რუსეთის ნავსადგურებში უცხოური გემებისათვის დაწესებული ახალი რეგულაცია ტვირთებს საქართველოს ნავსადგურებში გადმორთვის შესაძლებლობას უჩენს

2025 წლის 21 ივლისს რუსეთში ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის თანახმად, უცხოურ გემებს რუსეთის ნავსადგურებში შესვლა მხოლოდ კაპიტნის ნებართვით და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო თანხმობით შეუძლიათ.


რუსეთის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, რეგულაციის მთავარ მიზნად ქვეყნის საზღვაო საზღვრების უსაფრთხოების კონტროლის გაძლიერებას, პოტენციური რისკების მინიმიზაციას და საზღვარგარეთიდან შემოსული გემების მეთვალყურეობის დონის ამაღლებას უკავშირებენ.


ახალი რეგულაციის საფუძველზე რუსეთის ნავსადგურებში შესვლა დამატებითი ადმინისტრაციული პროცედურების გავლის გამო, გადაზიდვების და ლოჯისტიკის სექტორში დაკავებულ კომპანიებს ახალ ფინანსურ „ტვირთად“დააწვა.

როგორ აისახა რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული ახალი რეგულაცია ჩვენთვის მნიშვნელოვან შავი ზღვის აუზის რუსეთის ნავსადგურებზე, პირველ რიგში ნოვოროსიისკის ნავსადგურზე? ხომ არ გამოიწვევს რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ გაჭიანურებული ადმინისტრაციული პროცედურების შედეგად დაყოვნებული გემების, თუნდაც თურქეთის გემების საქართველოს ნავსადგურებში გადამისამართებას? ხომ არ შეიქმნება დამატებითი შესაძლებლობა, რუსეთის ნავსადგურები ჩანაცვლდეს საქართველოს ნავსადგურებით და ტვირთნაკადმა შემდგომ იმოძრაოს ქვეყნის სახმელეთო დერეფნებით?


უნდა აღინიშნოს, რომ საომარი მოქმედებების კვალდაკვალ შავი ზღვის აუზში დაფიქსირდა საზღვაო გადაზიდვების გაძვირების პირველი „ტალღა“. პრაქტიკულად, სადღეისოდ ახალი რეგულაციის ამოქმედება გადაზიდვების ტარიფებს მეორე გაძვირებისკენ უბიძგებს.

ბუნებრივია, ამა თუ იმ მიმართულებით ტვირთნაკადების შეცვლას გარკვეული დრო ესაჭიროება, მაგრამ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი მოითხოვს სათანადო დაკვირვებას და გაანალიზებას.


ახალი რეგულაციით დაწესებული მოთხოვნა საკონტეინერო სახაზო გემებს, ნავთობისა და გაზის ტანკერებს, ასევე რუსეთის ნავსადგურების გავლით სატრანზიტო მარშრუტებით მცურავ საშუალებებს შეეხო.


ამ პირობებში საზღვაო გადაზიდვების ბიზნესს გაუჩნდა ახალი გაურკვევლობები, რაც მათ აიძულებს მოარგონ თავიანთი მიწოდების ჯაჭვები უფრო რთულ ბიუროკრატიულ რეალობებს.

ბიზნესის გადმოსახედიდან ახალი რეგულაცია დამატებითი ბარიერია, რომელიც რუსეთის ამა თუ იმ ნავსადგურში სახელმწიფო ორგანოების მიერ დაყოვნების გამო ზრდის ლოჯისტიკის ხარჯებს, რაც ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიწოდების ვადების შემუშავებისას აუცილებლად გასათვალისწინებელი ატრიბუტია.


ნიშანდობლივია, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ შავი ზღვის უდიდეს ნოვოროსიისკის ნავსადგურში სახელმწიფო ორგანოების მიერ გამოწვეული დაყოვნება რიგ შემთხვევებში 20 დღემდე გაიზარდა.


მიმდინარე წლის სექტემბერში რეგულაციის ამოქმედების შედეგად, წინა თვესთან შედარებით, თურქეთიდან რუსეთში საზღვაო მიწოდების საშუალო ხანგრძლივობა 1.5-ჯერ გაიზარდა.


მაგალითად, სტამბოლიდან ნოვოროსიისკში საბორნე გემით ტვირთის ტრანსპორტირების ხანგრძლივობა სადღეისოდ 14 – 18 დღეს შეადგენს, მაშინ როცა ორი თვით ადრე ეს მაჩვენებელი 9 -12 დღე იყო.


ჩვენთვის მნიშვნელოვანი შავი ზღვის აუზისათვის ტრანსპორტირების ციკლის ხანგრძლივობა რუსეთის ნავსადგურებში უცხოური გემების მასშტაბური დაყოვნებითაა განპირობებული.


გემების დაყოვნებამ ლოგისტიკური ხარჯები გაზარდა. მაგალითად, სტამბოლის სიახლოვეს განლაგებული ამბარლის და გებზეს ნავსადგურებიდან ნოვოროსიისკსა და ტუაფსეში საზღვაო ტრანსპორტირების საშუალო ტარიფები წინა წელთან შედარებით 10-12 % ით გაიზარდა.


მათ შორის გამოსაყოფია საბაჟო მომსახურებისა და გადაზიდვის დამატებითი გადასახადების ხარჯები, რომელმაც ახალი რეგულაციის პირობებში 800-1000 დოლარს მიაღწია.


ხარჯების დამატებითი ზრდა გამოწვეულია რუსეთის ნავსადგურებში მოცდის შედეგად საწვავისა და ბუნკირების  საფასურის ზრდით.

რეგულაციის ამოქმედების კვალდაკვალ უკვე გამოჩნდა რუსეთის სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანიების მენეჯერების განცხადებები გაზრდილი ხარჯების გამო სატვირთო გადაზიდვების ნაწილის საავტომობილო ტრანსპორტზე გადართვის შესახებ. თუმცა დაკონკრეტებული არ არის, იგულისხმება თუ არა საქართველოზე გამავალი დერეფანი.

თუმცა მათივე განცხადებით, აქცენტი საქართველოს გავლით ზემო ლარსის სასაზღვრო გასასვლელზეა გადატანილი. მათივე განმარტებით, სექტემბრის დასაწყისისთვის მიწოდების დრო სტაბილური გახდა. მაგალითად, სტამბოლიდან მოსკოვში მიწოდებას ამჟამად დაახლოებით 20 – 22 დღე სჭირდება, რაც დამოკიდებულია საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დროზე, სადაც ხორციელდება თურქეთიდან რუსეთში საგზაო ტრანსპორტირება.


უნდა აღინიშნოს, რომ საომარი მოქმედებების კვალდაკვალ შავი ზღვის აუზში დაფიქსირდა საზღვაო გადაზიდვების გაძვირების პირველი „ტალღა“. პრაქტიკულად, სადღეისოდ ახალი რეგულაციის ამოქმედება გადაზიდვების ტარიფებს მეორე გაძვირებისკენ უბიძგებს.


საომარი მოქმედებების დაწყების შემდგომ, საზღვაო მომსახურების სერვისების ნაკლებობის, ბორნების დეფიციტისა და საგზაო სასაზღვრო გადასასვლელებზე საცობების გამო, თურქეთიდან რუსეთში ტვირთების მიწოდების ხანგრძლივობა საშუალოდ 10 დღით გაიზარდა.


თანმხლები აჟიოტაჟის პირობებში საზღვაო გადაზიდვები 50 -70% ით, საავტომობილო ტვირთები ორჯერ, ხოლო ბორნებით გადაზიდვები ოთხჯერ გაიზარდა.


ჯერ კიდევ იმ პერიოდში ექსპერტების რეკომენდაციით შეიმჩნეოდა, თურქეთიდან მზარდი ტვირთების ნაკადის ასათვისებლად საზღვაო სერვისების, კონტეინერებისა და კონტეინერმზიდი გემების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა.


გლობალური საზღვაო ხაზების გასვლის შემდეგ, რუსეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მომსახურების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა – შვიდმა მსხვილმა საკონტეინერო ოპერატორმა შეაჩერა შავი ზღვის აუზის შიდა ნავსადგურებში გადაზიდვები. ამ მარშრუტებზე ამჟამად ახალი ხაზები მოძრაობს, მათ შორის რუსული, თურქული და ჩინური.


ხაზების გასვლის შემდეგ, ნაწილი ტვირთების მცირე ტევადობის (1 000 TEU-მდე) ფიდერული გემებით გადაიზიდება, რომლებსაც სატრანსპორტო კომპანიები ეკიპაჟთან ერთად გარკვეული პერიოდით ტაიმ-ჩარტერით ქირაობენ.

რა ზომები შეუწყობს ხელს რუსეთის მიმართულებით გამტარუნარიანობის გაზრდას?


რუსი ექსპერტების მოსაზრებით, იმისათვის, რომ ლოჯისტიკა გაუმკლავდეს თურქეთიდან მზარდი ტვირთების ნაკადს და მომსახურების ღირებულება მიმზიდველი და კონკურენტუნარიანი დარჩეს, აუცილებელია დინამიურად გაიზარდოს საზღვაო მომსახურების რაოდენობა და 3 500 TEU-ზე მეტი ტევადობის კონტეინერმზიდი გემების დამატება.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ესაჭიროება თუ არა კახეთის რეგიონს რკინიგზის აღდგენა?

Next Post

ბაქოს გემთმშენებელი ქარხანა Abu Dhabi Ports Company-ის დაკვეთით, კასპიის ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად ორ კონტეინერმზიდ გემს ააშენებს

Related Posts

ქვეყნის  ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებას მსხვილი ინვესტიციების დეფიციტი  აბრკოლებს  

მსოფლიო ბანკის 2023 წლის კვლევის თანახმად, ლოგისტიკის ინდექსში გაერთანებული, ყველაზე მნიშვნელოვანი  ინფრასტრუქტურის განმსაზღვრელი  ქვეკომპონენტის მიხედვით, საქართველოს  138 სახელმწიფოს…
მეტის ნახვა

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნებს შორის კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკა

საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობას, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს შუა დერეფნის ქვეყნებს შორის კოორდინირებული სატარიფო პოლიტიკის გატარება. გარდა ამისა, დერეფნის…
მეტის ნახვა

ქიმიურ მრეწველობაში 10 მილიარდი დოლარის უზბეკური ინვესტიცია საქართველოს სატერმინალო ქსელის გაფართოებისკენ უბიძგებს

უზბეკეთი – სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე 2027 წლისათვის საკუთარი ქიმიური მრეწველობის განვითარებაში – 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადებას ვარაუდობს.…
მეტის ნახვა