ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში რუსეთსა და სომხეთს შორის ტვირთების საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილება ელექტრონული სანავიგაციო პლომბების გამოყენებით განხორციელდება.
ორ ქვეყანას შორის პროექტის სრულფასოვან დანერგვამდე ელექტრონული სანავიგაციო პლომბების გამოყენებას ექსპერიმენტის სახე ექნება.
ექსპერიმენტი 2025 წლის 1 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება და საწყის ეტაპზე ნებაყოფლობითი და უფასო იქნება.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ტვირთების გადაზიდვების ელექტრონული ნავიგაციის პლომბების გამოყენების მონიტორინგის – თვალყურის დევნებისთვის შესახებ შეთანხმებას 2022 წელს მოეწერა ხელი, ოფიციალურად შეთანხმება 2023 წლიდან შევიდა ძალაში.
რუსეთი ამ პროცესს ევრაზიის კავშირში – გამჭვირვალე და უსაფრთხო ვაჭრობისკენ გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს.

მოგვიანებით 2025 წლის იანვრიდან რუსეთი და ბელარუსი გარკვეული კატეგორიის ტვირთებისათვის საავტომობილო ტრანსპორტით სანავიგაციო პლომბების სისტემის დანერგვას შეუდგნენ.
აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში ალკოჰოლური და თამბაქოს ნაწარმის, ასევე მსუბუქი მრეწველობისა და სამომხმარებლო საქონლის უკანონო იმპორტის წინააღმდეგ ბრძოლას.
რაც შეეხება რუსეთსა და სომხეთ შორის ექსპერიმენტს, სანავიგაციო პლომბების ტესტირება მიზნად ისახავს, ამ პროცესში იმ ქვეყნის ჩართვას რომელზეც გადაზიდვა ტრანზიტით განხორციელდება და რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრს არ წარმოადგენს. ამ შემთხვევაში ტრანზიტულ ქვეყანას საქართველო წარმოადგენს.
ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ექსპერიმენტში გვერდიდან – პასიურად მონაწილე ქვეყნის – საქართველოს პოზიცია, რამდენად მზადაა ამ პროცესში ჩაერთოს და ხომ არ გამოიწვევს ასეთი ტვირთების საქართველოზე გატარება, ჩვენი მხრიდან დამატებითი უსაფრთოების მონიტორინგის სისტემის დანერგვის აუცილებლობას. ეს ის კითხვაა რომელზეც ქართულ მხარეს მოუწევს პასუხის გაცემა.
რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევრაზიის კავშირის მხოლოდ სამი ქვეყანაა ამჟამად ტექნიკურად მზად, ახალი ელექტრონული სატრანსპორტო სისტემის დასანერგად.
რუსეთმა და ბელარუსმა უკვე დანერგეს სანავიგაციო პლომბების დახმარებით იმპორტის და „გამჭოლი ტრანზიტის“ ნავიგაციური თვალთვალის სისტემა, საავარაუდოთ სომხეთი იქნება მესამე სახელმწიფო რომელიც სატესტო რეჟიმში განახორციელებს ამ სისტემის დანერგვას.
მიუხედვად იმისა, რომ 1 ივლისიდან ოფიციალურად დაანონსდა რუსეთსა და სომხეთს შორის საავტომობილო ტრანსპორტით გადაადგილებისას ექსპერიმენტის ამოქმედება, თავად დოკუმენტი არ მოიცავს კონკრეტულ დეტალებს საქართველოში შესვლისას სანავიგაციო პლომბების გამოყენებასთან დაკავშირებით.

კერძოდ: შესაძლებელი იქნება თუ არა საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების საქართველოში შესვლისას სანავიგაციო პლომბის მოხსნა, ანდაც შეთანხმებულია თუ არა ქართულ მხარესთან რაიმე ფორმით აღნიშნული მოწყობილობების გამოყენება.
როგორი უნდა იყოს მძღოლის ქმედება და პროცედურა, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს საბაჟო გადაწყვეტს სატრანსპორტო საშუალების შემოწმებას. რადგან, სანავიგაციო პლომბის მოხსნა რუსეთის ან სომხეთის საბაჟო ორგანოების გადაწყვეტილებით უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ქმედება სატრანსპორტო საშუალებაში არასანქცირებულ შეღწევადობად შესაძლოა ჩაითვლოს.
ერთადერთი რაც ცნობილია, არის ის რომ რუსეთის ტერიტორიაზე სანავიგაციო პლომბის დადება გამგზავნის საწყობიდან გასვლისთანავე განხორციელდება. ხოლო მოხსნა ჩასვლისას მიმღების საწყობში.
ამ პროცესის მიღმა, შესაძლოა დავასკვნათ, რომ სანავიგაციო პლომბები საქართველოს ტერიტორიაზე არ იქნება გამოყენებული.
რუსეთის მიერ შემუშავებული ინსტრუქციის თანახმად, მხოლოდ ორი ქვეყნის სომხეთისა და რუსეთის ეროვნული ოპერატორები გაცვლიან ინფორმაციას ტვირთების სანავიგაციო გაცილების შესახებ. მაგრამ საქართველოს პოზიციონირება ცალსახად არ ჩანს ამ პროცესში.
რუსეთის ფედერაციის მთავრობის დადგენილების პროექტის თანახმად, ექსპერიმენტის ფარგლებში თავდაპირველად ნავიგაციის მხარდაჭერით მინიმუმ 50 გადაზიდვის განხორციელება იგეგმება.
ევრაზიის ქვეყნებს შორის ქვეყანას შორის სანავიგაციო პლომბების სავალდებულო გამოყენება მხოლოდ მომავალ წელსაა ნავარაუდევი.
დასკვნის სახით – საქართველოს ტერიტორიის გავლით, ელექტრონული სანავიგაციო პლომბების გამოყენება, საწყის ეტაპზევე მოითხოვს, ჩვენი მხრიდან დამატებითი უსაფრთოების მონიტორინგის სისტემის დანერგვის აუცილებლობას.