საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ი ქვეყანაში ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას აძლიერებს

სახელმწიფოს პრეროგატივას ლოგისტიკური ცენტრებისათვის კონკრეტული ადგილმდებარეობის მიხედვით აუცილებელი მისასვლელი გზებით და სათანადო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა წარმოადგენს – კერძო ბიზნესმა კი თავის მხრივ ლოგისტიკურ ცენტრების განვითარებაში ფინანსური სახსრების აკუმულირება  უნდა უზრუნველყოს.

ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაეხმარება ქვეყანას ტვირთების მოზიდვაში, მათი ადგილზე დამუშავება –დახარისხებასა და სხვადასხვა მიმართულებით გაგზავნაში.

საქართველოს რომელსაც რეგიონში ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობა გააჩნია მნიშვნელოვანია ლოგისტიკური შესაძლებლობების სისტემური განვითარება.

ამ თვალსაზრისით, ჩვენი ანალიტიკა გვინდა დაუთმოთ ქვეყანაში ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიმართულებით, საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია Kairos Logistics-ის მიერ ფოთში ლოგისტიკური ცენტრის პროექტის განხორციელებას.

თბილისის გეზის მიმდებარედ 24 000 ევრო პალეტზე გათვლილი A კლასის საბაჟო ტერმინალის პარალელურად, Kairos Logistics-ი ფოთში ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მულტიმოდალური, 7 500 ევრო პალეტზე გათვლილი A კლასის საწყობის – „ფოთის ლოგისტიკური ცენტრის“– პროექტს ახორციელებს, რომელიც 2026 წელს დასრულდება.

„ფოთის ლოგისტიკური ცენტრი“ 28 000 კვ. მეტრზე იქნება განთავსებული. საწყობი WMS უსაფრთხოებისა და ტენიანობის კონტროლის სისტემებით იქნება აღჭურვილი, რომელიც პროგრამულად უზრუნველყოფს საწყობის ყველა პროცესის ოპტიმალურ კონტროლსა და მართვას.

იმ მომენტიდან, როდესაც ტვირთი სადისტრიბუციო ან შესრულების ცენტრში შემოვა, მის გასვლამდე, მაღალტექნოლოგიური სისტემის დახმარებით შესაძლებელი იქნება ყოველდღიური ოპერაციების მართვისა და კონტროლის განხორციელება.

კომპანიისათვის საწყობი სტრატეგიულ აქტივს წარმოადგენს, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებლების დროისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, მოქნილი და სწრაფი ოპერაციები განახორციელოს.

სასაწყობო მეურნეობა აღჭურვილია ვიდეომეთვალყურეობის კამერებით, თანამედროვე ხანძარსაწინააღმდეგო და უსაფრთხოების სისტემებით, ასევე სასაწყობო მეურნეობის გამართული მუშაობისთვის საჭირო თანამედროვე ტექნიკით.

ფოთში, ინდუსტრიულ ზონაში განთავსებულ ლოგისტიკურ ცენტრს, როგორც ვაგონების, ასევე საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებისა და კონტეინერების მომსახურების შესაძლებლობა ექნება.

ლოგისტიკურ ცენტრს გააჩნია რკინიგზის 2 ჩიხი და ერთდროულად 13 ვაგონის მიღების შესაძლებლობა და გააერთიანებს ყველა მომსახურებას ერთ სივრცეში, როგორიცაა საბროკერო მომსახურება, ტვირთის გადანაწილება, დახარისხება და სხვა.

ლოგისტიკური ცენტრის მთავარი კონკურენტული უპირატესობა სწორედ კერძო რკინიგზის ხაზია, რაც სარკინიგზო ვაგონებიდან ტვირთების პირდაპირი ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

კომპანია აღნიშნულ პროექტს საკუთარი და მოძიებული ფინანსებით აპირებს. პროექტის სავარაუდო ინვესტიცია 30 მლნ ლარამდეა, რომელიც მიწისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის ღირებულებასაც აერთიანებს.

Kairos Logistics-ის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ლოგისტიკური სექტორის ეფექტიანობას.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

უზბეკეთი ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას აანონსებს – არსებობს საქართველოში ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის განვითარების სტრატეგია?

Next Post

სარკინიგზო მარშრუტების განბლოკვის შედეგად – სომხეთი ჩიხურის ნაცვლად სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს შეიძენს

Related Posts

სომხეთ –  თურქეთის დამაკავშირებელი  გიუმრი  – ყარსის რკინიგზის აღდგენა, ბაქო – თბილისი – ყარსის მიმართულებას მძლავრ კონკურენციას გაუწევს   

ახლახანს სომხეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, თურქეთთან დამაკავშირებელი გიუმრი – ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელიც 1993 წლიდან…
მეტის ნახვა

გაზრდილი ტვირთნაკადების პირობებში აუცილებელია გზებზე სატვირთო ტრანსპორტის წონის ნორმის ავტომატიზირებული კონტროლის სისტემების დანერგვა

როგორც შიდა ასევე საერთაშორისო  საავტომობილო გზებზე, ზენორმიული ღერძზე მოსული დატვირთვით, მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ხშირ შემთვევაში იწვევენ,  გზების სხვადასხვა…
მეტის ნახვა

ჩინეთი – ევროკავშირის სახმელეთო საკონტეინერო გადაზიდვები შუა დერეფნის საკვანძო მიმართულებად ყალიბდება

2024 წელს ჩინეთ – ევროკავშირის მიმართულებით შუა დერეფნის გამოყენებით გადაიზიდა 55 ათასი ერთეული TEU, თუ გავითვალისწინებთ შუა დერეფნით…
მეტის ნახვა