქმნიან

Related Posts

სომხეთის სატრანზიტო სახელმწიფოდ გადაქცევა რუსეთისგან რკინიგზის კონცესიის გამოსყიდვის შედეგადაა შესაძლებელი

კონცესიის გამოსყიდვის პირობებში სომხური მხარე ვარაუდობს რკინიგზის ქვეყნის მთავრობის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას და კონფლიქტის პირობებში ბლოკირებული სარკინიგზო მონაკვეთების…
მეტის ნახვა

მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო საავტომობილო გზები გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების მოლოდინშია

ინფრასტრუქტურის მინისტრის, მ.წ.  15 ივნისის ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ვიზიტმა, თვალნათლივ წარმოაჩინა მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი საერთაშორისო საავტომობილო გზების პრობლემები. ახალქალაქის…
მეტის ნახვა

პოლიტიკური დაპირისპირება თუ ლოგისტიკური სირთულეები, ბაქო – თბილისი – ჯეიჰანის  ნავთობსადენის ინფრასტრუქტურა დაუცველი აღმოჩნდა – აზერბაიჯანმა ყაზახური ნავთობი დაკარგა

ბოლო წლებში ყაზახეთსა – აზერბაიჯანს შორის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება, ყაზახური ნედლი ნავთობის რუსეთზე გამავალი კასპიის…
მეტის ნახვა