ყაზახეთი კასპიის ზღვაზე კურიკი – ალიატი  – კურიკის მარშრუტზე  რეგულარულ საბორნე გადაზიდვებს ავითარებს

ჩვენი პორტალის საშუალებით მუდმივად ვაშუქებთ, შუა დერეფნის საკვანძო ინფრასტრუქტურულ კვანძებში, მათ შორის, კასპიის ზღვაზე ყაზახეთში კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში სიმძლავრეების გაზრდის და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების მიმდინარეობას ასევე საზღვაო ფლოტის განვითარების ტენდენციებს.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი კასპიის ზღვაზე ინტენსიურად ავითარებს საკუთარ საზღვაო სავაჭრო ფლოტს, სულ ახლახანს ყაზახეთმა მიიღო გადაწყვეტილება ორი ერთეული   მაღალი ტევადობის ახალი კონტეინერმზიდი გემის შეძენის შესახებ.

მომდევნო ნაბიჯი რომელსაც ყაზახეთი კასპიის ზღვაზე, „ვიწრო“ადგილების აღმოფხვრას უკავშირებს  საბორნე გადაზიდვების განვითარება  წარმოადგენს.

2025 წლის სექტემბრიდან კურიკი – ალიატი (აზერბაიჯანი) -კურიკის მარშრუტზე რეგულარული საბორნე გადაზიდვების განხორციელება იგეგმება.

ადგილობრივი პრესის ინფორმაციით ახალი ბორნები ყაზახური კომპანია MSC Middle Corridor Maritime ის მართვაში გადავა და კურიკი ალიატი (აზერბაიჯანი) კურიკის მარშრუტზე,  ყაზახეთი საკუთარი  დროშით მცურავი ბორნებით რეგულარულ გადაზიდვებს დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ კასპიის ზღვაზე საბორნე გადაზიდვების განვითარება Georgian Industrial Group ს და მის  დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს დ. ბეჟუაშვილს უკავშირდება, ვისთანაც სულ ახლახანს, ყაზახურმა მხარემ განიხილა საინვესტიციო პროექტის განვითარების პერსპექტივები.

კურიკი ალიატი კურიკის მიმართულებით  – ბორნის ტევადობა 54 სატვირთო ავტომობილია,  ყოველთვიურად ერთი ბორანი საშუალოდ რვა რეისს შესრულებს.  გათვალისწინებულია 2027 წლისთვის, ფლოტის 4 ერთეულით გაზრდა.  

აზერბაიჯანს კასპიის ზღვაზე საკუთარი მძლავრი საბორნე ფლოტი გააჩნია, რომელსაც მუდმივად ავითარებს, ამასთან აზერბაიჯანს და ყაზახეთს შორის, საბორნე გადაზიდვების პარიტეტულ საწყისებზე გამოყენებასთან დაკავშირებით ოდიდგანვე დაძაბულობა არსებობდა. ყაზახეთის მიერ საკუთარი დროშით მცურავი ბორნების დამატება ნათლად მიუთითებს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორო სფეროში შეთანხმებული პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით გადადგმულ ერთობლივ ნაბიჯებზე.  

აზერბაიჯან ყაზახეთის დამოკიდებულებში დადებითი ძვრები, არა მარტო საბორნე გადაზიდვებში არამედ, მასშაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც შეინიშნება, თუნდაც ორი ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 300 მლნ დოლარის ერთობლივი ფონდის დაწესებაც საკმარისია.

რაც ყველზე მნიშვნელოვანია შესამჩნევია ენერგეტიკულ პროექტებში ერთობლივი თანამშრომლობა, მხედველობაში გვაქვს, აზერბაიჯანის კუთვნილ ბაქო – თბილისი – ჯეიხანის მილსადენით ყოველწლიურად 1.5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის გატარების შესახებ მიღწეული შეთანხმება, ანდაც განხილვის პროცესში მყოფი აზერბაიჯანის მიერ ყაზახეთისთვის გრძელვადიანი 10 წლიანი იჯარით ბაქო – სუფსის მილსადენის დათმობის საკითხი.

ბუნებრივია, ყაზახეთ – აზერბაიჯანს შორის დამოკიდებულების დათბობა, პირველ რიგში სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნებით, დამატებითი ტვირთნაკდების მოზიდვას უკავშირდება, რაც საქართველოს სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს.

 დასკვნის სახით – ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის საბორნე გადაზიდვების ინტენსიობის ზრდა მნიშვნელოვნად გაზრდის კასპიის ზღვის მონაკვეთზე გამტარუნარიანობას, რაც საქართველოს უბიძგებს გაზრდილი ტვირთნაკადის გასატარებლად საკუთარ ნავსადგურებში შესაბამისი სატრანსპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ.

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Previous Post

ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებზე

Next Post

ინვესტიციების სიმცირე ფოთის ინდუსტრიულ ზონას მიმზიდველობას, ხოლო შუა დერეფანს ტვირთნაკადებით მომარაგების შესაძლებლობას უკარგავს

Related Posts

ბალტიის ქვეყნების ნავსადგურებში დაკარგული რუსული ტრანზიტი ევროპულ ჰაბებზე ინტეგრირებულმა ფიდერულმა საზღვაო ხაზებმა ჩაანაცვლა

ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებში ბლოკირებული ნავსადგურები და სატრანზიტო დერეფნები საქართველოსთვის კონტრასტული შედარების მაგალითია იმისა,…
მეტის ნახვა

ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების ბალანსის დარღვევა – შუა დერეფანს და საქართველოს დამატებით სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს

არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მიმდინარე პროცესები საქართველოს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვისა და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობას უქმნის.…
მეტის ნახვა

როგორია ტრანსკასპიური დერეფნით ყაზახური ნავთობის გადმორთვის პერსპექტივა

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ყაზახეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება – ნავთობის მართშრუტების დივერსიფიცერების შესახებ, ყაზახეთის ნავთობის ექსპორტიდან 20 მლნ ტონის, მათ შორის…
მეტის ნახვა